ხმა მიეცით პროექტს – ტრადიციული კულტურის ცენტრი / სახელოსნო ,,არაბული ArtHouse" | ხევსურეთი ხევსურეთი-khevsureti »Archive » ხმა მიეცით პროექტს – ტრადიციული კულტურის ცენტრი / სახელოსნო ,,არაბული ArtHouse” khevsureti

ხმა მიეცით პროექტს – ტრადიციული კულტურის ცენტრი / სახელოსნო ,,არაბული ArtHouse”

პროექტი “ტრადიციული კულტურის ცენტრი/სახელოსნო ,,არაბული ArtHouse” მიზნად ისახავს მინანქრის სკოლის გახსნას მთაში მცხოვრები ხევსური ბავშვებისთის.

ხევსურეთში, კერძოდ კორშაში, ტრადიციული კულტურის ცენტრი / სახელოსნო ,,არაბული ArtHouse”-ი გაიხსნა. იგი მოიცავს ტრადიციული ხევსურული ხელსაქმის – ფარდაგის ქსოვა, ქარგვა, ხევსურული ტალავრის წარმოება, ტოლის ქსოვის აღდგენა, ხის ნაკეთობების, მჭედლობა და ა.შ. ამჟამად გვინდა დავამატოთ მინანქრის კურსი ბავშვების ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე. მასწავლებელი მოწვეული იქნება თბილისიდან, გვაქვს მინანქრის სპეციალური ღუმელი, გვესაჭიროება თქვენი მხარდაჭერა რომ შევიძინოთ მასალები ბავშვებისთის და დავიწყოთ სასწავლო კურსი.

ხევსურეთი ამჟამად ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას, იგი მთლიანად იცლება მოსახლეობისგან. ძალიან მაღალია მოსახლეობის მიგრაცია. აქ არ არსებობს კულტურის ცენტრი, ალტერნატიული განათლების კერა და ა.შ.

მიგვაჩნია, რომ საჭიროა ადგილობრივი ახალგაზრდების აქტიურობით, მათი სწავლებით, ჩართულობით კარგი ღონისძიებების, აქტივობების და რეალური პროექტების განხორციელება. ჩვენი ჯგუფი უკვე მეორე წელია საკუთარი ხარჯებით და მეგობრების თანადგომით ვატარებთ ფესტივალს ხევსურეთში -„არტ ფესტივალი ჩირდილი“. ვიდეო და ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე. ახლა აუცილებლად გვესაჭიროება და იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის.

->ხმა მიეცით პროექტს <-

 

არაბული ArtHouse

Tags: , , , , , , , , , ,

პარასკევი, ოქტომბერი 2nd, 2015 at 00:43 ისტორია, კულტურა, მთავარი, სიახლე, ფოლკლორი, ჩვეულებანი. RSS .

კომენტარი გათიშულია


Instagram



Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0