ხახმატის-ჯვარი

ხახმატის ჯვარიც ხევსურეთში ძლიერ ხატად ითვლება და მასაც წმ.გიორგიობით ლოცულობენ.ხახმატის-ჯვარი უფრო ქალების მფარველ ღვათაებად არის მიჩნეული,მას ქალები შვილიერობასა და ვაჟიანობას შესთხოვენ.ამ მიზნით ქალები მას მწევრის საფლავზე ციკანს სწირავენ.ხახმატ-ჯვარის ერთი მწევარი ჰყოლია და ციკანი მას მოუნდებაო.მშობიარე ქალი მშობიარე ქალი ხახმატის ჯვარს ევედრება მშვიდობიან მოლოგინებას და მის დობილებს აშექალს,მზექალს და სამძიმარს სადობილო კვერებს უცხობს.

ხახმატის-ჯვარი აგრეთვე ითვლება საქონლის მფარველს ღვთაებად,რომელსაც ქალები ძროხების გამრავლებას ეხვეწებიან და მას ახლად მოგებული დეკეულების კარაქის ნათავარს საწირში მიართმევენ.

ხევსურების თქმით ხახმატის-ჯვარი საქონელს იცავს ქურდისა და მავნე ნადირისგან.თუ არა ხახმატის-ჯვარის ნებით,ქურდი საქონელს ვერ მოიპარავსო,ამიტომ ქისტებიც თურმე ლოცულობენ ხახმატის-ჯვარს,რომ ხევსურეთის ამ ხატმა მათ ხელი მოუმართოს საქონლის ქურდობაში.

ხალხური თქმულებით ერთხელ ხევსურეთის საქონელი ეშმაკებს გაურეკიათ;ამაზე ხატის ყმები შეწუხებულან და ხახმატისათვის შველა უთხოვიათ.ხახმატის ჯვარს მაშინვე თავის მწევარი დაუდევნებია,ეშმაკებისათვის საქონელი წაურთმევია და ამ მწევარისათვის ჩაუბარებია საქონლის მეთვალყურეობა.ამ მწევრის ნიშიც ხახმატის ჯვარშია მოთავსებული.

ვინც ხახმატის-ჯვარს ცხენების მომრავლებას შესთხოვს,მან ხატში ს ა რ ე მ ა ო ბატკანი ან ციკანი უნდა დაკლას.

ერთი სიტყვით ხახმატის–ჯვარი ქალებისა და საქონლის მფარველია და,როცა დაიცი გაგიჟდება ალოცებენ და შველას შესთხოვენ.ხალხის რწმენით,ვისაც ხახმატის-ჯვარი სწყალობს,მის საქონელს საქონლის ქურდი და ნადირი ვერ გაეკარება,ამ უკანასკნელთ ხატი მაშინვე დააბრმავებს.

ამიტომ მგზავრობის დროს ხევსურებს ხახმატის მ ო ს ა ნ თ ო,სამი ხავიწიანი კვერი და სანთელი მიაქვსდა,სადაც დაუღამდება,იქვე დადგება,სანთელს აანთებს დაიტყვის:“ხახმატის-ჯვარო,ხელო სამძიმარო,გვიშველე და დაგვიფარე!“კვერებს იქვე შეჭამს.ამის შემდეგ მგზავრი ხევსური დარწმუნებულია,რომ ხახმატის-ჯვარის შიშით მას ქურდი და მავნე ნადირი ახლოს ვერ მიეკარება.

სერგი მაკალათია “ხევსურეთი”

ეს საინტერესოა

  • სარწმუნოება ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ […]
  • ტალავარი (ტანსაცმელი) ტანსაცმელს ხევსურები „ტალავარს“ უწოდებენ. ტალავარი შინნაქსოვი შალისგან („ტოლისგან“) იკერება. „ტოლს“ ამზადებენ ქალები. სატალავრე ქსოვილი სქელი, მძიმე და მოუხეშავია. სამაგიეროდ, გამძლეა და დიდხანს […]
  • ფშავ-ხევსურეთის ფაუნა არის ერთი ფრინველი, რომლის ხმა მუდმივად ისმის ფშავის და ხევსურეთის, ისევე, როგორც მთელი კავკასიონის ყველაზე მაღალ უღელტეხილებზე და მწვერვალებზეც კი. ეს კავკასიური შურთხია (Caucasian Snowcock) – საკმაოდ დიდი […]
  • ციხე-კოშკები მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ […]
  • ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან […]
  • ქორწილი ხევსურეთში არსებობდა აკვანში დანიშვნის (დაწინდვის) ტრადიცია. ეს ხდებოდა ცალკეული პიროვნებებისა თუ გვარების ურთიერთდაახლოების სურვილით. მსგავსი წესი, ასევე, დადასტურებულია მთელ კავკასიაში და საქართველოს […]
  • ხევსურების ისტორია ზურაბ არაგვის ერისთავზე წერს ბესიკ ხარანაული:  „ერთში კი ბედი აღმოგაჩნდა, როცა ისეთ ხალხს გადაეკიდე, რომლებსაც ხრიოკი მიწის და პოეზიის მეტი არაფერი ებადა, ამ ხალხმა დაგამარცხა, არ დაგითმო თავისი მიწის […]
  • ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები ფშავ-ხევსურეთში ხალხურ მედიცინის განვითარებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ეს რეგიონი მოწყვეტილი იყო ბარისაგან, შეუძლებელი იყო აქ სხვადასხვა დანიშნულების წამლების შეტანა. ამის გამო, ადგილობრივი […]

4 thoughts on “ხახმატის-ჯვარი

  • 23/08/2013 at 15:33
    Permalink

    იქნებ ამიხსნას ვინმემ რას ნიშნავს სიტყვა ხახმატი. მეც ვარ მიბარებული თუმცა ბევრი რამ არ ვიცი. მახსოვს ცხვარიც კი გამატყავებინეს ერთხელ. 17 წელია საბერძნეთში ვცხოვრობ და მას მერე რაც გავეცანი ბერძნულ ენას ცოტა არ იყოს მაოცებს ხევსურეთის სალოცავებთან დაკავშირებული სიტყვები. სიტყვა მატი (ბერძნულად Μάτι) ნიშნავს თვალს. მაგ ხატში გათვალულებიც მიყავდათ თვალის მოსახსნელად თუ არ ვცდები. სიტყვა ათენგენობა ბერძნულად რომ ვთარგმნოთ მივიღებთ ათინას დაბადებას. ათენა ბერძნების ღმერთი იყო და გენა კი დაბადებას ნიშნავს (Αθήνα γέννα).საინტერესოა ასეთი დამთხვევები. ომალოს მთა აქაც არის კრიტზე. და ა.შ

    • 20/01/2014 at 11:03
      Permalink

      კრერტას კულტურაში ქართველების დიდი წვლილია. იკითხეთ სანიკიძის დედა-ისტორია.

  • 27/06/2014 at 19:25
    Permalink

    ადმინ მინდა რომ რამე ფილაურებზეც დადო მე ფილაური ვარ და ხევსური რაც ჩემთვის ზალიან საამაყოააა

  • 30/04/2015 at 17:08
    Permalink

    მაგარია

Comments are closed.