უდიდესი ქართველი მხატვარი – გიორგი (გიგო) გაბაშვილი ქართული რეალიზმის წარმომადგენელია და მას თავისი ადგილი უკავია ქართული ფერწერის განვითარების ისტორიაში. მის სახელს უკავშირდება დამთავრებული ჟანრული და პეიზაჟური სურათების შექმნა, მაგრამ გაბაშვილის სტიქიას პორტრეტი წარმოადგენს. ამ ჟანრში ყველაზე სრულყოფილად გამოვლინდა მხატვრის ტალანტი და ოსტატობა.მან შექმნა საზოგადოების სხვადასხვა ფენების და საქართველოს კუთხეების წარმომადგენელთა გამოსახულებები.გიგო გაბაშვილი ,რომელმაც ბოლოსდაბოლოს თბილისის სამხატრო აკადემია დააარსა!
ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნამუშევრების სერია: ხევსურული. ხევსურები ხომ, თავისუფლებისათვის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის მებრძოლი ხალხია.
შემთხვევით წავაწყდი მეგობართან წიგნს, გიგოს ცხოვრებაზე და აღმოვაჩინე რომ მას საკმაოდ ბევრი ნახატი დაუხატავს ხევსურებზე და მინდა თქვენც გაგაცნოთ ესენი.
ეს ნახატები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
















გიგო გაბაშვილი- ბიოგრაფია