shatili | ხევსურეთი ხევსურეთი-khevsureti » shatili khevsureti

Posts Tagged ‘shatili’

შატილობა 2016

10 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური შემსრულებლები ►მწერლები და პოეტები ►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება ►ლუდის კოდის დალოცვა. ►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის ►ღამის კოცონი ►ფოიერვერკი ►დღის კონცერტის ხანგრძლივობა – 1,5 საათი. დასაწყისი 14სთ ►გალა კონცერტის ხანგრძლივობა – 2 საათი. […]

Tags: , , , , , , , , ,

ციხე-კოშკები

მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ საიმედო თავშესაფარს, შედარებით სიმშვიდესა და ფიზიკური განადგურებისგან გადარჩენის რეალურ შესაძლებლობას. ხევსურეთის საუკუნოვანი ციხე-კოშკების ერთი წყება დღესაც მყარად, ამაყად დგას მრავლისმომსწრე მიწაზე და ზვიადი მზერით მიაცილებს მარადისობაში დღეებს, თვეებს, ასწლეულებს… ქვის სიმფონიის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უთვალსაჩინოესი ნიმუშია „შუღლწაუგები“ შატილი. მხარბეჭით […]

ხევსურეთი

აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან განსხვავებული ტრადიციები მუდამ იყო მეცნიერთა კვლევის საგანი, მწერალთა და პოეტთა შთაგონების წყარო. სულ რაღაც სამოციოდე წლის წინ ხევსურეთში ჯერ კიდევ შეხვდებოდით შუა საუკუნეებიდან „გადმოსულ“ ანაქრონიზმს – ჯაჭვის პერანგში გამოწყობილ, ხმლით, ხანჯლითა და ფარით შეიარაღებულ […]

ტყის სარტყლის მცენარეულობა

მდინარისპირული ტყეები ძირითადად წარმოდგენილია მურყნარებით (Alnus barbata, A. incana), რომელსაც ერევა ტირიფის სახეობები (Salix exelsa, S.alba). ცალკეულ ადგილებზე გვხვდება ასევე ოფი (Populus nigra) და ხვალო (Populus canescens). სამხრეთ ექსპოზიციებზე ფართოდ არის წარმოდგენილი მუხნარი ტყეები, სადაც დომინირებს ქართული მუხა (Quercus petraea subsp. iberica). მისი გავრცელების ოპტიმალური სიმაღლეა ზ.დ. 1000მ. მუხნარებისფორმაციაში წარმოდგენილია მუხნარები-რცხილნარის, მუხნარები-იელის, მუხნარები-თხილნარის, მუხნარები-შინდის, მუხნარები-თივაქასრას, მუხნარები-მთის წივანას მონაწილეობით. უფრო მაღლა, […]

საომარი აღჭურვილობა

ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო. თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: თოფი, დამბაჩა, ხმალი, ხმალ-დაშნა, ხმალ-ჯოხა, ხანჯალი, შუბი, მათრახი, საბრძოლო სათითეები, ფარი, უბისფარი, ჯაჭვის პერანგი, ჩაჩქანი, სამკლავეები, საბარკულები, ჯაჭვის ხელთათმანები, სამუხლეები. მრგვალ ხევსურულ ქუდში შიგნიდან ჩაკერებული ჰქონდათ ფოლადის რგოლი. ხევსურეთში მჭედლობა ტრადიციული და განვითარებული […]

Tags: , , , , , , , , ,


Instagram



Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0