ხევსურები და მათი მეზობლები

ხევსურებს ჩრდილოეთის მეზობელ ტომებთან ურთიერთობა თავიანთი წესებით ჰქონდათ დარეგულირებული. თუკი მტრობა ჰქონდათ მეზობლებთან, ისიც უფრო პირადი, საგვარეულო ინტერესებით იყო გამოწვეული, ვიდრე პოლიტიკურით. მართალია რელიგიურმა დაყოფამ ისინი დააპირისპირა, მაგრამ “მოსაზღვრე ტომებთან ურთიერთობის რეგულატორი იყო არა სარწმუნოება, როგორც ხდებოდა ქრისტიანულ და მაჰმადიანურ ტომებში, არამედ ვაჟკაცობა.” (დ. ბენაშვილი)
“უნდა ვთქვათ, რომ ძველისძველად კავკასიის მთის სხვადასხვა სოფელში, სადაც ცხოვრობდნენ ლეკნი, დიდონი, ქისტნი, ხევსურნი, თუშნი, ჩვეულებად დაედოთ, რომ ერთი თემი მეორე თემს მოციქულებს მიუგზავნიდა, ჩვენში ზავი დავდოთ და რამდენი წლითაც ორივე მხარეს სურდათ, ზავს დასდებდნენ და შეცვლიდნენ ტყვიასა და ქუდს, რომელიც ნიშნავდა: ტყვია ვაჟკაცობასა და ქუდი ნამუსს. ეს იყო მაშინ შერიგების ნიშანი. და ესე ზავის დამდებნი ისე იყვნენ შეკრულნი მტკიცე პირობით, რომ არც ერთ მხარეს არ შეეძლო დანიშნულ ვადამდის მიხდომა, ტყვეების მოტაცება და სისხლის ღვრა. ერთმანეთში მშვიდობიანად დადიოდნენ. “ (ბ. ერისთავი-ჯორჯაძე)
მიუხედევად მშვიდობიანი ურთიერთობისა, მთიელთა შორის ხშირი იყო “ზავის აშლა” – ქურდობა, მზირობა, ნადირობა-მეკოპრეობა (“მენადირეთ წინავ კაცის მხოცელთ ძახნილან, იმათ უდენავ, ხალხ უხოცავ.”3-10). და ზოგჯერ მეტი კაცისგან შემდგარი რაზმები მალულად გადადიოდნენ მეზობელ თემებში, უსაფრდებოდნენ მგზავრებს, მწყემსებს, თარეშობდნენ მათზე და იტაცებდნენ ნადავლს, ტყვეებს.
ხევსურებმა ამდაგვარი თარეშის აღსაკვეთად იცოდნენ უღელტეხილების და გზა-ბილიკებზე “ვეშაგის” ჩაყენება, რომელნიც მტრის გამოჩენას მოსახლეობას შეატყობინებდნენ ან თავად შეებმებოდნენ მომხვდურს.
მთიელებს ერთმანეთთან აკავშირებდა ხელოსნობა. სხვადასხვა საქმის ოსტატნი (ქვითხურონი, მჭედელნი, დურგალნი, მქსოველნი) გადადიოდნენ ერთმანეთში ვაჭრობდნენ, ცვლიდნენ, გაჰქონდათ ერთმანეთში იარაღი, ფლას-ფარდაგი, სპილენძისა და ვერცხლის ნაკეთობანი, მარილი, ტყვია-წამალი და ა.შ

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • შემწყნარებლობა ხევსურისა ხევსურები წარმართები იყვნენ და ქრისტიანულ შემწყნარებლობას მათი ცხოვრების წესი ვერ ეგუებოდა, რაზედაც ზოგჯერ სამეფო ხელისუფლებაც განგებ თვალს ხუჭავდა, რათა მათში მეომრული სული არ ჩაეკლა და გაჭირვების ჟამს მუდამ […]
  • თემი ხევსურეთი ხეობების, გვარებისა და სოფლების მიხედვით დაყოფილია თემებად. თითოეულ თემს, შემდეგ სოფელს და გვარს ჰყავს თავისი სათემო, სასოფლო და საგვარეულო ჯვრები. თითოეულ თემს, სოფელს, კომლს და საკუთრივ ჯვარს აქვს […]
  • ციხე-კოშკები მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ […]
  • ხევსურების ისტორია ზურაბ არაგვის ერისთავზე წერს ბესიკ ხარანაული:  „ერთში კი ბედი აღმოგაჩნდა, როცა ისეთ ხალხს გადაეკიდე, რომლებსაც ხრიოკი მიწის და პოეზიის მეტი არაფერი ებადა, ამ ხალხმა დაგამარცხა, არ დაგითმო თავისი მიწის […]
  • რა არის სწორფრობა?! – ლელა გაბური თუ, რა არის სწორფრობა ეს  წინა სტატიაშიც განვიხილეთ, ამჯერად გაგაცნობთ ლელა  გაბურის  წიგნს - "რა არის სწორფრობა?!" ვფიქრობ  არასწორი იქნებოდა დამეწერა, ამ წიგნის მოკლე შინაარსი, ამიტომ გირჩევთ მთლიანი […]
  • სწორფრობა ხევსურეთში სწორფრობა ხევსურეთში გავრცელებული წესია, რომელსაც ძმობილობასაც უწოდებენ. როდესაც ქალ-ვაჟნი ასაკში ჩადგებიან, ირჩევენ თავიანთ სწორფერს. არჩევანი პირად მოწონებაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული. თუ ქალ-ვაჟს […]
  • ათენგენობა ათენგენობა ეს არის ქრისტიანული დღესასწაული, რომლის ისტორია III-IV საუკუნეებიდან მოდის. ის დაკავშირებულია წამებული ბერძენი მღვდელმოძღვრის ათენეგე (ათინოგენ) სებასტიელის მსახელთან.ათენგენობა ფართოდ ყოფილა […]
  • ქორწილი ხევსურეთში სარძლოს შერჩევას და დანიშვნას დიდი ყურადღება ექცეოდა და ამიტომ ქალ-ვაჟის ჯიშიანობას თუ უჯიშობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლეოდა.ჯიშიან გვარად ითვლებოდა ფიზიკურად ჯანსაღი და გმირული წარსულის […]