მიღმახევი მთასიქითის მეზობლად, მდინარე არღუნის (მიღმახევის წყლის) ხეობაში მდებარეობს. მიღმახევის სოფლებს არ ახასიათებს პირაქეთისთვის დამახასიათებელი ტერასულ-კალოიანი არქიტექტურა. ისინი უმეტესად კლდოვან-კოშკოვანია. ამათგან გამოირჩევა ციხე-ქალაქები მუცო და არდოტი, რომელთა გაშენებასა და გამაგრებას თორღვა ძაგანისძეს მიაწერენ.
ანდაქ-არჭილოელი ზვიადაურები გიგაურთა გვარის განაყრებად ითვლებიან და აქ დათვის-გველეთიდან მოსულან.
ხახაბოელნი საგოგოჭუროში შედიოდნენ და ფშაველ გოგოჭურებთან ერთად ლაშარის ჯვრის ყმანი იყვნენ.
სოფელ არდოტის თავზე შემორჩენილია მცირე ზომის გუმბათოვანი ეკლესიის ნაშთი.
არდოტის და ანდაქ-არჭილოს ტერიტორიების ნაწილი გუდანის ჯვრის საბეგრო იყო.
ძველად მიღმახევის მოსახლეობის ნაწილი, რომელნიც გუდანის ჯვრის სამაგანძუროში იყვნენ ძმად შეყრილნი, ატარებდა გვარს – ჭინჭარაულს. თუმცა, მოგვიანებით, კვლავ თავდაპირველი გვარები აღუდგენიათ.
მიღმახევიდან არის გადასასვლელები ჩეჩნეთში, თუშეთსა და ფშავში.
მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით
მე ძალიან მიყვარს ხევსურეთი ამიტომაც მომეწონა ეს არაჩვეუებრივი სატი!
გაიხარე მეგობარო 🙂
ხევსურეთზე მაგარი არაფერი არ მეგულება მთელ საქართველოში.. ჩემ მხარეზე ჭკუა მეკეტება….მე თვითონ ხევსური ვარ თანაც გიგაური და ვამაყოობ ამიით…
მიყვარხართ ჩემო ხევსურებოოო,ვგიჯდები თქვენზე…ჩემი გულის და სულის ნაწილები ხართ!