ყოველკვირეული ჟურნალი “ჴევსურები”, N1

ყოველგვარი შესავლის გარეშე, წარმოგიდგენთ ყოველკვირეული ჟურნალი „ჴევსურების“ პირველ ნომერს, სადაც იხილავთ:

პოლიტიკა:

„აქ აღარც თორღვა ძაგანია“, – აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტში.

ხევსურები მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლებს იწყებენ –

Shatilitour-ი კარვების ქალაქით იმუქრება.

კრიმინალი:

ვის გამო იკეჭნავა ხატობას გაგამ თორღვასთან და ვინ ააფრიალა მანდილი?

ბერდიას ყელთან შვიდი ნაჭრევი აქვს;

გაგიჟებულმა მინდიკაურმა მშობლებთან ჯერ იკეჭნავა, შემდეგ ამოხოცა.

„ყვითელი გვერდი“:

რომელ საათზე ბრუნდება შინ თოთიას ცოლი და ვის ცხენზე შენიშნეს ის;

რა ხმები ისმოდა შავღუაღამისას მზექალას ბანიდან?

რა ღირს სწორფერთან გართობა არაბულების გესთჰაუსში?

კულინარია:

როგორ ხმიადს აკეთებს სანათა ჭინჭარაული და ვისა ჰგავ მისი ბალღი;

რას ნიშნავს კუსერბო?

ჭინჭრიანი კეცეულების დაცხობა.

სკანდალი:

ვის უბეში გააპარა ხელი შემთვრალმა მგელიკამ?

„შენი პოეტი დედა…“ – სკანდალი თსუ-ს სააქტო დარბაზში.

მოდა:

ვისი ტალავრით იმოსება ბეწინა?

რჩევები არხოტიონი აშექალისგან: როგორი ნაჭრელა იქნება წელს მოდაში?

სპორტი:

დოღის შედეგები;

ბარისახოსა და კორშის გუნდების მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო
(სასმლის პონტი გაიჩითა)

ხელოვნება

გოგოჭურების პირველი ხმა ზვიადაურებმა გადაიბირეს;

მგელიკა ბუბუნაური შატილობაზე წარუმატებელ გამოსვლას ფანდურის ჯორაკს აბრალებს.

ირაკლი დეისაძე განიცდის: „ხევსურულმა საღამოებმა იკლო“;

რა ყაყანი იყო ბარისახოს სკოლაში.

ინტერვიუ უცნობთან:

ერთადერთი ჭიმღიონი გიგლა ოჩიაური: „აიფონი ვინღა ეშმაკია?“

ქალი და მამაკაცი:

„წეს არ ას, წეს არ ას“, – აცხადებს სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ხათუთა.

პაემნები: („გავიცნობ ჴელმარდ ჴევსურ ქალს“, – ზვიადაური1990).

ისტორია:

გოგია გიგაური: “300 არაგველიდან, 290 ბლოელი იყო”.

იუმორი:

ფშავ-ხევსურული კაფიები;

გიორგი ჯაბუშანური: „ქალაქში ხმაურმა დამაფრთხო და მოგვიანებით ამაზე ბევრი ვიცინე“.

მედიცინა:

ანატორი მაისტელების ნაკლებობას უჩივის;

ინტერვიუ უკანასკნელ ანატორელთან: „მეც სიკვდილი ვარ, ფანდურითა და არაყით ხელში“.

საბავშვო გვერდი:

გააფერადე პატარა ბერდია;

მიიყვანე თორღვა ცხენამდე.

კროსვორდი:

* განზე – თარაზულად

* აღმა – შვეულად

ექსკლუზივი: პირველ ნომერს საჩუქრად მოყვება მუცოს კალენდარი და ხევსური პოეტების ფერადი პოსტერები.

რედაქტორ-ჟურნალისტები:ი.ჯაფარიძე, თ.ჴრიკული.

26.04.2014