ხევსურული სჯული და კანონები

დღევანდელ ხევსურეთში სჯული, რომელიც უძველესი დროიდან მომდინარეობს და ‘’ხთის გაჩენილია’’  (ღვთაებრივი წარმოშობის’’. – ‘’ღვთის სამართალი ვირწმუნოთ, ბექათგან გაჩენილია’’, – ნათქვამია ‘’შაჰ-ნავაზიანში’’), ყველაზე ბოლოს მეფე ერეკლეს კარზე ხევსურ სჯულმდებელთა მიერ შეთანხმებულ მაშინდელ სამართალს მიჰყვება. ამ სჯულს ყველა ემორჩილებოდა. გადმოცემით მეფე ერეკლეს დაუწესებია ‘’სანასკვო’’ (თუმცა იგი უფრო ძველი დროიდან უნდა მომდინარეობდეს), რომლის მიხედვითაც ურჩთა მიმართ რჯულის კაცთა გადაწყვეტილება საბოლოო იყო.
საქართველოს სამეფოს გაუქმების შემდეგ ეს რჯული ხევსურებს გუდანის ჯვარში რამდენიმეჯერ ხელახლა გადაუმუშავებიათ. ამასთანავე ხევსურეთის ზოგიერთ თემში ხდებოდა სამართლის ზოგიერთი მუხლის თავისებური ‘’გარჯულვა’’. თუმცა, საბოლოოდ, მაინც საერთო რჯულით სარგებლობდნენ. ალ. ოჩიაური წერს: ‘’არხოტში რომ ნარჯულავს რომელიმე მხარე არ დასჯერდებოდა, არ არის სწორე გარჯულვილიო, იტყოდნენ: ‘’ხევსურები (იგულისხმებიან პირაქეთა ხევსურეთის მკვიდრნი – შ.ა.) მოვიყვანოთ, ხევსურის რჯულში მივიდეთ და ამათ ხომ კარგად იციან ხევსურეთის რჯულიო’’.
‘’სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებში ყოველგვარი რჯული და წესი პირიქით ხევსურეთიდან გამოდის და თითქმის მთელ ხევსურეთში ტარდება. თუ რომელიმე საჭირბოროტო საქმე მოხდა არხოტში ან შატილში, ანუ მთელ პირიქით მთასიქით ხეობაზე, და ეს საქმე ადგილობრივი  რჯულით ვერ გაარჩიეს, ისე როგორც მათ იციან, შუაკაცებმა და რჯულის კაცთ ვერ შეარიგეს მტრები, მაშინ, თუ ზაფხულია, პირაქეთ ხევსურეთში გაგზავნიან კაცს, იქ იკითხავენ წესს, ან რჯულში პირაქეთელ კაცს წაიყვანენ. თუ ზამთარია, მაშინ ზაფხულამდე მოიცდიან. პირაქათელები კი პირიქითლებს ამისთანა რამეებს არ ჰკითხავენ, რაც მათ რჯული კარგად იციან და ამით თავსაც იწონებენ. პირაქათელი ხალხი მტკიცედ ინახავს თავისი მამა-პაპის ზნე-ჩვეულებებს და ადათ-წესებს, ამიტომაც ადვილად ვერ ეგუება ცხოვრებაში მომხდარ  ცვლილებებს , რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს ეს – შინაური საქმე იქნება თუ მთავრობისა.. ‘’ (ნ. ბალიაური).
ხევსურ რჯულის კაცებს საძნელო საქმეების გადასაწყვეტად იწვევდნენ მეზობელ ტომებშიც, უფრო კი ქისტებში. ხდებოდა პირიქითაც.
ხევსურულ რჯულს საფუძვლად უდევს უძველესი ქართული სამართალი ‘’სჯული’’, ანუ ‘’რჩული’’, რომელიც ვახტანგ მეექვსის თქმით, ‘’ძველთაგან დადებულ არს’’ და თვით მასაც სამართლის შედგენისას ხალხური წყაროებითაც უნდა ესარგებლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ დრომდე მოღწეულ ხევსურულ რჯულს, რამდენადაც უძველესი ჩვეულებითი სამართლის კანონების კრებულს წარმოადგენს, ნათესაობა აქვს წინა აზიის ხალხების ‘’ღვთაებრივ სამართალთან’’. ბაბილონის მეფე ხამურაბის კანონთა კრებული მთავრდება დარისხებით იმათ მიმართ, ვინც გაბედავდა და დაარღვევდა ამ კანონებს. ჯვარიდან გადმოსულ ხევსურულ რჯულს განამტკიცებდნენ ჯვარში სამანის ჩაგდებით და რჯულის გამტეხის დარისხებით. ზოგჯერ ძნელად გადასაწყვეტი საქმის გარჯულვა ჯვარში ქადაგის დასმითა და მისი საშუალებით წარმოებდა.
ხევსურულ რჯულს ემორჩილებოდა ხევსურეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული პიროვნება, განურჩევლად მისი დამსახურებისა, სახელისა და ქონებრივი უპირატესობისა. ხევსურეთში დანაშაულის საქონლით ანაზღაურებას ‘’დრამა’’ ეწოდება (‘’დრამა’’ ძველად საეკლესიო გადასახადს ეწოდებოდა).

ხევსურული სჯული და კანონები from khevsureti on Vimeo.

ეს საინტერესოა

  • მეურნეობა ხევსურეთში მიწათმოქმედება აშკარად ჩამორჩება მესაქონლეობას. მთის რელიეფი არ იძლევა წლის სამყოფი პურის მოყვანის საშუალებას. კლდოვან ადგილებში დათესილი ქერი და ჭვავი არაა საკმარისი იმისათვის, რათა მოსახლეობამ […]
  • ხევსურული “ქათიბები” ძველი ხევსურული ნაქარგი […]
  • მაისური მაისურები  მზადაა,ვაშა! ეს არის ნიმუში,თეთრი მაისური,მუქი  წითელი ხატულით. ზურგზე ტექსტი:"კიდევაც ვნახავ ხევსურეთს...", ავტორი:ლადო ჭინჭარაული სამწუხაროდ ამ ეტაპზე, დამზადდა 50 მაისური,ამიტომ შეიძლება […]
  • ხევსურული დღეობების კალენდარი სტილი დღეობები და უქმეები ძველი ახალი 25-XII 7-I ქრისტე 1-I 14-I წელწადნი 2-I 15-I კუმეტი 5-I 18-I წყალკურთხევა 6-I 19-I განცხადება აღება / ხორც. […]
  • www.khevsureti.ge-ს შრიფტი შრიფტი, ისევე როგორც ლოგო, ბრენდის ვიზუალური მხარის გამომხატველი, უპირველესი ელემენტია. ფოტოზე წარმოდგენილია შრიფტი, რომელიც 2013 წელს პერონალურად khevsureti.ge-სთვის შეიქმნა. შრიფტი შეიცავს 2 სისქის […]
  • ხევსურული საღამო – “ჩემი ხევსურეთი” 9 დეკემბერს, ხევსურული საღამო გაიმართა შერატონ მეტეხი პალასში. მონაწილეობა მიიღეს,როგორც ბარისახოდან ჩამოსულმა ხევსურებმა ასევე,ადგილობრივებმა.მოეწყო გამოფენა,ბარისახოს სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმაც […]
  • ორი ხევსური (მხატვრული ფილმი) მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, სტუდია ”სანგუკო”. ფილმის თემაა დამოკიდებულება ტრადიციების მიმართ. ერთმანეთს ხვდებიან თავისუფალი ახალგაზრდა კაცი და ტრადიციების ერთგული უფროსი თაობის წარმომადგენელი. დაძაბული […]
  • ხევსურული ლუდი ხევსურეთში გამეფებულია ლუდის კულტი. ლუდი აქ ღვთიური სასმელია და ღვთაებათა სადიდებლად დუღს. ხევსურთა თქმით, არაყი ‘’ეშმაკის ნაორთქლია’’ (გაფუებული პურის მარცვლის არაყს ევროპაშიც ‘’ეშმაკის არაყს’’ […]

10 thoughts on “ხევსურული სჯული და კანონები

  • 12/10/2012 at 11:45
    Permalink

    პირაქეთა ხევსურები არიან ებრაული ნაკადი ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება,მხოლოდ პირაქეთა ხევსურულ გვარებზეა აქ საუბარი;ჭინჭარაული,არაბული,გოგოჭური,გიგაური,ზვიადაური,თეთრაული,წოწკოლაური,წიკლაური,დაიაური,ასევე ზოგიერთი ასიმილირებული გვარი ,კივკოზაური,ბადრიაული და კიდევ რამოდენიმე გვარი,ეს იმ მცხეთელი ებრაელების ნაკადია რომლებიც,ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ,როდესაც მათი სინაგოგა “მათი ტაძარი” ქრისტიანულ ტაძრად გადაკეთდა მცხეთაში,ნაწილში ამან პროტესტი გამოიწვია და დატოვა მცხეთა და გაიფანტა საქართველოს სხვადასხვა მარეში,ეს ის ნაწილი იყო რომლებიც ძველი რჯულით ცხოვრობდნენ და ვერ შეეგუა ახალი რელიგიის, ქრისტიანობის მიერ მათი ტაძრის(სინაგოგის) შელახვას ან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე შემობრუნებას და აიბარგა მცხეთიდან,ხევსურული რჯული და კანონი ესაა ძველი რჯული სხვა ახსნა ამას არ აქვს,ამასთან ბევრ ფაქტია რომლებიც აშკარად ავლენს ამ გვარების ხევსურეთში ასვლას დროის კონკრეტულ შესაფერის პერიოდში ასვლას,რომელიც ამ პერიოდს ემთხვევა,მთიან ნაწილში მოხდა ებრაელთა ყველაზე დიდი ნაწილის ასვლა,ამიტომაა აქ ასე დაცული მეტნაკლებად ძველი რჯული,ძველი აღთქმის რჯული და კანონები,თუმცა უნდა ითქვას რომ ამ რჯულმა სახეცვლილება განიცადა და ისეთი სრულყოფილი ვერ მოვიდა ჩვენს დრომდე როგორიც თავდაპირველად იქნებოდა.

  • 16/11/2012 at 11:21
    Permalink

    თუ ებრაული წარმოშობის ხალხი მართლა ცხოვრობდა ხევსურეთის ტერიტორიაზე რატომ აღარ მოიხსენიება არცერთი ხევსურული გვარი ებრაულად?ეხლა ისიც არ მითხრათ სუყველა ამოწყდაო,ეგ აღარაა “მოჩორტილი” როდესაც წერია რომ მაგ:ებრაულ გვარებად მოხსენიებული კივკოზაურები და ბადრიაულები ჯვარმა ამოწყვიტაო?გაუწყრა და იმიტომო,თუ ხევსურები მართლაც ხევის ურიას ნიშნავს და უფრო ასეა და გვარებშიც ასეთი დაბოლოვებებია,მაშინ ხევსურები ებრაული წარმოშობის ხალხია,როგორ შიძლება ებრაელმა თუ მან არ დაიმატა გვარის ბოლოში ურია ბოლოსართი სხვისაგან გადაეღო?ან პირიქით თუ ებრაული წარმოშობისანი არ იყვნენ “სამაგანძუროს ხევსურნი”(ჭინჭარაული,არაბული გოგოჭური) რა, მათ გადაიღეს კივკოზაურებისაგან და სხვა ებრაული წარმოშობის ხალხისაგან გვარების ეს დაბოლოვება? ხევსურული რჯული და კანონები საიდან იღებს სათავეს თუ არა ებრაელთაგან შეტანილი წესჩვეულება?და მერე ქრისტიანობს გავრცელების შემდგომ იგი განიცდიას რათქმა უნდა ტრანსფორმაციას და რაღაც რაღაცეები იცვლება,რჯულის კაცები ჭინჭარაულები არ არიან დღესაც?გამოდს რომ არაებრაელმა ჭინჭარაულებმა განდევნეს ებრაული წარმოშობის გვარბეი და რჯული კი მათგან გადაიღეს და თავად იკისრეს რჯულის დაცვა?ეს სერიოზული დანაშაული როცა ისეთი რამე ქვეყნდება რაც ზუსტად არავინ იცის და ფაქტებს ეწინააღმდეგება,რატომ უჭერდა ბაგრატიონთა სამეფო მაგანძურებს მხარს ეგაც საკითხავია,თავად ბაგრატიონები თავს ებრაული წარმოშობის ხალხად მიიჩნევდნენ და რა გასაკვირია თუ “ნათესავთ მაგანძურებს” ხევსურებს მხარს დაუჭერდნენ,ეხლა რაც შეხება მეამბოხე “ებრაული წარმოშობის გვარებს და არა მგონია მარტო ეს გვარები ყოფილიყო ებრაული არამედ მაგანძურებიც”როცა ქრისტიანობა ძალით იქნა მიღებული ნაწილმა მხარი დაუჭრა, ნაწილმა არა, ქრისტიანობს გავრცელებას ხევსურეთში,და ამ ორმა აზრთა სხვადასხვაობამ დაუპირისპირა ერთმანეთს ერთი წარმოშობის ხალხი,ვინც დათანხმდა ქრისტიანობის აღიარებას ისინი შესაძლოა ამიტომ ეყრდნობიან გუდანის ჯვარს უკვე სამეფო ხელისუფლების შვიწროების გამო,და ხელისიფლებაც ამიტომ უჭერს მათ მხარს რადგან სამეფო კარი კარგად ხვდება ქრისტიანობის მნიშვნელობას ქვეყნისათვს,თუმცა რჯული ბოლომდე რჯულად რჩება,იმდენი გენეტიკური ფაქტები არსებობს კიდევ რომ ერთი საათი არ მეყოფა ამის დასაწერად,და ეგ გენეტიკა თუ ოირდაპირი ხაზით არ გადადის გენებში ,შეუძლებელია ირიბად უფრო გადავიდე,თან ასეთი მასშთაბური სახით!

  • 16/11/2012 at 11:23
    Permalink

    თუ ებრაული წარმოშობის ხალხი მართლა ცხოვრობდა ხევსურეთის ტერიტორიაზე რატომ აღარ მოიხსენიება არცერთი ხევსურული გვარი ებრაულად?ეხლა ისიც არ მითხრათ სუყველა ამოწყდაო,ეგ აღარაა “მოჩორტილი” როდესაც წერია რომ მაგ:ებრაულ გვარებად მოხსენიებული კივკოზაურები და ბადრიაულები ჯვარმა ამოწყვიტაო?გაუწყრა და იმიტომო,თუ ხევსურები მართლაც ხევის ურიას ნიშნავს და უფრო ასეა და გვარებშიც ასეთი დაბოლოვებებია,მაშინ ხევსურები ებრაული წარმოშობის ხალხია,როგორ შიძლება ებრაელმა თუ მან არ დაიმატა გვარის ბოლოში ურია ბოლოსართი სხვისაგან გადაეღო?ან პირიქით თუ ებრაული წარმოშობისანი არ იყვნენ “სამაგანძუროს ხევსურნი”(ჭინჭარაული,არაბული გოგოჭური) რა, მათ გადაიღეს კივკოზაურებისაგან და სხვა ებრაული წარმოშობის ხალხისაგან გვარების ეს დაბოლოვება? ხევსურული რჯული და კანონები საიდან იღებს სათავეს თუ არა ებრაელთაგან შეტანილი წესჩვეულება?და მერე ქრისტიანობiს გავრცელების შემდგომ იგი განიცდიას რათქმა უნდა ტრანსფორმაციას და რაღაც რაღაცეები იცვლება,რჯულის კაცები ჭინჭარაულები არ არიან დღესაც?გამოდს რომ არაებრაელმა ჭინჭარაულებმა განდევნეს ებრაული წარმოშობის გვარბეი და რჯული კი მათგან გადაიღეს და თავად იკისრეს რჯულის დაცვა?ეს სერიოზული დანაშაული როცა ისეთი რამე ქვეყნდება რაც ზუსტად არავინ იცის და ფაქტებს ეწინააღმდეგება,რატომ უჭერდა ბაგრატიონთა სამეფო მაგანძურებს მხარს ეგაც საკითხავია,თავად ბაგრატიონები თავს ებრაული წარმოშობის ხალხად მიიჩნევდნენ და რა გასაკვირია თუ “ნათესავთ მაგანძურებს” ხევსურებს მხარს დაუჭერდნენ,ეხლა რაც შეხება მეამბოხე “ებრაული წარმოშობის გვარებს და არა მგონია მარტო ეს გვარები ყოფილიყო ებრაული არამედ მაგანძურებიც”როცა ქრისტიანობა ძალით იქნა მიღებული ნაწილმა მხარი დაუჭრა, ნაწილმა არა, ქრისტიანობს გავრცელებას ხევსურეთში,და ამ ორმა აზრთა სხვადასხვაობამ დაუპირისპირა ერთმანეთს ერთი წარმოშობის ხალხი,ვინც დათანხმდა ქრისტიანობის აღიარებას ისინი შესაძლოა ამიტომ ეყრდნობიან გუდანის ჯვარს უკვე სამეფო ხელისუფლების შვიწროების გამო,და ხელისიფლებაც ამიტომ უჭერს მათ მხარს რადგან სამეფო კარი კარგად ხვდება ქრისტიანობის მნიშვნელობას ქვეყნისათვს,თუმცა რჯული ბოლომდე რჯულად რჩება,იმდენი გენეტიკური ფაქტები არსებობს კიდევ რომ ერთი საათი არ მეყოფა ამის დასაწერად,და ეგ გენეტიკა თუ ოირდაპირი ხაზით არ გადადის გენებში ,შეუძლებელია ირიბად უფრო გადავიდე,თან ასეთი მასშთაბური სახით!

  • 16/11/2012 at 11:24
    Permalink

    იმას კიდევ ვერავინ ვერ დაამტკიცებს რატომ ეწოდა ხევსურეთს ხევსურეთი და ხევსურებს ხევსურები,თუ ებრაულობას არ ჩაეჭიდებიან,ამას უბრალოდ ვერ ახსნიან,და საერთოდ ყურადღება რატომღაც არავის არ მიუქცევია გენეტიკური ფაქტირებისათის,ტყუოების ხშირი დაბადება ასეთი რამ საქართველოს არცერ რეგიონში არაა დაფიქსირებული,ნახეთ ებრაელებში ტყუპების შობადობის სიხშირის ცხრილი! ბრტყელთმიანობა კიდევ ,კარგად დააკვირდით ამ ფაქტორს,ხევსურები ბრტყელთმიანები არიან,ბრტყელთმიანობა დამახასიათებელია ქამიტებისათვის(ზანგებისათის)ზანგები კიდევ არავართ რას ნიშნავს ეს?ებრაელები მუდმივ მეზობლობაში იყვნენ ქამიტებთან,ადგილმდებარეობამაც შესაძლოა განსაზღვრა მათი ეს გენეტიკუი ფაქტორი,თან მოგეხსენებათ იუდეველები ნახევრად ქამიტები იყვნენ(იუდამ ქანაანელი ანუ ქამიტი ცოლები მოიყვანა) საქართველოში ებრაელთა კერძოდ იუდაური ნაწილი შმოვიდა და აედანა აქვთ ხევსურებს ეს გენეტიკური დამამტკიცებელი საბუთი,საინტერესოა ასევე ვაჟას მამას რატომ არ უჯერებენ რომელმაც ხევსურების ეს სახელი ახსნა თუ რატომ ეწოდებათ ხევსურები ,და ვიღაცა უჯიშო ,გაუნათლებელი ,ან გაბოროტებული, არ ვიცი რატომ მაგრამ გაბოროტებული,ვაჟას მამას ფანტაზიორს უწოდებს და სიცრუეში სდებს ბრალს როცა ვაჟას მამა ამას იძახის!მერე ჩაცმულობა იგი კავშირშია პირდაპირ შუმერულ ,ეგვიპტურ და ბაბილონურ ორნამენთებთან,ჩაცმულობის ტიპი ასეთი დახასიათებისაა,თუნდაც ეს ფაქტია ხევსურთა ებრაელობის დამამტკიცებელი,რადგან სანამ ებრაელობა (ურიები)ქართლში მოვიდოდნენ მათ ზუსტად ამ ქვეყნების გავლენა განიცადეს,1)ებრაელები შუმერული წარმოშობის ხალხია 2)ებრაელები ეგვიპტეში 400 წელი ცხოვრობდნენ ტყვეობაშ და 3)ისინი აქ შემოსვლისას ბაბილონიდან მოვიდნენ ანუ ბაბილონური დიასპორის ნაწილია,ანდა ისინი ბაბილონის კულტურულ გავლენას განიცდიდნენ,და აი ამას უკავშირდება თუ ძალიანგაინტერესებთ ხევის ურიათა ჩაცმულობის ტიპი,და რატომ არაქცევნ ყურადღებას მეცნიერები,მკვლევარები და ისტორიკოსები ამ ყოველივეს?

  • 16/11/2012 at 11:46
    Permalink

    იმას კიდევ ვერავინ ვერ დაამტკიცებს რატომ ეწოდა ხევსურეთს ხევსურეთი და ხევსურებს ხევსურები,თუ ებრაულობას არ ჩაეჭიდებიან,ამას უბრალოდ ვერ ახსნიან,და საერთოდ ყურადღება რატომღაც არავის არ მიუქცევია გენეტიკური ფაქტირებისათის,ტყუოების ხშირი დაბადება ასეთი რამ საქართველოს არცერ რეგიონში არაა დაფიქსირებული,ნახეთ ებრაელებში ტყუპების შობადობის სიხშირის ცხრილი! ბრტყელთმიანობა კიდევ ,კარგად დააკვირდით ამ ფაქტორს,ხევსურები ბრტყელთმიანები არიან,ბრტყელთმიანობა დამახასიათებელია ქამიტებისათვის(ზანგებისათის)ზანგები კიდევ არავართ რას ნიშნავს ეს?ებრაელები მუდმივ მეზობლობაში იყვნენ ქამიტებთან,ადგილმდებარეობამაც შესაძლოა განსაზღვრა მათი ეს გენეტიკუი ფაქტორი,თან მოგეხსენებათ იუდეველები ნახევრად ქამიტები იყვნენ(იუდამ ქანაანელი ანუ ქამიტი ცოლები მოიყვანა) საქართველოში ებრაელთა კერძოდ იუდაური ნაწილი შმოვიდა და აედანა აქვთ ხევსურებს ეს გენეტიკური დამამტკიცებელი საბუთი,საინტერესოა ასევე ვაჟას მამას რატომ არ უჯერებენ რომელმაც ხევსურების ეს სახელი ახსნა თუ რატომ ეწოდებათ ხევსურები ,და ვიღაცა უჯიშო ,გაუნათლებელი ,ან გაბოროტებული, არ ვიცი რატომ მაგრამ გაბოროტებული,ვაჟას მამას ფანტაზიორს უწოდებს და სიცრუეში სდებს ბრალს როცა ვაჟას მამა ამას იძახის!მერე ჩაცმულობა იგი კავშირშია პირდაპირ შუმერულ ,ეგვიპტურ და ბაბილონურ ორნამენთებთან,ჩაცმულობის ტიპი ასეთი დახასიათებისაა,თუნდაც ეს ფაქტია ხევსურთა ებრაელობის დამამტკიცებელი,რადგან სანამ ებრაელობა (ურიები)ქართლში მოვიდოდნენ მათ ზუსტად ამ ქვეყნების გავლენა განიცადეს,1)ებრაელები შუმერული წარმოშობის ხალხია 2)ებრაელები ეგვიპტეში 400 წელი ცხოვრობდნენ ტყვეობაშi და 3)ისინი აქ შემოსვლისას ბაბილონიდან მოვიდნენ ანუ ბაბილონური დიასპორის ნაწილია,ანდა ისინი ბაბილონის კულტურულ გავლენას განიცდიდნენ,და აი ამას უკავშირდება თუ ძალიანგაინტერესებთ ხევის ურიათა ჩაცმულობის ტიპი,და რატომ არ აქცევნ ყურადღებას მეცნიერები,მკვლევარები და ისტორიკოსები ამ ყოველივეს?

  • 03/12/2012 at 22:27
    Permalink

    აქაც შემუვლია ,,გრიქულას” (?!). მეტი საქმე არა გაქვს?. მობილური-ც ური-ზე ბოლოვდება და რა ებრაულია?. ამ არსებას ახალი ,,აღმოჩენა ” გაუკეთებია და გაუხსენით ერთი ინსტიტუტი. ,,ძაღლიშვილო” მიწოდა და ძაღლიშვილებს მეოთხე ჯგუფის სისხლი უდგათ , ხოლო პირველი ჯგუფის სისხლი 85 პროცენტს აქვს მთაში. ეს შარს გადაჰკიდებს ვიღაცას.

    • 04/12/2012 at 13:09
      Permalink

      გრიქულა თავად ხარ შე უჯიშო!გამხრწნელი ხარ სიმართლისა, რადგან შენი უვიცობით ხალხს გონებას უბნელებ და არასწორ წარმოდგენას უქმნი ხევსურებზე,მთავრი საქმე ესაა რომ ვინც ვარ ის დავიცვა,და შენნაირმა ჭუჭყიანებმა არ შემომირიონ და არ ამღრიონ ჩრდილოკავკასიელებში!რადგან როგორც ზანგი და ჩინელი არ მესიამოვნება რომ მიწოდოს ვინმემ უმიზეზოდ ისე ვაინახიც არ მესიამოვნება რადგან ვინც ვარ ის ვარ!ქრისტეს შურაცყოფის გამო კი სადმე ილოცე სანამ დროა და სანამ გეენაში არ ჩავარდი! ფეხებზე მკიდია არასწორი და უვიცი ინსტიტუტის “მოღვაწეები” თავად ვარ ჩემი თავის ყველაზე კარგი ინსტიტუტიც და მასწავლებელიც!შარს მართლა გადაიკიდებ თუ მე შემეწინააღმდეგები როცა შენი აზრები 0-ია და მეცინება შენს წარმოდგენაზე,ანუ როცა აზრზე არა ხარ რას ამბობ ხევსურებზე და მათი წარმოშობაზე!უვიცო ,უნდა გაითვალისწინო ყველა ის დეტალი თუ რა მოხდა ძვ,წთ-აღ-ის 587 წლიდან დღვანდელი ხევსურეთის ისტორიის მანძილზე და როგორი რელიგიის ქვეყნებმა იქონიეს გავლენა ამ დროში ებრაელებზე და რა კულტურული თუ სოციალური დაღი დააჩნდათ მათ,ზოგიერთი დიდი გულისწუხილით გამოთქვამს ებრაელთა ისტორიას საქართველოში,რომ აი მათ ასეთი წარსული ჰქონდათ და ლტოლვილები იყვნენ და აღარავინ აღარაა თითქმის საქართველოში ებრაული წარმოშობის ხალხი,და რომ ყველა წავიდა ისრაელში,ამას დავარქმევდი “სრული გაუნათლებლობის იზოლაციას”ზოგიერთების გასაგონად, დღეს რეალურად აღმოსავლეთ საქართველოში ხევსურული ანუ ებრაული წარმოშობის ხალხი საკმაო რაოდენობითაა,განსაკუთრებით მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში,და ამ დროს ვაება და გოდება გაისმება ხოლმე შიგა და შიგ ტელევიზიით , რომ აი ებრაელებმა დატოვეს თავიანთი მეორე სამშობლო საქართველო და აღარავინაა უკვე საქართველოში ებრაული წარმოშობისა,დღვანდელი ეგრეთწოდებული ქართველი ებრაელობა საუკუნეებით გვიანდელ პერიოდშია მოსული ვიდრე იუდაური ნაკადი,რომელთა საერთო რაოდენობა 3000 ოჯახს შეადგენდა როცა ისინი ქართლში შემოვიდნენდა ყველაზე დიდი რაოდენობა ებრაელების შემოსვლისა სწორედ მაშინ დაფიქსირდა(ძვ,წთ-აღ-ის 586-7 წლის)!შარი ვიღაცაას დაატყდება ჩემგან შენი ჩათვლით ,ვინც მე არასწორად მიწოდებს ანუ იმას ვინ ან საიდან ვარ!!!ეხლა შენს გასაგონად უვიცო ,პირაქეთა ანუ ხევსურული გვარებია გიგაური,ჭინჭარაული,წიკლაური,არაბული,გოგოჭური,ბექაური,ბუჩუკური………დანარჩენი თავად გეცოდინება გააგრძელე,:)

  • 14/12/2012 at 14:18
    Permalink

    ხევსურულ რჯულს საფუძვლად უდევს უძველესი ქართული სამართალი ‘’სჯული’’, ანუ ‘’რჩული’’, რომელიც ვახტანგ მეექვსის თქმით, ‘’ძველთაგან დადებულ არს’’ და თვით მასაც სამართლის შედგენისას ხალხური წყაროებითაც უნდა ესარგებლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ დრომდე მოღწეულ ხევსურულ რჯულს, რამდენადაც უძველესი ჩვეულებითი სამართლის კანონების კრებულს წარმოადგენს, ნათესაობა აქვს წინა აზიის ხალხების ‘’ღვთაებრივ სამართალთან’’ საინტერესოა წინა აზიის ხალხების სამართალთან უფრო ახლოს დგას თუ მოსეს რჯულთან და კანონებთან ხევსურული რჯული და კანონები!

  • 14/12/2012 at 14:26
    Permalink

    რაღაცას ნუ მიედმოედებით კიდევ ერთხელ გეუბნებით,ხევსურები ებრაული წარმოშობის ხალხია,და არავითარი რჩული ქართული არ უდევს საუძვლად,ხევსურული რჯულსა და კანონებს მოსეს რჯული და კანონები უდევს საფუძვლად,ფაქტებს რომ არ დაიჯერებთ კიდევ მეტი ლაპარაკი აღარც ღირს ასეთ ხალხთან,ფაქტი სახეზეა თუ ვინ არიან ხევსურები სინამდვილეში,ხევსურეთი ეს პატარა ებრაული სახელმწიფოა 🙂

  • 14/12/2012 at 14:30
    Permalink

    საქართველოს სამეფოს გაუქმების შემდეგ ეს რჯული ხევსურებს გუდანის ჯვარში რამდენიმეჯერ ხელახლა გადაუმუშავებიათ. ამასთანავე ხევსურეთის ზოგიერთ თემში ხდებოდა სამართლის ზოგიერთი მუხლის თავისებური ‘’გარჯულვა’’. თუმცა, საბოლოოდ, მაინც საერთო რჯულით სარგებლობდნენ. ალ. ოჩიაური წერს: ‘’არხოტში რომ ნარჯულავს რომელიმე მხარე არ დასჯერდებოდა, არ არის სწორე გარჯულვილიო, იტყოდნენ: ‘’ხევსურები (იგულისხმებიან პირაქეთა ხევსურეთის მკვიდრნი – შ.ა.) მოვიყვანოთ, ხევსურის რჯულში მივიდეთ და ამათ ხომ კარგად იციან ხევსურეთის რჯულიო’’.ფაქტი სახეზეა თქვენ რაც გიწერიათ იმაზე ვაკეთებ კომენტარს ისევ,ანუ ხევსურები მოვიყვანოთო მათ კარგად იციან რჯულიო ანუ პირაქეთა ხევსურები არიან ებრაელები წარმოშობით,თქვენ გაქვთ დუმილის უფლება ყოველი თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვა შესაძლოა თქვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული 🙂

Comments are closed.