ხევსური ხალხის მკურნალობა

ხევსურეთში ხალხის მკურნალობას სათანადო ყურადღება ექცევა. 1925 წელს ბარისახოში აშენდა საავადმყოფოს მშვენიერი შენობა, სადაც ფშავ-ხევსურეთის საექიმო პუნქტია მოთავსებული. აქ მუშაობს ერთი ექიმი, რომელიც მოსახლეობას მკურნალობით და წამლების მოწოდებით დიდ დახმარებას უწევს. ხევსური ექიმს აფასებს და მას ხშირად მიმართავს სამკურნალოდ. მაგრამ აქ თავიანთი ექიმბაშები ჰყავთ. განსაკუთრებით ცნობილი ხევსურეთის დოსტაქრები, რომელიც დაკეჭნილებს მკურნალობენ, დაკეჭნილი ხევსური წინათ დოსტაქართან მკურნალობდა, რადგანაც ამ უკანასკნელს შეეძლო გამოერკვია ჭრილობის სიმძიმე და ამის მიხედვით ხდებოდა დრამის გამოანგარიშებაც.
წინათ კარგი შემოსავალი ჰქონდა ხევსურეთის დოსტაქარს, რომელიც რთულ ოპერაციაში 5-10 ძროხის საფასურს იღებდა. ამიტომ ხევსურეთში ბევრი ეტანებოდა დოსტაქრობას და მათ შორის იყო გამორჩეული დოსტაქრებიიც, რომლებიც რთულ ოპერაციებს და თავის ქალის ტრეპანაციასაც კი აკეთებდნენ.
დღეს კი დამკეჭნელი ხევსური, თუ დაკეჭნილი მეშუღლე თავში არ არის დაჭრილი, დახმარებისათვის ექიმს მიმართავს, რადგანაც მკურნალობაში არაფერი ეხარჯება და არც ხევსურული რჯულით გათვალისწინებული საფოთლე (საექიმო) დრამა გადახდება. მაგრამ თუ ჭრილობა თავშია, მეშუღლეს დაჭრილი გასასინჯად ჯერ დოსტაქართან მიჰყავს და აქ ჭრილობის სიმძიმის მიხედვით მან დრამა უნდა გადაიხადოს. შემდეგ დაჭრილი ექიმთან მკურნალობს, რაც დამჭრელს გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე ხევსური დოსტაქარი. მაგრამ ესეც შეთანხმებაზეა დამოკიდებული და ზოგჯერ თავში დაკეჭნილი ექიმთან არ წავა და დოსტაქართან არჩევს მკურნალობას. ამიტომ თავზე მძიმე ჭრილობის დროს ხევსური დღესაც თავის დოსტაქართან წამლობს. ამ დოსტაქრებს შორის შორის ცნობილია არხოტელი ალეკა ოჩიაური, ქობულოელი მგელიკა ლიქოკელი და შატილელი გუგუა ჭინჭარაული

მომზადებულია სერგი მაკალათიას წიგნის ”ხევსურეთი”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • მშობიარობა ხევსურული ადათით მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეუძლია სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახიან. ამისათვის მშობიარე წინასწარ შეიტანს ქოხში საჭირო ჭურჭელს, ტანსაცმელს, საჭმელს. როცა მუცელი […]
  • რა არის სწორფრობა?! – ლელა გაბური თუ, რა არის სწორფრობა ეს  წინა სტატიაშიც განვიხილეთ, ამჯერად გაგაცნობთ ლელა  გაბურის  წიგნს - "რა არის სწორფრობა?!" ვფიქრობ  არასწორი იქნებოდა დამეწერა, ამ წიგნის მოკლე შინაარსი, ამიტომ გირჩევთ მთლიანი […]
  • ლიქოკი ლიქოკის თემი ლიქოკის წყლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ბარისახოსთან უერთდება არაგვს. ლიქოკის ხეობა იწყება შურისციხის ახალაღმოჩენილი ძველი სამაროვნითა და ლიქოკის ჭალით, რომელსაც ძველად ‘’სალაშქრო ჭალა’’ […]
  • არხოტი არხოტი კავკასიონის ჩრდილოეთით, მდინარე ასას ხეობაში მდებარეობს და ჩრდილოეთ საზღვრის ერთ-ერთ კარს კეტავს, საიდანაც მას ინგუშეთი ესაზღვრება. არხოტის თემის უმთავრესი სალოცავია სოფ. ახიელის მიქიელ […]
  • ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები ფშავ-ხევსურეთში ხალხურ მედიცინის განვითარებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ეს რეგიონი მოწყვეტილი იყო ბარისაგან, შეუძლებელი იყო აქ სხვადასხვა დანიშნულების წამლების შეტანა. ამის გამო, ადგილობრივი […]
  • ხალხური მედიცინა ხშირი შუღლი, ტყვიით თუ ცივი იარაღით დაჭრა და არცთუ იშვიათი ფიზიკური ტრავმა კარნახობდა ხევსურებს, დაუფლებოდნენ მკურნალობის ელემენტარულ მეთოდებს და მოერჩინათ ავადმყოფი. ადგილობრივი „აქიმნი“ ითვისებდნენ და […]
  • ხევსური აქიმ-მკურნალნი ხევსურთა წარმოდგენით ავადმყოფობას იწვევდნენ ღვთაებანი, დობილნი და ა.შ. და მკურნალობაც ძირითადად მაგიასთან და სარწმუნოებასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ტრადიციული ჭრა-ჭრილობა და ფიზიკური ტრავმები ხევსურებს […]
  • მიღმახევი მიღმახევი მთასიქითის მეზობლად, მდინარე არღუნის (მიღმახევის წყლის) ხეობაში მდებარეობს. მიღმახევის სოფლებს არ ახასიათებს პირაქეთისთვის დამახასიათებელი ტერასულ-კალოიანი არქიტექტურა. ისინი უმეტესად […]

One thought on “ხევსური ხალხის მკურნალობა

  • 30/11/2012 at 02:07
    Permalink

    ცნობილია ს. ჯუთაში გადასახლებულ ამღელი ოჯახი, რომლებიც თავის ქალის ტრეპანაციას აკეტებდნენ. ამაზე წერდნენ ჯერ კიდევ 60-70-იან წლების სსრკ პრესაში. (მგონი წიკლაურები)

Comments are closed.