გიორგი არაბული – როგორ მიყვარდი….

[audio:http://khevsureti.ge/wp-content/uploads/2011/01/ROGOR-MIYVARDI.mp3|titles=გიორგი არაბული – როგორ მიყვარდი]უსიტყვოდ მტოვებ,
…უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა,
მე უშენობა რომ არ შემეძლო,
შენ სწორედ ამან გაგათამამა.

რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ,
ისევ თუ მინდა შენი დანახვა,
შენი სიტყვები…. ‚ო რა კარგი ხარ…’
ახლა სადა ხარ,
ახლა სადა ხარ?…

…კარავი… კოცნა… ალერსი…. სითბო,
თითების სითბო, შენი თითების,
ო, ის აპრილი…. იმ აპრილს თითქოს
კიდევ გპირდები…
კიდევ გპირდები…

…რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას,
რომ შემაყარა შენმა დალალმა,
და სიყვარულმა კი არა მხოლოდ,
შენ გაზაფხულმაც გაგათამამა.

გიორგი არაბული

5 komentarzy do wpisu „გიორგი არაბული – როგორ მიყვარდი….”

  1. მომწერეტ სკაიპში ვისაც ემ ლექსის MP3 ვერსია გინდათ irakli199015

  2. გიოო მეც ძალიან მიყვარს მისი წაკითხული ლექსები, : ))) სხვა ლექსებიც დადეთ რა, ანდა მე დავდებ : )))

Możliwość komentowania jest wyłączona.