მიღმახევი

მიღმახევი მთასიქითის მეზობლად, მდინარე არღუნის (მიღმახევის წყლის) ხეობაში მდებარეობს. მიღმახევის სოფლებს არ ახასიათებს პირაქეთისთვის დამახასიათებელი ტერასულ-კალოიანი არქიტექტურა. ისინი უმეტესად კლდოვან-კოშკოვანია. ამათგან გამოირჩევა ციხე-ქალაქები მუცო და არდოტი, რომელთა გაშენებასა და გამაგრებას თორღვა ძაგანისძეს მიაწერენ.
ანდაქ-არჭილოელი ზვიადაურები გიგაურთა გვარის განაყრებად ითვლებიან და აქ დათვის-გველეთიდან მოსულან.
ხახაბოელნი საგოგოჭუროში შედიოდნენ და ფშაველ გოგოჭურებთან ერთად ლაშარის ჯვრის ყმანი იყვნენ.
სოფელ არდოტის თავზე შემორჩენილია მცირე ზომის გუმბათოვანი ეკლესიის ნაშთი.
არდოტის და ანდაქ-არჭილოს ტერიტორიების ნაწილი გუდანის ჯვრის საბეგრო იყო.
ძველად მიღმახევის მოსახლეობის ნაწილი, რომელნიც გუდანის ჯვრის სამაგანძუროში იყვნენ ძმად შეყრილნი, ატარებდა გვარს – ჭინჭარაულს. თუმცა, მოგვიანებით, კვლავ თავდაპირველი გვარები აღუდგენიათ.
მიღმახევიდან არის გადასასვლელები ჩეჩნეთში, თუშეთსა და ფშავში.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

4 thoughts on “მიღმახევი”

  1. მე ძალიან მიყვარს ხევსურეთი ამიტომაც მომეწონა ეს არაჩვეუებრივი სატი!

  2. ხევსურეთზე მაგარი არაფერი არ მეგულება მთელ საქართველოში.. ჩემ მხარეზე ჭკუა მეკეტება….მე თვითონ ხევსური ვარ თანაც გიგაური და ვამაყოობ ამიით…

  3. მიყვარხართ ჩემო ხევსურებოოო,ვგიჯდები თქვენზე…ჩემი გულის და სულის ნაწილები ხართ!

Comments are closed.