პირიმზე | ხევსურეთი ხევსურეთი-khevsureti » პირიმზე khevsureti

Posts Tagged ‘პირიმზე’

ფხოველთა უმთავრესი სალოცავი

ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა გიორგიდ იწოდებიან. ამ ღვთაებებმა (ხთიშვლებმა) გაწმინდეს ფშავ-ხევსურეთის მიწა-წყალი დევ-კერპებისაგან. გადმოცემით, ეს ღვთაებანი “ნახორცივლარი” გმირებია, რომელნიც შემდეგ “გახთიშვილებულან”. (ევჰემერისტული შეხედულება, რომ ღვთებანი რეალური პიროვნებანი იყვნენ). ძირითადი და ცენტრალური სალოცავი ერთიანი […]

წმინდა გიორგი

ხევსურთა თემ-სოფლების უმთავრეს სალოცავად და ღვთაებად წმინდა გიორგი უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც თვით პირიმზე, სახმთო – ბერი ბაადური, კოპალა შუბნურის ჯვარი და ა.შ. წმ. გიორგიდ მოიხსენიებიან. ამ ხთიშვილთა ქრისტიანი წმინდანის სახელთან დაკავშირება მოგვიანებით უნდა მომხდარიყო, რომელშიც მნათობთა (უფრო მთვარის) და მითრას კულტიც მოიაზრებოდა. ხევსურული ხთიშვილნი, რომელნიც წმ. გიორგიდ იხსენიებიან, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულნი არიან და სხვადასხვა დანიშნულებაც […]

Tags: , , , , , ,

საარაგვო

“საარაგვოს” უწოდებენ ხევსურეთის არაგვის აუზის ტერიტორიებს ორწყლიდან ოხერხევამდე და მასში მოიაზრებენ ცალკეულ დამოუკიდებელ თემებს: “საგაღმოს” (მოწმაო, გველეთი, დათვისი), ლიქოკს და ბარისახოს, ჩირდილ-ბუჩუკურთა-უკანახოსა და ოხერხევს. ამათგან ლიქოკი უფრო ცალკე დგას. საარაგვოზე ძველად სხვა გვარები მდგარან (ცაბაურ-გოგოჭურნი, ბუჩუკურნი, ხიმშირაულნი, გიგაურნი, სისვაურნი, წიკლაურ-ბექაურნი, ბადრიაულნი…), რომელნიც ჯერ ზურაბ არაგვის ერისთავს , შემდეგ კი სამაგანძუროს ხევსურებს აუყრიათ ადგილიდან და მათი […]

დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი ხთიშვილნი

ერთხანს დევ-კერპნი აღზევდნენ, ძალი უყვეს ხთიშვილთა და მათ საყმოებს. მორიგემ დევ-კერპთაგან მოსახლეობის გასათავისუფლებლად და წესრიგის დასამყარებლად საომრად აღჭურვა ხთიშვილთა ნაწილი. უბოძა მათ ბედის ბედაური, ცეცხლის ფესვიანი მათრახი, ლახტი, ლახვარი, ნავთის წყალი, ფარი და მახვილი. ესენი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში. გადმოცემით ეს ხთიშვილნი ‘’ნახორცივლარი’’ ღვთაებანი არიან. დევ-კერპთა წინააღმდეგ ბრძოლაში მათ ეხმარებიან ხმალა, ფუძის ანგელოზი, შუბნური, რომელიც […]


Instagram



Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0