ხევსურების ისტორია

ზურაბ არაგვის ერისთავზე წერს ბესიკ ხარანაული: 
„ერთში კი ბედი აღმოგაჩნდა, როცა ისეთ ხალხს გადაეკიდე, რომლებსაც ხრიოკი მიწის და პოეზიის მეტი არაფერი ებადა, ამ ხალხმა დაგამარცხა, არ დაგითმო თავისი მიწის ერთ სევდამც მაგხვდების, ზურაბო, დაგლევდამც სისხლის წყალია…“
ხევსურები უძველესი დროიდან ქართლის მეფეებისგან გათავისუფლებული იყვნენ ყოველგვარი ბეგარისგან და მათ ერთ-ერთ მოვალეობას შეადგენდა სახელმწიფოს ჩრდილოეთ საზღვრის დაცვა და სამეფო ლაშქარში გასვლა. მებრძოლი ბუ- ნების ხევსურებს ქვეყნის მთიანი მხარე ეჭირათ, მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას, იცავდნენ ჩრდილოეთ მტკაველიც, შეგიძულა და უკვდავგყო. საზღვარს და ომიანობის ჟამს კარგად შეიარაღებული ჯარი გამოჰყავდათ. მათ მუდმივად სამამაცო საქმეებზე და ბრძოლაზე ეჭირათ თვალი, ოღონდ კი ომიანობის ხმისთვის ყური მოეკრათ, მიწას თავს მაინებებდნენ და იარაღს აიღებდნენ ხელში. შინაური თუ გარეშე მტრისგან მუდმივი საფრთხე, თავმომწონეობა, საზღვრის სიახლოვე ხევსურებს აიძულებდათ უფრო ბეჯითად ეზრუნათ საბრძოლო მზადყოფნაზე ვიდრე მეურნეობაზე. მათთვის განუყრელი იყო ფარ-ხმალი, ნებისმიერ სიტუაციაში მზად იყვნენ სალაშქროდ. ხევსურისთვის მიუღებელი იყო ყველაფერი რაც იარაღს, ომს, ნადირობას არ ეხებოდა. ასე რომ არ ყოფილიყო ხევსური სიცოცხლეს სიცოცხლედ არ მიიჩნევდა. პირადი იარაღი, ვაჟკაცობა, მეგობრობა და თავისუფლების სიყვარული იყო ლაზათი მისი არსებობისა, მისი პოეზია, ლხინი და ვნება. თავად ხევსურთა საცხოვრებელიც ძველ დროს კარგად განლაგებულ ციხე-კოშკებს წარმოადგენდა. თვით ეთნონიმი-ხევსური და ტოპონიმი-ხევსურეთი წერილობით წყაროებში მხოლოდ მე-15 საუკუნიდან გვხვდება. ხევსურეთი ადრე შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ისტორიული ფხოვის შემადგენლობაში შედიოდა. ფხოვი წარმოადგენდა ქართველი (დღევანდელი ხევსურები, ფშავლები და თუშები), ვეინახური და დაღესტნური მთიელი ტომების გაერთიანებას. ამ გაერთიანებაში მთავარ ძალას, როგორც ჩანს ხევსურები წარმოადგენდნენ. თვით გაერთიანების სახელი – „ფხოვი“, ხევსურების ქისტური სახელწოდებიდან უნდა მომდინარეობდეს. ქისტები (ინგუშები) დღესაც, მხოლოდ, ხევსურებს უწოდებენ „ფხია“-ს ანდა „ფხიე“-ს. როდესაც რომაელმა სარდალმა პომპეუსი (ძვ.წ. I ს) მცხეთა გამოიარა და ჯარით არაგვის ხეობაში შევიდა, ფხოველების (ხევსურები და ფშავლები) მცირე რაზმმა მათ გზა შეუკრა. პომპეუსს გაუკვირდა მათი გამბედაობა, მიიწვია თავისთან, გამოჰკითხა ვინაობა, ვინ ხართ, მეფე გყავთ თუ არაო. ფხოველებმა უპასუხეს, რომ თვით მეფისგან არიან ისინი დაყენებული მეფის კარის მცველად. როგორ იომებდით რომ მომესია ჩემი ჯარი თქვენთვისო? – ჰკითხავდა პომპეუსი. მაშინ ფხოველებმა ამოიღეს მახვილები, იფარეს ფარები და აჩვენეს სანახაობა. პომპეუსი გაკვირვებული დარჩა მათი საომარი აღჭურვილობით, ოსტატობით, იარაღის ხმარებით. მან დაასაჩუქრა გაბედული მთიელები, თავისუფლება აღუთქვა და გაისტუმრა მშვიდობით. ფხოვის, ამ ისტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის არსებობის შესახებ საუბარია „მოქცევაი ქართლისაი-“ში. საქართველოს განმანათლებელმა წმ. ნინომ ქართლის სამეფო კარის მოქცევის შემდეგ (337 წ.), მეფე მირიანის თხოვნით, ქრისტეს რჯული უქადაგა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთიში მცხოვრებ მოსახლეობას. დასახელებულ ტომებს შორის მოხსენებულნი არიან ფხოველნი. ფხოვი ადრე შუა საუკუნეებში ემორჩილებოდა ქართლის სამეფო კარს და მის დომენს წარმოადგენდა. მე-11 საუკუნის დასაწყისიდან ის უკვე კახეთის საქორეპისკოპოსოს შემადგენლობაშია. ქართულ წერილობით წყაროებში ფხოვის ხსენება აღარ გვხვდება 1213 წლის შემდეგ. ამ დროს ფხოვი აუჯანყდა საქართველოს სამეფო კარს, რისთვისაც სათანადოდ დასაჯეს ამ კუთხის მოსახლეობა. სამწუხაროდ ქართული ისტორიოგრაფიისათვის დრემდე არაფერია ცნობილი ფხოველთა აჯანყების ნამდვილი მიზეზების შესახებ. ასევე გაუგებარია რატომ ქრება ისტორიიდან ფხოვის და ფხოველთა ხსენება. მე-15 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფხოვის ტერიტორიაზე ხევსურები და ფშავლები მოიხსენიებიან. ფშავ-ხევსურეთი გვიან შუა საუკუნეებშიც მხოლოდ კახეთის სამეფო კარს მორჩილებდა და მის სახასოს წარმოადგენდა. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხევსურეთის მოსახლეობისა და სამეფო ოჯახის ურთიერთობას, ვინაიდან ეს კუთხე მუდამ დარაჯობდა ჩრდილოეთის საზღვარს, საიდანაც კახეთის სამეფოსა და მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს მუდმივად ემუქრებოდა მტრის საფრთხე. საქართველოს მეფეებს ჰყავდათ ხევსურებისაგან შემდგარი ამალა. ისინი მეფის ლაშქარში საკუთარი, გუდანის ჯვრის სალაშქრო დროშით გადიოდნენ, მეწინავე გვარდიას შეადგენდნენ. ბრძოლის დასრულების შემდეგ ხევსურებს ჰქონდათ ნება ნადავლიდან საუკეთესო იარაღი აერჩიათ. მათ ხელისუფლებისგან ბარში ბოძებული მამულები, სიგელები და სხვა რიგის ჯილდოები ნაკლებად იზიდავდა, მათ იარაღი და მთაში თავისუფლება უფრო აინტერესებდათ. ხევსურეთი და ხევსურები მეფის გარდა არავის მორჩილებდნენ. მე-17 საუკუნის დასაწყისში (1618-1629), არაგვის საერისთავოს გაძლიერებული ფეოდალური სახლი, მამა-შვილი ნუგზარ და ზურაბ ერსთავები შეეცადნენ მთის სხვა კუთხეებთან ერთად ხევსურეთიც დაეპყროთ და თავის მოხარკედ ექციათ. ხევსურებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს თავგასულ ფეოდალებს და სასტიკი მარცხი აგემეს. სხვათა შორის, კახეთის მეფე თეიმურაზ I ზურაბ არაგვის ერისთავს, მის მოკვლამდე, ფშავ–ხევსურეთში ლაშქრობასაც ახსენებდა და სახასო საკუთრების მიტაცების მცდელობისათვის ადანაშასაუკუნეების განმავლობაში ხევსურები მამაცურად ებრძოდნენ ირანელებს, ბიზანტიელებს, ხვარაზმელებს, მონღოლებს, ხაზარებს, არაბებს, ოსმალებს და სხვა დამპყრობლებს. საკმარისი იყო მტერი არაგვის ხეობაში გამოჩენილიყო, რომ თავისუფლების მოყვარე მთიელები თავს ესხმოდნენ და მუსრს მტრის ბანაკში მყოფი გაღმა მხრისანი იხსენებენ: „ხევსურები ფეხზე მდგომები გვესროდნენ და თანაც გაუმცდარად, დაჭრილებს მეორედ აღარ ურტყამდნენ, პირიქით, ადგომაში ხევსურები განსაკუთრებით დაუახლოვდნენ ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე II-ს. მეფეს თავის ამალაში მუდმივად თან ახლდა ხევსურთა შვიდკაციანი რაზმი. ხევსურები მონაწილეობდნენ ერეკლე მეფის მიერ გადახდილ ყველა ბრძოლაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1795 წ-ს კრწანისის ომში ხევსურთა მონაწილეობა. 300-მა არაგველმა ფიცი დადო, რომ უკან არ დაიხევდნენ და სპარსელთა 35 000-იან ჯარს შეებრძოლნენ. მართლაც ბრძოლის ველიდან არც ერთი არ გასულა და ყველანი გმირულად დაიხოცნენ. 300 თავდადებული არაგველის სახელს ატარებს ქ. თბილისის ერთ-ერთი მეტროპოლიტენის სადგური. დედაქალაქში მათი ხსოვნის მემორიალია აშენებული, ხოლო ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა. საქართველოში ცარისტული რუსეთის შემოსვლის შემდეგ ხევსურები არ შეეგუენ კოლონიზატორულ პოლიტიკას და ორი დიდი აჯანყება მოაწყვეს 1813 და 1923 წლებში. ამ აჯანყებებს ალექსანდრე ბატონიშვილი და ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდნენ. რუსეთის არმიამ ხევსურები დაამარცხა, დაანგრია და გადაწვა ციხე-კოშკები და სოფლები.

ეს საინტერესოა

  • “ფხოვის” ფშავად და ხევსურეთად გაყოფა ცნობილია, რომ ადრეულ და განვითარებულ შუა საუკუნეების ხანებში დღევანდელი ფშავისა და ხევსურეთის ადგილას ფხოვის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე არსებობდა. როგორც ფშავი, ისე ხევსურეთი, წყაროებში XV საუკუნიდან […]
  • ფხოვის საზღვრები ძველი ფხოვი, სავარაუდოა, რომ დღევანდელთან (ფშავ-ხევსურეთი) შედარებით უფრო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა. მის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოსაზღვრე ცალკეული თემებიც. ისტორიკოსთა ცნობით, გუდამაყრის ხეობის […]
  • ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან […]
  • სარწმუნოება ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ […]
  • პოეზია ხევსურეთი ხალხური ლექსის სამშობლოა. ხევსურულ პოეზიაში ასახულია ადგილობრივთა ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი სფერო. უძველესი კუთხის ისტორიული წარსული მის ძირაქ, ძარღვიან ლექსებშია გადმოცემული. ესაა მართალი […]
  • ხევსურეთის მდებარეობა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები ფშავ-ხევსურეთში ხალხურ მედიცინის განვითარებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ეს რეგიონი მოწყვეტილი იყო ბარისაგან, შეუძლებელი იყო აქ სხვადასხვა დანიშნულების წამლების შეტანა. ამის გამო, ადგილობრივი […]
  • მიგრაცია ისტორიის განმავლობაში ხევსურებს არაერთხელ მოუწიათ გადასახლება. ჯერ კიდევ IV საუკუნეში, როდესაც წმ. ნინომ ქართლის სამეფოს წარმომადგენლები გაგზავნა იმისთვის, რომ წარმართული მოსახლეობა მოექციათ ქრისტიანულ […]