ათენგენობა

ათენგენობა

ეს არის ქრისტიანული დღესასწაული, რომლის ისტორია III-IV საუკუნეებიდან მოდის. ის დაკავშირებულია წამებული ბერძენი მღვდელმოძღვრის ათენეგე (ათინოგენ) სებასტიელის მსახელთან.ათენგენობა ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოში და სომხეთში. ის მოძრავ დღესასწაული იყო და არის დღესაც. იმართებოდა ივნის-ივლისში, აღდგომიდან 98-ე დღეს. ათენგენობის დღესასწაულზე ხალხი შესაწირავისა და სათანადო რიტუალის შესრულებით ცდილობდა ხატის მფარველობა დაემსახურებინა.

ეს დღესასწაული დღესდღეისობით მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთაშია შემორჩენილი. ხევსურეთში და ხევში მას ათენგენობას ეძახიან, თუშეთში – ათნიგენობას, ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც დღეობა იმართება (ლაშარობა, თამარობა, სერობა და ა. შ.).

თუმცა დღეს მთიელთა ათენგენობას სახელწოდების გარდა თითქმის აღარაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ დღესასწაულთან. ეს არის ტიპობრივი ხალხური დღესასწაული, რომელიც იმართება ივლისის II ნახევარში სხვადასხვა დღეს. (ივლისის ბოლოს, 20 რიცხვის შემდეგ პირველ შაბათიდან).

ამ დროს ხევსურეთის ნახვა უდიდესი სიამოვნებაა. ვინც ყოფილა ალბათ გამოუცდია კიდეც ეს სიხარული და სიყვარული, რომელიც თითოეული ხევსურისგან მოდის, ამ დღეს ხატებთან იკრიბება უამრავი ადამიანი, ყველა ხარობს, ქეიფობს, ყველგან სუფრაა გაშლილი,ხუცესები “ხუცობენ”,  ხატებთან იწირება საკლავი და რაც მთავარია ხევსურული ლუდის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

ხევსურების სიკეთის და პატივისცემის ამბავი სტუმრის მიმართ ყველას მოგეხსენებათ, მაგრამ ამ დღესასწაულზე ეს ერთიორად არის გამძაფრებული და ჩემი აზრით ეს უბრალოდ არ უნდა გამოტოვოთ.

2011 წელს ხევსურეთში ათენგენობა იმართება 23 ივლისიდან მოყოლებული და გრძელდება მთელი კვირა. ამ შაბათს ხევსურეთი უამრავ ადამიანს ელოდება და ბევრს დაუვიწყარ წუთს პირდება.

ასე რომ შევხვდებით ხევსურეთში…

14 thoughts on “ათენგენობა”

  1. როგორ გამიხარდა,ათენგენობა ქრისტიანული წიაღიდან რომ ყოფილა წამოსული. მე სადღაც წავიკითხე(მგონი ვაჟა-ფშაველასთან) რომ ათენგენა ნიშნავს ველური ვარდის(ასკილის)დღესასწაულს.ამაზე იცით რამე?

  2. Avtori Shegeshala 20-21 DaN iwyeBa Atengen0ba … Ar gam0t0v0t XevsureTi YVeLaM nAxe Shatili MuCo XonisChala Ard0ti … VchedAv XevsuretZe Da XevsuR xAlxze … ))))

  3. ხევსურეთისა არ ვიცი და სნოს ქრისტიანულ დღესასწაულად ითვლება ათენგენობა და ხატიც გოქ ათენგენობისა და როგორც ვიცი სნოსაა მთავარი ხატი ათენგენობისა…

    • ათენგენობის დღესასაწაული საბერძნეთიდანაა შემოსული და ზოგიერთი ხევსურთა წარსულს ასევე ამ დღესასწაულის მომდინარეობას უკავშირებს რაც აბსოლიტური სისულელეა

      • შენ რას ფიქრობ, ქრისტიანულია? ღომელ ქრისტიანობაზე საუბრობტ3_4საუკუნეს, რაგაც არა ლოგიკურია და ცოტა მეტის ცოდნაა აუცილებელი

    • Mოხევე, ეს დგე არის ჩვენტანაც ხევსურეტ და ამ დგეს მოიხსენიება იაღსარიც, კოპალეც… და ქრისტიანული მსახურებაც მიდის….

  4. არარის ნამდვილი, დგეს არ არიან ქრისტიანები და მესამე საუკუნეს რას ადიდებდნენ მიტუმეტეს, რას წერტ

  5. ეს რკინის მცოდნეებიდან მოდის, და დაკავსჰირებულია არგონავტების მოპარულ რკინის დამუსჰავების ხერხებტან და მატი, არგონავტების მფარველ ხვტაებასტან ატენასტან, რომელტა მფარველი გმერტი ყველაზე დზლიერი გამოდგა და სხვა გმერტებს ადჯობა რადგან ხელი მოემარტატ ამ განდზის წაგებასჰი. ეს დგეობაც მცედლების დაარსებული და მატი მოტანილია..იმ გრაგნილებზე რაც არგონავტებმა წაიგეს მანდ მაცხოვრებელი ხალხის რკინის დამუსავების საიდუმლოც იყო…და ხევსურები დგეს ასე ვედზახიტ რკინის საუკეტესო დამამუსავლები და საუკეტესო მცედლები დგესაც არიან, მასინდელი ასე ვტქვატ ქარტული დასახლების საზგვარი ცროლის მტაზე გადიოდა რომელიც ხევსურეტსჰია………

  6. III-IV საუკუნეებში მთა გაქრისტიანებული არ იყო, ის იძულებით გააქრისტიანეს უფრო შემგომ საუკუნეებში, ამიტომ ვფიქრობ რაღაც შეგეშალათ…

    • 3-4 ს კი არა15-16 საუკუნესჰიც კი არ იყო ქრისტიანობა, იციტ დზველი ფხოვი რატო დაისჰალა? შადამდეც მეტად სჰევიდა და ფეხი მოიკიდა ქრისტიანობამ იქ გაიარა საზგვარმა, ტორე ეს ერტი ხალხი იყო, ავიგოტ ფსჰავი ტუ გინდაც ფხოვის მოსახლეები და ერტი სისხლის ხალხია ხევსურნი და თუშების დასავლეთ ნაწილი,ცობერნი არიან საერტო წინა ხალხი…

  7. შისულელეა, რომელი ქრისტიანობისტვის წამებული, ან რა წამებიტ დაიგუპა ის სულმნატი ბერი რომ, მასჰინდელი ხევსურები გაეკვირა, უფრო ადრინდელია, სიბრდზნის და სიმამაცის მფარველ ბერდზნულ ქალგმერტტან არის დაკავსჰირებული , ატენა გენოს-ის სახელტან….

  8. ვეთანხმები ზვიადის. სიტყვა ათენგენობა ბერძნულად რომ ვთარგმნოთ მივიღებთ ათინას დაბადებას. გენა ნიშნავს დაბადებას. ესეიგი ბერძნების ქალღმერთის ათინას დაბადება. სწორედ ამას ნიშნავს ეს სიტყვა.

  9. გაიხარეთ ხევსურებო სულ მაინტერესებდა ათენგენობის ისტორია და ახლა გავიგე უფრო კარგად ყოველივე იმრავლეთ და იხარეთ მაჩნიხართ გულში

Comments are closed.