ხალხური მედიცინა

ხშირი შუღლი, ტყვიით თუ ცივი იარაღით დაჭრა და არცთუ იშვიათი ფიზიკური ტრავმა კარნახობდა ხევსურებს, დაუფლებოდნენ მკურნალობის ელემენტარულ მეთოდებს და მოერჩინათ ავადმყოფი. ადგილობრივი „აქიმნი“ ითვისებდნენ და ინახავდნენ მკურნალობის საიდუმლოებებს, ეცნობოდნენ წინამორბედთა თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას და გადასცემდნენ მემკვიდრეებს, მომავალ თაობებს. მკურნალობაში იყენებნდენ „საშინაო“ საშუალებებს: თაფლს, სანთელს, მცენარეებს, ფრინველთა და ცხოველთა სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, შარდს, ქვებს… გაუტკივარებისთვის („ანესთეზიისთვის“) მიმართავდნენ მწარე არაყს, ე.წ. „წინწანაქარს“. არყის დოზირებით სხვადასხვა წამალი მზადდებოდა. საგანგებოდ არის აღსანიშნავი ხევსური დასტაქრების მიერ ჩატარებული თავის ქალის ტრეპანაციები. ურთულესი ოპერაციები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, წარმატებით ტარდებოდა და პაციენტი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც იბრუნებდა დაკარგულ ჯანმრთელობას. ტრეპანაცია კეთდებოდა სახლში დამზადებული პრიმიტიული იარაღის გამოყენებით. ხევსურეთის ახლო წარსულიდან ცნობილია რამდენიმე დიდად წარმატებული და ავტორიტეტული დასტაქრის ვინაობა: მგელიკა ლიქოკელი, ალეკა ოჩიაური, გუგუა ჭინჭარაული, ბეწინა არაბული, ბაძია ჭინჭარაული.

ეს საინტერესოა

  • ხევსური აქიმ-მკურნალნი ხევსურთა წარმოდგენით ავადმყოფობას იწვევდნენ ღვთაებანი, დობილნი და ა.შ. და მკურნალობაც ძირითადად მაგიასთან და სარწმუნოებასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ტრადიციული ჭრა-ჭრილობა და ფიზიკური ტრავმები ხევსურებს […]
  • დიპლომატია ხევსურეთში სამართლებრივ საკითხებს ადგილობრივი რჯულ-სამართალი წყვეტდა და აგვარებდა. კუთხის „მაცოდარი“ რჩეული მამაკაცების საბჭო განიხილავდა სადავო, „საარდარაო“ საქმეებს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში […]
  • ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები ფშავ-ხევსურეთში ხალხურ მედიცინის განვითარებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ეს რეგიონი მოწყვეტილი იყო ბარისაგან, შეუძლებელი იყო აქ სხვადასხვა დანიშნულების წამლების შეტანა. ამის გამო, ადგილობრივი […]
  • მითოლოგია ხევსურული ზეპირსიტყვიერების ძეგლებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მითოლოგიურ ლექსებსა და გადმოცემებს, რომელთა გულისგულს ღვთის შვილთა ანუ ლოკალური ხასიათის დარგობრივ ღვთაებათა გაჩენისა და […]
  • ციხე-კოშკები მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ […]
  • ხევსური ხალხის მკურნალობა ხევსურეთში ხალხის მკურნალობას სათანადო ყურადღება ექცევა. 1925 წელს ბარისახოში აშენდა საავადმყოფოს მშვენიერი შენობა, სადაც ფშავ-ხევსურეთის საექიმო პუნქტია მოთავსებული. აქ მუშაობს ერთი ექიმი, რომელიც […]
  • ორი ხევსური (მხატვრული ფილმი) მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, სტუდია ”სანგუკო”. ფილმის თემაა დამოკიდებულება ტრადიციების მიმართ. ერთმანეთს ხვდებიან თავისუფალი ახალგაზრდა კაცი და ტრადიციების ერთგული უფროსი თაობის წარმომადგენელი. დაძაბული […]
  • სწორფრობა ხევსურეთში სწორფრობა ხევსურეთში გავრცელებული წესია, რომელსაც ძმობილობასაც უწოდებენ. როდესაც ქალ-ვაჟნი ასაკში ჩადგებიან, ირჩევენ თავიანთ სწორფერს. არჩევანი პირად მოწონებაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული. თუ ქალ-ვაჟს […]