ულამაზეს ციხე-ქალაქ შატილში 15 აგვისტოს საპატრიარქოს ანსამბლი „დები გოგოჭურები“ წარმოგიდგენთ სოლო კონცერტს „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“.
კონცერტის პირველ ნაწილში, რომელის დასაწყისიც იქნება 15:00 სთზე შატილის ქვითკირებში გაცოცხლდება წარსულის ჰანგები და მოისმენთ ხევსურეთისთვის დამახასიათებელ ფოლკლორის უძველეს ნიმუშებს. ხოლო მეორე ნაწილში, რომელიც დაიწყება 19:00 სთზე შატილის ჭალაზე განთავსებულ სცენაზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ დების მიერ მთის მელოდიებზე დამუშავებული სიმღერები.
კონცერტის პირველი მხარდამჭერია კომპანია „შატილი ტური“.
საინფორმაციო მხარდაჭერა http://www.khevsureti.ge/
ულამაზესი დები და გულში ჩამწდომი მათი სიმღერები,რომლებიც გაძლევენ ძალას რომ იცოცხლო ამ ქვეყანაზე!!!