ციხე-ქალაქი შატილი X-XI საუკუნეებში აუშენებიათ არღუნის მარცხენა ნაპირზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩეჩნეთი ესაზღვრება. კოშკები და კალოიანი სახლები ერთდროულად პირუტყვის სადგომიც ყოფილა, საცხოვრებელიც და თავდაცვითი ნაგებობაც.
შატილში მუდმივად ათი კაცი ცხოვრობს, ზაფხულობით კი 30-მდე კომლი ბრუნდება. გარდა შატილისა, ადგილობრივ ადმინისტრაციაში შემავალ ცხრა სოფელში სულ 10 მოსახლეღაა დარჩენილი. 3 კილომეტრში უკვე სასაზღვრო ზონა იწყება, 800 მეტრში კი რუსები დგანან. აქ თითოეულ ციხე-კოშკს თავისი ისტორია აქვს, ბებერ შატილს მტრის მზერაც კი ახსოვს…
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი