ხევსურეთის მდებარეობა

ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული თავისებურებებით. აქედან გამოდინარე, მკვლევართ, თუ უცხოელი მოგზაურთა ინტერესი ამ კუთხისამდი თავიდანვე განზრახული იყო. ხევსურეთი, რომელიც დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის, ფშავი, თუშეთს, ხევს და გუდამაყრის შორისაა მოქცეული. მისი ჩრდილოეთი საზღვარი კი ჩვენი რესპუბლიკის საზღვარს ემთხვევა და ჩაჩნეთ-ინგუშეთი ემიჯნება. კავკასიონის წყალ გამყოფი ქედი მას ორ ნაწილად პირიქით და პირაქეთ ხევსურეთად  ყოფს. თავად ხევსურები ხევსურეთს უწოდებენ პირაქეთ მდებარე თემებს, პირიქითლებს კი შატილიონებად არხოტიონებად მიიჩნევენ. საისტორიო წყაროებში ფშავ-ხევსურეთი ფხოვად, ხოლო მისი მოსახლეობა ფხოველებად იწოდებიან. ,,ძუელად ეწოდა ამ ორთა ხეობათა ფხოელნი” , აღნიშნავს ვახიშტი ბაგრატიონი და იქვე მოიხსენიებს მათ ჩრდილოკავკასიელ მეზობლებს ძურძუკებს, ღლიღვნებს და ქისტებს, დღევანდელი ჩაჩნებს და ინგუშებს. ჩაჩნები და ინგუშები ხევსურებს დღესაც ფხის უწოდებენ, რაც იგივე ფხოველს ნიშნავს. ეთნოგრაფიული ექსპედიციების მიერ ინგუში, ასის ხეობის ზედა წელში ფიქსირებულია ტოპონიმი ფხიჭოჟ, რაც ფხოველების ანუ ხევსურების ხეობას ნიშნავს. იგივე ასის ხეობაში მდებარე ღალღაიჭოჟ – ის, ღალღაების ანუ იგივე ღლიღვნების ხეობისგან განსხვავებით. ფშავ-ხევსურეთის ძველი სახელწოდება ფხოვთან არის დაკავშირებული, ტოპონიმი შუაფხო, ფშავის ერთ-ერთი სოფლის სახელწოდება.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

5 thoughts on “ხევსურეთის მდებარეობა

  • 12/02/2012 at 20:00
    Permalink

    თუ ვინმემ იცით შუშანაშვილების გვარია წარმომავლობა ძალიან გთხოვთ დაწეროთ?

  • 12/02/2012 at 20:05
    Permalink

    ახლა რამდენი ოჯახი ცხოვრობს შუაფხოში შუშანაშვილები?

  • 14/02/2012 at 12:04
    Permalink

    შუშანაშვილები მთიულები არიან ტუ არ ვცდები და თიანეთში ახლაც ცხოვრობენ

  • 23/02/2012 at 17:32
    Permalink

    შუშანაშვილები სტროფაველები არიან,და თვალივშიც ცხოვრობენ…

  • 21/12/2014 at 14:27
    Permalink

    როდის შეიქმნა ეს ნაწერები და არის თუ არა სწორი

Comments are closed.