ჯუთა და ართხმო

როშკიდან საძელის უღელტეხილით ისტორიულ ხევში გადავდივართ. აქ, სნოს ხეობაში , ყოფილა სამთრეხლოს ტერიტორიაზე ორი ხევსურული სოფელი – ჯუთა და ართხმო მდებარეობს. (ერთხანს კარკუჩაშიც ხევსურები მდგარან, მაგრამ ღუდუშაურებს აუყრიათ). ეს ადგილები ძველად მთრეხლებისა და დიმიაურების ყოფილა. მთრეხლებს დიმიაურები გაუძევებიათ, მთრეხელები-ღუდუშაურებს. შემდეგ ეს ადგილები არაგვის ერისთავის შემწეობით დაუკავებიათ ზეისტეჩოელ არაბულებს (ბიჩინაგურებს), მოგვიანებით გადასულან წიკლაურებიც.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით