[audio:http://khevsureti.ge/wp-content/uploads/2011/01/ROGOR-MIYVARDI.mp3|titles=გიორგი არაბული – როგორ მიყვარდი]უსიტყვოდ მტოვებ,
…უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა,
მე უშენობა რომ არ შემეძლო,
შენ სწორედ ამან გაგათამამა.
რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ,
ისევ თუ მინდა შენი დანახვა,
შენი სიტყვები…. ‘ო რა კარგი ხარ…’
ახლა სადა ხარ,
ახლა სადა ხარ?…
…კარავი… კოცნა… ალერსი…. სითბო,
თითების სითბო, შენი თითების,
ო, ის აპრილი…. იმ აპრილს თითქოს
კიდევ გპირდები…
კიდევ გპირდები…
…რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას,
რომ შემაყარა შენმა დალალმა,
და სიყვარულმა კი არა მხოლოდ,
შენ გაზაფხულმაც გაგათამამა.
გიორგი არაბული
auu xalxno es mp3 versia saidan shenidzleba ro gadmovweroo:)
ფოსტაზე გამოგიგზავნი 🙂
მომწერეტ სკაიპში ვისაც ემ ლექსის MP3 ვერსია გინდათ irakli199015
გიოო მეც ძალიან მიყვარს მისი წაკითხული ლექსები, : ))) სხვა ლექსებიც დადეთ რა, ანდა მე დავდებ : )))
შენ დადე ჯობია,დაგიფასებთ 🙂