ხმა მიეცით პროექტს – ტრადიციული კულტურის ცენტრი / სახელოსნო ,,არაბული ArtHouse”

პროექტი „ტრადიციული კულტურის ცენტრი/სახელოსნო ,,არაბული ArtHouse” მიზნად ისახავს მინანქრის სკოლის გახსნას მთაში მცხოვრები ხევსური ბავშვებისთის.

ხევსურეთში, კერძოდ კორშაში, ტრადიციული კულტურის ცენტრი / სახელოსნო ,,არაბული ArtHouse”-ი გაიხსნა. იგი მოიცავს ტრადიციული ხევსურული ხელსაქმის – ფარდაგის ქსოვა, ქარგვა, ხევსურული ტალავრის წარმოება, ტოლის ქსოვის აღდგენა, ხის ნაკეთობების, მჭედლობა და ა.შ. ამჟამად გვინდა დავამატოთ მინანქრის კურსი ბავშვების ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე. მასწავლებელი მოწვეული იქნება თბილისიდან, გვაქვს მინანქრის სპეციალური ღუმელი, გვესაჭიროება თქვენი მხარდაჭერა რომ შევიძინოთ მასალები ბავშვებისთის და დავიწყოთ სასწავლო კურსი.

ხევსურეთი ამჟამად ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას, იგი მთლიანად იცლება მოსახლეობისგან. ძალიან მაღალია მოსახლეობის მიგრაცია. აქ არ არსებობს კულტურის ცენტრი, ალტერნატიული განათლების კერა და ა.შ.

მიგვაჩნია, რომ საჭიროა ადგილობრივი ახალგაზრდების აქტიურობით, მათი სწავლებით, ჩართულობით კარგი ღონისძიებების, აქტივობების და რეალური პროექტების განხორციელება. ჩვენი ჯგუფი უკვე მეორე წელია საკუთარი ხარჯებით და მეგობრების თანადგომით ვატარებთ ფესტივალს ხევსურეთში -„არტ ფესტივალი ჩირდილი“. ვიდეო და ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე. ახლა აუცილებლად გვესაჭიროება და იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის.

->ხმა მიეცით პროექტს <-

 

არაბული ArtHouse

ეს საინტერესოა

  • Hotel rodzinny „Korsha” სოფელი კორშა, ხევსურეთი მასპინძელი: მამუკა არაბული;  599 741 199 ელ. ფოსტა: korshaltd@gmail.com www.facebook.com/Korsha.Guesthouse საწოლი – 25 7 ნომერი. ( 2 ადგილიანი და 3 ადგილიანი) ერთი ღამე […]
  • Ubiór, rękodzieło ტანსაცმელს ხევსურები „ტალავარს“ უწოდებენ. ტალავარი შინნაქსოვი შალისგან („ტოლისგან“) იკერება. „ტოლს“ ამზადებენ ქალები. სატალავრე ქსოვილი სქელი, მძიმე და მოუხეშავია. სამაგიეროდ, გამძლეა და დიდხანს […]
  • ხევსურული საღამო – „ჩემი ხევსურეთი” 9 დეკემბერს, ხევსურული საღამო გაიმართა შერატონ მეტეხი პალასში. მონაწილეობა მიიღეს,როგორც ბარისახოდან ჩამოსულმა ხევსურებმა ასევე,ადგილობრივებმა.მოეწყო გამოფენა,ბარისახოს სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმაც […]
  • შატილობა 2015 5 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური […]
  • არაბულების პოეზიის პრეზენტაცია 11 ოქტომბერს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიწვევთ ახალი გამოცემის – „არაბულები“ (პოეზია) – წარდგინებაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მხატვარ ბერდია […]
  • ფოტო კონკურსი ვისაც გიყვართ, გიმოგზაურიათ, ან ხართ ხევსური, გაქვთ გადაღებული საინტერესო ფოტოები, მაშინ გამოგვიგზავნეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/khevsureti.ge მესიჯებში. 3 სექტემბერს ღამის 00:00 საათზე […]
  • ხევსურული საღამო გუდაურში გუდაურში ღია ცის ქვეშ გრანდიოზული ხევსურული საღამო გაიმართა. დამსვენებლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე, როგორც ადგილობრივი ფოლკლორის წარმომადგენლები, აგრეთვე, თბილისიდან ჩამოსული ანსამბლები ხევსურული […]
  • Fauna Pszaw-Chewsureti არის ერთი ფრინველი, რომლის ხმა მუდმივად ისმის ფშავის და ხევსურეთის, ისევე, როგორც მთელი კავკასიონის ყველაზე მაღალ უღელტეხილებზე და მწვერვალებზეც კი. ეს კავკასიური შურთხია (Caucasian Snowcock) – საკმაოდ დიდი […]