“ხატის მსახურნი”

ხევსურეთში ხუცესი ორგვარია, სულის ხუცი და ხატის ხუცი.სულის ხუცესის მოვალეობას შეადგენს მიცვალებულის წესის რიგის შესრულება,ტაბლების კურთხევა,სულის წყაროს დალოცვა და სხვა.ეს არ შეუძლია ხატის ხუცესს,რომელსაც ეკრძალება მიცვალებულის ოჯახში შესვლა,რადგან ხევსურები ფიქრობენ რომ მიცვალებული უწმინდურია და ხატი დაგვმიზეზავსო.ამიტომ ხატის ხუცესს ევალება მხოლოდ ხატის სამსახური და მისი წესების უმწიკვლო შესრულება,ის ხატში ხალხს ამწყალობლებს,საკლავებს ხოცავს ,საღვთოს იხდის და სხვა.
ხატის საქმე ხუცს ეკითხება და მას აქ დიდი გავლენა აქვს,ხატობას წესრიგს ხუცი იცავს:ვინც მშვიდობიანობას დაარღვევს,მას ხუცი აჯურუმებს და ამაში საკლავს ან ფულს ახდევინებს.
ხატის დროშის გამოტანა მხოლოდ ხუცს შეუძლია.ხუცივე დაკლავს სასოფლო საკლავს და სოფელს დაამწყალობლებს.ავისა და ცუდის ჩამდენს,ქურდსა და თემის მოღალატეს ხუცი დაარისხებს,თასით ლუდს დააღვრის დაიწყევლება..ხუცს თემში საზოგადოებრივი გავლენა აქვს,მის რჩევა დარიგებას ხატის ყმისათვის სავალდებულო ხასიათი ეძლევა.ხუცს ცუდსა დასაწყენს ვერავინ შეჰკადრებს:მას მუდამ სუფრის თავში სვამენ.
ამასთანავე,ხუცმა უნდა იწმინდოს,ხატის დარბაზი და საკულტო ნივთებიც წმინდად დაიცვას,რათა ხატმა თემი არ დაამიზეზოს.ამიტომ ხატობის წინ ექვსი კვირა ხუცი წმინდობს და მარხულობს.ამ დროს ის დიაცს არ ეკარება,მებოსლე ქალთანაც არ გაივლის და მას არც დაელაპარეკება.თუ წმინდობის დროს ხუცს ძილში ცოლი ან ვინმე სხვა ქალი დაესიზმრება,მაშინ რაც არ უნდა ცივი ზამთარი იყოს,მან მდინარე წყალში უნდა იბანაოს.ყოველდღე ხუცი ხელპირს იბანს და ისე წმინდანობს,დიდ ხატობას კი მან მთელი ტანი უნდა დაიბანოს.
ხუცობა ხატის არჩევანზეა დამოკიდებული და იგი მემკვიდრეობით არა გადადის,.ერთხელ არჩეული ხუცესი ამ თანამდებობაზე ბერდება და თუ ხატი აირჩევს მის შვილს შეუძლია ხუცობის მიღება.ხუცს ხევსურეთში გასამრჯელო არ ეძლევა,ის მხოლოდ საკლავის ფეშხოსა და ტყავს იღებს.
დღეს ხევსურეთში ხატის მთავარ მსახურს ხუცესს უწოდებენ და დეკანოხს აქ იშვიათად თუ ახსენებენ.მაგრამ ხუცესებს შორისაც არსებობს განსხვავება.სახატო საქმეებს ხატის ხუცესი ასრულებს,მიცვალებულის საქმეებს კი სულის ხუცესი.
ხუცესის თანაშემწე დასტურია,რომელიც ხატის კაცად ითვლება და კიდეც უნდა იწმინდოს.დასტურს გვარში შემავალი მეკომურები მორიგეობით ირჩევენ.დასტური ჩვეულებრივორი კაცია და მათ ყოველ ახალ წელიწადს ირჩევენ.დასტურებს ევალებათ ხატში ერთი წლის სამსახური.დასტური ხატის მზარეულია,ხატში ის ლუდს ხარშავს და პურებს აცხობს.დასტურობა ხატის ყმისათვის სავალდებულო სამახურია და ამაზე უარის თქმა არავის შეუძლია.ხატობის წინ დასტური ჩანჩხისგან ქერს იღებს და ლუდის მოხარშვის თადარიგს შეუდგება.კომლზე კაცი მას წყალს უზიდავს,ლუდისთვის სვე კი თვითონ უნდა მოიტანოს.
დასტურები ირჩევენ ჩანჩხს ან შულტას.მათი არჩევანიც მეკომურთაშორის რიგით ხდება,მხოლოდ ობლები თავისუფლდებიან.ჩანჩხი ხატში ორი ან სამია ხატობის დროს დასტურებს ლუდის მოხარშვაში შველიან .ჩანჩხებს ევალებათ ხატის მამულის დამუშავება და ჭირნახულის დაბინავება.ამ მუშაობაში მატ სოფელიც ეხმარება.ხატის ყანის მოსახნავად შაბათ დღეს მთელი სოფელი გამოდის.მოხნული მიწა შემდეგ ჩანჩხმა უნდა დათესოს.
ჩანჩხს ხატის კარზე ყველაზე დაბალი ადგილი უჭირავს.მას არ შეუძლია ხატის დარბაზსი შევიდეს ან ხატის დროშა მიეკაროს.

ხატის მსახურთა რიცხვს მიეკუთვენბა აგრეთვე მედროშე,მეგანძური და ხატის დიასახლისი.

მედროშეს ევალება ხატის დროშის ტარება და თვალყურის გდება:სადაც ჯვარიონნი წავლენ,მათ წინ მხარზე დროშით მედროშე მიუძღვის.

მეგანძურს აბარიახატის განძი:ვერცხლის თასები,სახუცო კოჭობები,ხატის შარნები,სამკაულები,ჯვრები და სხვა.მეგანძური ვალდებულია დარბაზის ჭურჭელი წმინდად შეინახოს და საიმედო ადგილას დაიცვას.

დიასახლისს დასტური ირჩევს თავის ნათესავებში.დიასახლისი ხანშიშესული და უთვიურო დედაკაცი უნდა იყვეს,მას ევალება ხატში სეფე-კვერის გამოცხობა.ხატობის წინ დიასახლისისუფთავდება და იცვამს ახალ ტალავარს;მას ხატში დასტური წაიყვანს.დიასახლისს წინ დასტური გაუძღვება;გზაში ხატის ნიშთან შეჩერდებაიან,იქ სანთელს აანთებენ დაილოცებიან.დიასახლისი გუდიდან ამოირებს სამ პატარა კვერს-მოსანტო ბოჭოლებს და იქვე ყორეზედასდებს.შემდეგ,ხატის დარბაზის კართან მისვლისას,ასევე გაიმეორებენ და ბოჭოლებსაც იქვე,დარბაზის ზრრუბლზე დასდებენ.ბოლოს დასტური დიასახლისს სადიასახლისოში შეიყვანს.
სადიასახლისო ხევსურეთში მხოლო ახიელსა და გუდანშია.ამას გარდა ,ხატში არიან ხელოსნები და მაწმიდარნი.რომლებიც ხატიდ მსახურთ შველიან:ეზიდებიან შეშას,წყალს.და სხვა.ისინი აგრეთვე ვალდებულები არიან,ხატს ყოველ წელიწადს საკლავი მიართვან.

წყარო-სერგი მაკალათია “ხევსურეთი”

ეს საინტერესოა

  • გუდანი ძველი ანდრეზებით, ‘’ხევსურეთის’’ დასახლების უპირველეს კერად სოფელი გუდანი მიიჩნევა. ‘’თავდაპირველ ხევსურულ გვარებს ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური წარმოადგენდა’’, დანარჩენი გვარები კი შედგებიან სხვადასხვა […]
  • ფშავ-ხევსურეთი ფშავ-ხევსურეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ფშავ-ხევსურეთი მკაფიოდ არის შემოსაზღვრული მაღალმთიანი ქედებით. […]
  • საოჯახო სასტუმრო “კორშა” სოფელი კორშა, ხევსურეთი მასპინძელი: მამუკა არაბული;  599 741 199 ელ. ფოსტა: korshaltd@gmail.com www.facebook.com/Korsha.Guesthouse საწოლი – 25 7 ნომერი. ( 2 ადგილიანი და 3 ადგილიანი) ერთი ღამე […]
  • ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან და ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არ ვართ სანამ სრუა […]
  • მკვდრის კულტი ხევსურეთში დიდი ტრაგედია იყო ხევსურთათვის ნებისმიერი პიროვნების გარდაცვალება, რადგან სოფლისთვის თითოეული ხევსურის სიკვდილი მეომრის სიკვდილი იყო. რაც გინდა ბეჩავი ყოფილიყო იგი, სახელიანი ვაჟკაცის დარად, უებრო გმირის […]
  • უფრის თვალი ხევსურების წარმოდგენით ავთვალს შეუძლია ადამიანისა და საქონლის დაზარალება. ისინი დიდ ხუთშაბათს პურს არ ჭამდნენ. ქალები წყალს უმძრახად მოიტანდენ და ცეცხლის პირას დადგამდნენ. შემდეგ კერიიდან ნაკვერჩხალს […]
  • ტალავარი (ტანსაცმელი) ტანსაცმელს ხევსურები „ტალავარს“ უწოდებენ. ტალავარი შინნაქსოვი შალისგან („ტოლისგან“) იკერება. „ტოლს“ ამზადებენ ქალები. სატალავრე ქსოვილი სქელი, მძიმე და მოუხეშავია. სამაგიეროდ, გამძლეა და დიდხანს […]
  • ქორწილი ხევსურეთში არსებობდა აკვანში დანიშვნის (დაწინდვის) ტრადიცია. ეს ხდებოდა ცალკეული პიროვნებებისა თუ გვარების ურთიერთდაახლოების სურვილით. მსგავსი წესი, ასევე, დადასტურებულია მთელ კავკასიაში და საქართველოს […]