ლებაისკარი | ხევსურეთი ხევსურეთი-khevsureti » ლებაისკარი khevsureti

Posts Tagged ‘ლებაისკარი’

ხევსურეთი

აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან განსხვავებული ტრადიციები მუდამ იყო მეცნიერთა კვლევის საგანი, მწერალთა და პოეტთა შთაგონების წყარო. სულ რაღაც სამოციოდე წლის წინ ხევსურეთში ჯერ კიდევ შეხვდებოდით შუა საუკუნეებიდან „გადმოსულ“ ანაქრონიზმს – ჯაჭვის პერანგში გამოწყობილ, ხმლით, ხანჯლითა და ფარით შეიარაღებულ […]

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში. 2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული […]

ადგილის დედა, ანუ ხთიშობელი

მორიგესა და კვირაეს შემდეგ მესამე ადგილზე დგას ხთიშობელი, ანუ ადგილის დედა. ხთიშობელში ხევსურები გულისხმობენ არა ღვთისმშობელს, არამედ უზენაესი ღვთაების, ქვეყნიერების დედას. ადგილის დედა – ხთიშობელი, რომელიც ხევსურეთის ყველა სოფელს საკუთარი ჰყავს, ხალხის წარმოდგენით სხვადასხვა სახეს ატარებს. ზოგან იგი მამრობითი სქესის მატარებელია, ზოგან ხარის, ზოგან გველის ან რაიმე არსების “აღითაა”. ადგილის დედას ჰყვანან “დობილნი” (ასევე სხვადასხვა […]

Tags: , , , , , ,

მთასიქითი

მთასიქითის ხეობა საკმაოდ დიდია და დათვის ჯვრიდან ანატორამდე გრძელდება. მასში შედიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სოფლები – კისტან-ლებაისკარი, გურო-გიორწმინდა და შატილ-ანატორი. ამ სოფლებში უმეტესად პირაქეთა ხევსურეთიდან გადასული ჭინჭარაულები და გოგოჭურები ცხოვრობენ. ჭინჭარაულებს სოფელ გუდანიდან კისტანში გადაუტანიათ საგვარეულო სალოცავის ,,ნახარელა’’ – ხთიშობლის ჯვრის ნიში. სოფელ შატილის საფეხვნოში კი ამ ჯვრის დასტურს საპატიო სკამი უდგას (,,კისტან-დასტურის სკამი’’). მთასიქითის სოფლებში […]

გიორგი არაბული – ხევსური

მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის, ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე, იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის, თორღვას ციხეში არწივის ბუდე. მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ, უღელტეხილის გრილი ვარ წყარო, გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ, ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს. ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე, ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური, ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე, ამიტომ […]


Instagram



Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0