სახელწოდება "ხევსურეთი" | ხევსურეთი ხევსურეთი-khevsureti »Archive » სახელწოდება „ხევსურეთი“ khevsureti

სახელწოდება „ხევსურეთი“

სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795), მთიულეთის აჯანყებისა (1804) და კახეთის აჯანყების 1812 დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკრის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, ანატორი, აკლდამები და სხვა.

ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.

ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.

ხევსურეთს შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ამიტომ ნამრავლი იძულებულია სხვაგან გადასახლდეს და თავისი სარჩო იქ მოიპოვოს. ასე გაჩნდა ხევსურთა ახალშენები ხევში (ჯუთა), გუდამაყარში, თიანეთში, კახეთში (გომბორი, შირაქი).

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ოთხშაბათი, ნოემბერი 10th, 2010 at 17:33 მთავარი. RSS .

4  კომენტარი

  1. ავტორი: გრიგოლი

    ხევსურეთი ხევიან ადგილს ნიშნავს თურმე მარტო, ხოლო ური რომ გააგლიჯეს იმაზე არ სცემენ პასუხს,არც იმაზე რატომ დაიშალა ფხოვი,და იმაზე , რა იყო ფხოვში გვარებს შორის განხეთქილების მიზეზი,არც იმაზე რჯული რატომაა ხევსურეთში ,არც იმაზე პირაქეთა ხევსურეთიდან რატომ იღებს სათავეს ეს რჯული,წყაროებით დადასტურებულია რომ სამაგანძუროს ხევსურნი მისული გვარებია ბოლოს, ფხოვის ტერტორიაზე და ამათი შექმნილია ხევსურეთი, თავდაპირველი გვარებიც ესენია და რჯულიც ამათგან მომდინარეობს,არც სასულიერო სწავლებას არ აქცევენ ყურადღებას,რომელიც ხევსურთა რჯულს ებრაულს უწოდებენ,და არც იმას ითვალისწინებენ რომ ქრისტანობას რატომ ეწინააღმდეგებოდა მთა!და თქვეფავენ ერთმანეთში პირიქითელებსა და ფშაველებს შორის ხევსურებს და ფხოველებს უწოდებენ,როცა რჯული არავის არ ჰქონდა არსდა და არც აქვთ,ცოტა გაიღვიძეთ და ამოდით სიბნელის წიაღიდან ,და ვინც შეგნებულად ხევსურებს გვთვლის პირიქითელებთან და ფშაველებთან ერთად ერთიან წარმომავლობაში,სჯობია ხევსურებს შეგვშვათ და თქვნ თავებს მიხედოთ,მაინტერესებს საიტის ავტორი ვინაა და თუ არის გამომეხმაუროს ,საიდან წერს აქ მოყვანილ მასალებს,მე მას კი არ ვდბ ბრალს რამეში უბრალოდ რომელი მეცნიერ მკვლევართა მიერ დადასტურებული ფაქტები ჰყავს მოყვანილი აქ!

  2. ავტორი: ინტერპრესნიუსა :)

    ხევსურეთი ხევებიანი ადგილის გამო კი არ ჰქვა მარტო ,არამედ ხევის ურიებით დასახლებული ადგილის გამო,ხევებიანი ადგილის გამო ხევი ჰქვია მე მგონი მთის ერთერთ კუთხეს!ხოლო ხევსურები კი ხევის ებრაელს ნიშნავს ანუ ადრინდელი სახელწოდებით ურიები და ხევსურები!და ხევსურეთის ადრენდელი სახელწოდება ფხოვი ,ეგ შეცდომა რაც აქ წერია მხოლოდ ტერიტორიას ერქვა ფხოვი და არა ხევსურებს!შეიგნეთ!ხევსურები რომ მივიდნენ მანდ მერე ეტირა ყოფა ფხოვს და ფხოველთა ნაწილი თუშეთში გაიქცა,ერთი ნაწილს კი ფშაველები წარმოადგენენ,შეცდომაა რაც აქ წერია ფხოვი ერქვა ხევსურეთისა და ფშავის ტერიტორიას მაგრამ არა ხევსურებს!

  3. ავტორი: აფდსა

    მაგ ლოგიკით ული-ზე ვისაც უმთავრფდება გვარი რას უშვებით?

  4. ავტორი: აფდსა

    იქნებ ხევის სულებად მოიხსენიებოდნენ და კუთხური დიალექტიდან გამომდინარე ლ- მაგივრად ასო რ იყო გამოყენებული?!


Instagram



Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0