ბისოელ-ხახმატელნი და ჭორმეშიონნი

ბისო, ხახმატი და ჭორმეშავი ცალკე თემებს არ წარმოადგენს, მაგრამ განცალკევებული სოფლებია. ძველ დროს ბისო-ხახმატში მდგარან ბუნოელანი, ფილაურნი, ძაღლაურნი, ხეთეშაურნი, მჭედლურნი, ბეგთაურნი და ჭავჭავაძენი. ბისო-ხახმატის დღევანდელ სხვადასხვა წარმომავლობის გვარებს ერთი გვარი – “ქეთელაური” და “ალუდაური” მიუღიათ.
ბისოსა და ხახმატს შორის მდებარეობს ფხოველთა უმთავრესი სალოცავი – “გიორგი ნაღვრისპირისა”, ანუ “ნაღვარმშვენიერი”, დედათა, მესაქონლეობის, მიწათმოქმედების ღვთაება, რომელიც ამავე დროს არის “ქაჯავეთის გამტეხი”, “დიდი დიდოეთის გამბეგრავი” და “რჯულიან-ურჯულოთა სალოცავი”. ხახმატში მდგარა “თამარ მეფის მიერ აგებული” ეკლესია.
ბისოელ-ხახმატელნი საგოგოჭუროში შედიან და მათ მოძმეებად ითვლებიან ჭორმეშიონნი, რომელთა ბიძაშვილები სოფელ ბუჩუკურთასაც დგანან.
ხახმატიდან დათვის ჯვრის უღელტეხილით სამანქანო გზა მთასიქითის ხეობაში შედის.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით