მტრისთვის მარჯვენას მოჭრა | Хевсурети

მტრისთვის მარჯვენას მოჭრა

ასეთი ტრადიცია ხევსურებს არ ჰქონიათ. მკლავის, თავის მოკვეთის და საფლავზე დაკვლის წესს ხევსურთა მეზობლები მისდევდნენ და მათი გავლენით ხევსურეთში მოწინააღმდეგისთვის მარჯვენა ხელის მტევნის მოკვეთის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი და ისიც, როგორც გადამთიელ მტერზე შურისძიების, მისი მოკვლის დამამტკიცებელი საბუთი (ნივთმტკიცება) და არა როგორც ჩვეულება. ამას მოწმობს ძველი ხევსურული ლექსიც:’’.. ლეკსა ხოცს, ხელს კი არა სჭრის: ხევსურის წესი არ არსა..’’.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

9 myśli na temat “მტრისთვის მარჯვენას მოჭრა

  • 16/11/2010 o 21:25
    Permalink

    სწორია, ხევსურების მიერ მტრისთვის ხელის მოჭრა ჩვეულება არ იყო.  იყო რამდენიმე შემთხვევა როგორც ნივთმტკიცება და არა ტრადიცია.  ამის დასტურია ვ.ფშაველას  ,,ალუდა ქეთელაურის” შინაარსი.  დამარცხებულ და მკვდარ მტრის  დამცირებას, შეურაწყოფას  არავინ იკადრებდა. ეს მისი  სისუსტე და მარცხი იქნებოდა. სამწუხაროდ მხატვრულ ფილმებში დამახინჯებულად არის წარმოჩენილი, მათ შორის  ფილმ ,,ვედრებაში”  ეს ადგილი სხვანაირადაა  გადაღებული. ვ.ფშაველას გენიალური თვალთახედვა  ხალხური მორალის ერთადერთი სწორი  დამნახავია. გ.გ. ,,borjgalioni”

  • 13/12/2011 o 17:53
    Permalink

    მე კი ვიცი, რომ ხევსურეის ტრადიცია იყო დამარცხეული მოწიააღმდეგის ხელის მოჭრა, რადგა მათ სჯეროდათ, რომ საიქიოში სულს სხეულის ფორმა ქოდა და თუ ხელს არ მოაჭრიდე იქ დახდეოდა და ხმლით შეერძოლეოდა

    • 19/03/2013 o 21:08
      Permalink

      მეც ზუსტად ეგ ინფორმაცია მაქვს

  • 16/12/2011 o 12:34
    Permalink

    ,,ლეკსა კლავს ხელს კი არა სჭრის, ხევსურეთს წესი არასა”.. (ხევს. პოეზია). ბარშიც იყო ,,პირველი ღამის წესი” და რა ვთქვათ ქართული იყო?, ასეთი წესი და სხვა.

  • 30/04/2012 o 20:23
    Permalink

    მე კი ვიცი რომ ხევსურებში წესად იყო მტრისთვის მარჯვენის მოჭრა. თვითონ ალუდა ქეთელაურშიც ვაჯა ამბობს, რომ ალუდას ჯღრესავით ჰქონდა ხელის მტევნები ხოლო მის მეგობარ სახელოვან ვაჯკაც მინდიას თორმეტი ქისტი ყავდა მოკლული და შესაბამისად თორმელი მარჯვენის პატრონი იყო . ასე რომ გინდათ ხევსურებს თუ რ გინდატ ეს სისულელე წესად იყო მიჩნეული, თანაც წაკითხული მაქვს, რომ მთის ხალხის წარმოდგენით საიქიოში მოკლული ასევე უმარჯვენოდ გააგრძელებდა სიცოცხლეს………..

  • 19/06/2012 o 21:14
    Permalink

    ხევსურული რჯული ასეთ წეს არ ცნობდა და სირცხვილი იყო დამარცხებული მტრის დამახინჯება. გუდანის ჯვარში დადგენილი წესი იყო მთავარი და არა მიმბაძველი ჩვეულება. ,,ხელის მოჭრა” ხევსურულ წესად არასდროს ყოფილა და თუ ვინმეს დაანტერესებს რჯულის კაცების აზრი, იკითხეთ.

  • 29/06/2012 o 18:47
    Permalink

    თქვენ სიდან იცით ეს?შეგიძლიათ წყარო მითხართ

  • 23/10/2012 o 19:52
    Permalink

    თაოდ ხევსურულ ,,რჯულში” მივლია და ამის გამოცდილებაც მაქვს. როგორც ხალხური სამართლის წესებში გამოცდილების მქონე ვიტყვი: ბარში სანამ სასამართლო არ იქნება დამოუკიდებელი, არაფერ გვეშველება. ბარში ,,ერთი ღამის წესიც” იყო და რა ვთქვათ ქართული ჩვეულება იყო?!!. ,,ერთი ღამის წესი” იყო ასეთი: პირველ ღამეს პატარძალი ბატონთან უნდა მიეყვანათ. ძველ ქართული წესი არ იყო ის, რაც, შეგნების სიღრმით არამდგრადი იყო და არღვევდა სიწმიდეს.

  • 24/04/2014 o 23:55
    Permalink

    შეგიძლიათ ამ თემასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია მომაწოდოთ !!!

Komentarze są wyłączone.