ხევსურების მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტისადმი, რომელიც 70 წლის დაგვიანებით მიუვიდა ადრესატს

“ამირიკის დიდს მთავრობას,ხევსურეთის წარმომადგენლობის  თხოვა: ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს, ბალშოვიკებით.გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან,მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ. მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ, თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რომ მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში ოართ ჩვენ

მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები

გიგა ლიქოკელი

ვ.გორგილაშვილი

24/VI/36წ”

ვრცლად

პ.ს. ეს დოკუმენტი შარშან პირველად გამოიფინა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მოამბის მიერ.

fandurat qali

ukenaxoeli var.dgesdgeobit chemi sofelia tianeti.vcxovrob tbilisshi.vmushaob jurnal”axalgazrdobashi”