ხევსურეთი | KHEVSURETI | Хевсурети - Part 6 ხევსურეთი-khevsureti khevsureti

პირიქითა ხევსურეთი

არხოტის ხეობა მაღალია და ხასიათდება ძლიერი დაქანებული ფერდოებით და ციცაბო კლდებით. აღსანიშნავია ჭიმღის კლდეები, რომელნიც დიაბაზებისა და პორფირიტებისაგან შედგება. ასეთივე კლდეებს ვხვდებით ტანიესა და კალოთანის წყალგამყოფ ქედზე. მდინარეების ასასა და არღუნის ხეობაში შეხვდებით მიწისქვეშა წყლების მიერ დედამიწის წიაღიდან ამოტანილ კიროვანი ნივთიერებების გამოყოფას – დალექვის შედეგად დაგროვილი ტრავერტინებს.

Tags: , , , , , ,

საოჯახო სასტუმრო “კორშა”

სოფელი კორშა, ხევსურეთი მასპინძელი: მამუკა არაბული;  599 741 199 ელ. ფოსტა: korshaltd@gmail.com www.facebook.com/Korsha.Guesthouse საწოლი – 25 7 ნომერი. ( 2 ადგილიანი და 3 ადგილიანი) ერთი ღამე (კვების გარეშე) დღეში ერთჯერადი კვებით  დღეში ორჯერადი კვებით  დღეში სამჯერადი კვებით – მენიუში შედის: ჩაი, ყავა, ხინკალი, ხაჭაპური და მაგარი სასმელები (ღვინო, ჭაჭა). სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ ეთნოგრაფიული მუზეუმი (მდებარეობს სასტუმროსთან […]

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში. 2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული […]

www.khevsureti.ge-ს შრიფტი

შრიფტი, ისევე როგორც ლოგო, ბრენდის ვიზუალური მხარის გამომხატველი, უპირველესი ელემენტია. ფოტოზე წარმოდგენილია შრიფტი, რომელიც 2013 წელს პერონალურად khevsureti.ge-სთვის შეიქმნა. შრიფტი შეიცავს 2 სისქის გარნიტურას, ასევე დამატებით სიმბოლოებს და ალტერნატიულ ასოებს, რომელიც სხვადასხვა ტექსტებს მრავალფეროვანს ხდის. ასოს ფორმები ეყრდნობა შოთა არაბულის მიერ შექმნილ ხევსურული დღეობების კალენდარს, რომლის სტილი და ფოტმებიც საკმაოდ თანამედროვეა… Type Designers:  Akaki Razmadze,  Irakli Chumburidze

საომარი აღჭურვილობა

ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო. თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: თოფი, დამბაჩა, ხმალი, ხმალ-დაშნა, ხმალ-ჯოხა, ხანჯალი, შუბი, მათრახი, საბრძოლო სათითეები, ფარი, უბისფარი, ჯაჭვის პერანგი, ჩაჩქანი, სამკლავეები, საბარკულები, ჯაჭვის ხელთათმანები, სამუხლეები. მრგვალ ხევსურულ ქუდში შიგნიდან ჩაკერებული ჰქონდათ ფოლადის რგოლი. ხევსურეთში მჭედლობა ტრადიციული და განვითარებული […]

Tags: , , , , , , , , ,

ხევსური ეროვნული გმირები

ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში უმთავრესი ადგილი უკავია საგმირო-საისტორიო გადმოცემებს. კავკასიონის მთებში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული ბუნების მქონე ხევსურებს ერთდროულად უწევდა ჩრდილო-კავკასიური მოთარეშე ტომებისა და სამხრეთიდან ფეოდალური ძალმომრეობის წინააღმდეგ ბრძოლა. ხევსურეთის შუა საუკუნეების ეროვნული გმირებიდან გამოირჩევა თორღვა ძაგანი, რომელმაც აღკვეთა მეზობელი ტომების თარეში და ააშენა ციხე-სოფელი მუცო აუღებელი კოშკებით. თორღვა თავისი ძლიერებითა და საქმეებით იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხალხურმა […]

ხევსურული ტანისამოსი

ხევსურული ტანისამოსი ჩვენში ცნობილია თავისი ორიგინალობით,მას ახასიათებს თავისებური გამოჭრილობა და მორთულობა.ამ მხრივ ხევსურები განსხვავდებიან სხვა მთიელებისგან,რომელთაც ძველებური ჩაცმა აღარ შერჩენიათ. ხევსურულ ტანისამოსს  ტალავარი ეწოდება.ასეთი ტალავარი შინ მოქსოვილი ტოლისაგან (შალი) იკერება,რომელსაც ხევსური ქალები ამზადებენ.ტალავრის შეკერევა და მორთულობა აქ თითქმის ყველამ იცის,ამაში ქალებს პატარაობიდან ავარჯიშებენ. ხევსურული ტალავრის შეკერევა მათთვის სიძნელეს არ წარმოადგენს,რადგანაც მისი გამოჭრილობა და ფორმა უცვლელია […]

კეჭნაობა

ხევსურეთში  შურისძიების უფრო მსუბუქი ფორმაც არსებობს,რომელსაც კეჭნაობას უწოდებენ. კეჭნაობა ხევსურეთში ჩვეულებრივი მოვლენაა და იშვიათია ხევსური დაუკეჭნავი  იყოს და მას თავ-პირი დაშნითა და საცერულით დასერილი არ ჰქონდეს,ამიტომ კეჭნაობაში და იარაღის ხმარებაში ხევსურები პატარაობიდან ვარჯიშობენ,ჯერ ხის დაშნებით და ფარებით,შემდეგ კი ნამდვილ ხმლებზე და ფარებზე გადადიან. კეჭნაობაში მთავარია,გავარჯიშებული ხელი და კარგი ხმალი გქონდეს,ისე,რომ ხმლის ერთი მოქნევით მეშუღლეს მსუბუქი […]

ხახმატის-ჯვარი

ხახმატის ჯვარიც ხევსურეთში ძლიერ ხატად ითვლება და მასაც წმ.გიორგიობით ლოცულობენ.ხახმატის-ჯვარი უფრო ქალების მფარველ ღვათაებად არის მიჩნეული,მას ქალები შვილიერობასა და ვაჟიანობას შესთხოვენ.ამ მიზნით ქალები მას მწევრის საფლავზე ციკანს სწირავენ.ხახმატ-ჯვარის ერთი მწევარი ჰყოლია და ციკანი მას მოუნდებაო.მშობიარე ქალი მშობიარე ქალი ხახმატის ჯვარს ევედრება მშვიდობიან მოლოგინებას და მის დობილებს აშექალს,მზექალს და სამძიმარს სადობილო კვერებს უცხობს. ხახმატის-ჯვარი აგრეთვე ითვლება […]


Fatal error: Call to undefined function wp_paging() in /home/khevsure/domains/khevsureti.ge/public_html/wp-content/themes/xevsur/index.php on line 26

Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0