ხევსურეთი | KHEVSURETI | Хевсурети - Part 7 ხევსურეთი-khevsureti khevsureti

“ხატის მსახურნი”

ხევსურეთში ხუცესი ორგვარია, სულის ხუცი და ხატის ხუცი.სულის ხუცესის მოვალეობას შეადგენს მიცვალებულის წესის რიგის შესრულება,ტაბლების კურთხევა,სულის წყაროს დალოცვა და სხვა.ეს არ შეუძლია ხატის ხუცესს,რომელსაც ეკრძალება მიცვალებულის ოჯახში შესვლა,რადგან ხევსურები ფიქრობენ რომ მიცვალებული უწმინდურია და ხატი დაგვმიზეზავსო.ამიტომ ხატის ხუცესს ევალება მხოლოდ ხატის სამსახური და მისი წესების უმწიკვლო შესრულება,ის ხატში ხალხს ამწყალობლებს,საკლავებს ხოცავს ,საღვთოს იხდის და სხვა. […]

ხევსურული სახელები

ხევსური მამაკაცის სახელებია:ახალა, აბაისძე, ადუა, აბა, აფშინა, ახვა, ალეკა, ალეკმამა, ალუდი, აპარეკა, ალუდაური, ბაბუტი, ბერდია, ბაბუა, ბაიჭაური, ბათირა, აბიკა, ბეწინა, ბაბო, ბაბუხური, ბაბუკი, ბეკია, ბაჭია, ბაჭყი, ბაია, ბახა, ბაბღია, ბაჩაყაური, ბაღათერა, ბახურა, ბაბურაული, გუგუა, გრანჯა, გამახელა, გოგოთური, გარსია, გიგიტა, გიგია. დია, დათვია, კუკუა, ხირჩალა, ჩუა, თორღვა, თათია, თათუა, ოჟია, მგელა, ჩაჩაური, ჯურკა, უშიშა, მინდია, კრუა, […]

სოფელ გველეთის სალოცავი

სოფელ გველეთის მთავრი სალოცავი მდებარეობს სოფლის თავზე,მისგან საკმაოდ შორს და მას მთავარანგელოზის ჯვარი ეწოდება. თავდაპირველად ის სალოცავი ღვთისია ხუცესის თქმით გიგაურების სალოცავი იყო,როდესაც გიგაურები გველეთიდან გადასახლებულან,მათ ადგილზე ბაცალიგოდან ბიჩინაგურთ თემის კაცი გიორგი არაბული გადმოსულა,მაშინ ეს მთავარანგელოზის ჯვარი თავის სალოცავად გაუხდია. ამჟამად გველეთში მოსახლე ხევსურები ყველა ერთი კომლის გარდა გიორგი შთამომავალია. წყარო: შოთა არაბული „ისტორიული თავგადასავალი […]

თემო არაბულის პოეზია

*** ქალავ გამამყევი *** ქალავ გამამყევი!, ერთად შავიარათ, მთაში მისავალი წვრილი ბილიკები, ქალავ შემომხედე!, კიდევ დავინახო, შენს ლამაზ სახეზე, ნაზი მიმიკები. ქალავ გამამყევი!, მთა-გორებს განახებ, განახებ ლამაზი ბუნების სიუხვეს, განახებ იებს და განახებ ენძელებს და ცაზე ლამაზად, მიბჯენილ ჭიუხებს. ქალავ გამამყევი!, დაუყვეთ ხეობებს, და დასასრული არ მივცეთ სიარულს, ქალავ გამამყევი!, არაგვსაც ვუსმინოთ, ხანდახან ბობოქარს, ამჟამად […]

ალუდა ქეთელაური / Aluda Ketelauri (Audio)

Aluda Ketelauri – mogwons arxvati / ალუდა ქეთელაური – მოგწონს არხვატი Aluda Ketelauri – moval rodisme / ალუდა ქეთელაური -მოვალ როდისმე Aluda Ketelauri – saqartvelo / ალუდა ქეთელაური – საქართველო Aluda Ketelauri – tamara/ ალუდა ქეთელაური – თამარა Aluda Ketelauri – xars vgevar / ალუდა ქეთელაური -ხარს ვგევარ Aluda Ketelauri – zecas shaxeneo/ ალუდა ქეთელაური – ზეცას შახენეო აპარეკავ Aluda ketelauri […]

კოპალას დაარსება ლიქოკში

ლიქოკში არის ერთი მაღალი მთა  კარატისწვერი. ეს წვერი მთაზე პატარა დავაკებაა. ერთ მხარეზე გადახედავს ბულალაურთას, ფშავის სოფელს, და მეორე მხარეზე  ლიქოკის ხეობას. ამ ფშაველ-ხევსურების და, ნამეტნავად, ამ ორი სოფლის ადგილს საზღვრავს ეს მთა  კარატისწვერი. ამ მთაზე ზაფხულობით ამოდის როგორც ულალაურთის საქონელი, ისე ლიქოკლებისა და ამ მთის სიმაღლეზე სანიაოზე დგებიან. აქ ამოდიოდნენ და ერთიმეორეს ხვდებოდნენ ორივე […]

Tags: , , , , ,

შატილი

შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია). სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება […]

მუცო

მუცო, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტისწყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში,ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ-შია. სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობისთავზე, ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკია და რამდენიმე ძველი სტრუქტურის ნანგრევია შემორჩენილი. […]

კოპალა

გმირი კოპალა ცხენზე ზის, ჩხენი მიდის და გოგდება, მის სამტროდ დევნი აშლილან, ყველა დიდ მთაზე გროვდება… გმირი კოპალას შიშითა დევებს ვერ გაუხარიათ, მისი მარჯვენა მძლავრია, მისი დაკრული მწარეა. * * * კოპალა – ღვთისშვილია, ფშავში უძილაურთა და ხევსურეთში ლიქოკის საყმოთა პატრონი და სალოცავია. თავდაპირველად ხორციელი იყო. ბავშვობისას დევებმა მოიტაცეს, ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ, ბევრს ამუშავებდნენ. […]


Fatal error: Call to undefined function wp_paging() in /home/khevsure/domains/khevsureti.ge/public_html/wp-content/themes/xevsur/index.php on line 26

Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0