თეონა ქუმსიაშვილის საღამო

27 იანვარს თეონა ქუმსიაშვილის საღამო გაიმართა, ქალაქ დუშეთის კულტურის სახლში.

***

2011 წლის 27 იანვარს ის 27 წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ ის დღეს ჩვენთან აღარ არის.
ერთ მისდამი მიძღვნილ ღონისძიებაზე იყო ნახსენები ჩატარებულიყო ისეთი საღამოები , რომელსაც ” თეოს დღეებს” დაარქმევდნენ , რაც ძალიან კარგი ინიციატივაა, ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს თუ როგორ ძლიერ უყვარდა თეონა ხალხს.
ეს საღამოც ერთ-ერთი “თეოს საღამო” იყო.
საღამო იყო როგორც სევდიანი, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო და აგრეთვე მხიარული…
საღამოს ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო, დუშეთის კულტურის ცენტრი სავსე იყო ხალხით, რასაც ლოგიკურად იმ დასკვნამდე მივყავართ , რომ თეონა ძალიან უყვარდა ქართველ ხალხს.
თეონასადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას იღებდნენ მისი მეგობრები, ნათესავები, მისი შემოქმედების მოყვარული ხალხი.
საღამოს წამყვანი იყო თეონა ქუმსიაშვილის პირველი სიმღერის პედაგოგი ქალბატონი ქეთევან შარმიაშვილი, რომლისთვისაც არც ისე ადვილი იყო ესაუბრა თეოზე.
საღამო დაიწყო მეუფე თადეოზის კურთხევით, ანთებული სანთლებით ხელში , მთელი დარბაზი იმეორება წმ.ნინოს ლოცვას.
საღამოზე იკითხებოდა თეონას ლექსები , მისდამი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები. . . .
ეხლა მახსენდება ფრაზა , მისდამი მიძღვნილი ლექსიდან “თეო თოვლია..” , ის მართლაც თოვლი იყო, თოვლი ხომ სისპეტაკის გამომხატველი ალეგორიაა , ამით ყველაფრის მიხვედრა შეიძლება თეონა სისპეტაკესთან , სიწმინდესთან და სათნოებასთან ასოცირდებოდა.
საღამო მუსიკალური კუთხით გახსნა უნივერსიტეტის ანსამბლმა “გორდელამ” , შემდეგ წაიკითხეს მისდამი მიძღვნილი ლექსები, გაჟღერდა გიორგი ჩიტაურის მიძღვნილი სიმღერა, გაიხსენეს თეოს ბავშვობა, თეონას დიდი სიყვარული ოჯახისადმი , შთამომავლობით გადმოცემული სიმღერის ნიჭი, მისი სიყვარული თავისი სოფლისადმი და მისი დამოკიდებულება უემოციო , დამთრგუნველი ქალაქისადმი, წაიკითხეს მისი სასიყვარულო ლექსები , რომლის თითოეულ სიტყვაში ნათლად ჩანდა მისი დიდი სიყვარული , იხსენებდნენ თუ როგორი გარდასახვის ნიჭი ჰქონდა მას, შეეძლო ერთ წუთს ყოფილიყო მხიარული, ლაღი და მეორე წუთში კი შეექმნა ტრაგიკული, სევდიანი თეო. . .
საღამოში მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე : ანსამბლი “ინანა”, დები ზვიადაურები , შუქია ქუთელაური , ანსამბლი “ფიცვერცხლი” , დები ნაყეურები , დავით კენჭიაშვილი, ანსამბლი “გორი” , ნინო ბაშარული , დავით არჩვაძე.
თეოზე გაუთავებლად ბევრს საუბრობდნენ საღამოზე , ლამაზი სიტყვებით ამკობდნენ , რამოდენიმე ფრაზა დავიმახსოვრე და აი ისინიც : “თეოს ყველას დამტევი გული ჰქონდა” , “თეო თოვლია” , თეო წარმოუდგენლად თავმდაბალი იყო “ და უსასრულოდ გრძელდებოდა თეოზე მსგავსი საუბარი.

P.s.მაქსიმალურად ვეცადე გადმომეცა ის რაც იყო თეოს საღამოზე.
ჩემთვის ეს ძალიან რთული თემაა და დიდი ემოციებით დატვირთული და სევდიანი ვარ როდესც ამ ადამიანზე მიწევს საუბარი. თეოს ტრაგედიას ხომ თვით ჩვენმა პატრიარქმა უწოდა “მსოფლიო მნიშვნელობის ტრაგედია”. . . მართლაც რომ ასეა! უფალო მიეცი ძალა აქ დარჩენილებს გადაიტანონ ეს ვერ გადაუტანელი ტრაგედია. აგრეთვე მივემხრობი ინიციატივას “თეოს დღეების” თაობაზე და ვიმედოვნებ კიდევ არა ერთი საღამო ჩატარდება თეონა ქუმსიაშვილისადმი მიძღვნილი.



გორდელა



ჯგუფი „ინანა”


ფიცვერცხლი


ლექსები

დათო კენჭიაშვილი, თეონას საღამო

„გორი”

გორდელა


ნინო ბაშარული

9 komentarzy do wpisu „თეონა ქუმსიაშვილის საღამო”

  1. +არაჩვეულებრივი საღამო იყო.ეს საღამო იყო, როგორც სევდიანი ისევე მხიარული და საამაყო იმიტომ,რომ თეონა იყო პიროვნება , ნამდვილი პიროვნება… შემოქმედი ადამიანი…
    უფალო მიეცი ძალა ყველას გადაიტანოს ეს ვერგადაუტანელი ტრაგედია!+

  2. მართლა ძალიან თბილი საღამო იყო, ღმერთმა დაიფაროს თეოს სული

  3. ღმერტმა ნათელში ამკოფონ მაგათი სულები, თეოს დაბადების დღე რო იკო არ ვიცოდი ავცილებლად მოვიდოდი, მეთქი პაატა რაღაც საღამოს აკეტებს,კოველ დღე ატარებენ და და რას გაუგებ როდის რა ტარდება.

  4. გულით მანდ ვიყავი:(ღმერთმა აცხონოს ყველა

  5. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი და მისი ლამაზი შვილების სული….

  6. თეო გმერთმა ნათელში გამყოფოს ზალიან მომენატრეე ნეტა ისევ ცოცხალი იკო და ისევ მასწავლიდე სშენ ლამაზ სიმღერებს……..

Możliwość komentowania jest wyłączona.