წყალსიქითი

წყალსიქითის თემი როშკის წყლის ხეობაში მდებარეობს და სხვადასხვა გვარებით დასახლებულ რამდენიმე სოფელს აერთიანებს. უმთავრესი სოფლებია ქმოსტი, როშკა და ბლო, რომლებიც კიდევ ცალკეულ სოფელ-უბნებისგან შედგება.
როშკის გორზე ძველ დროს “დევებს” სამჭედლოები ჰქონიათ გამართული. როდესაც მაშარიდან მოსულმა ლომნიურისძემ როშკა საკარგყმოში აიღო, იგი უკვე გაუკაცრიელებული და ტყით დაფარული იყო.
“ხევიდან მოსულ” თურმანაულს დაუარსებია ქმოსტელ-როშკიონთა სათემო სალოცავი – დიდგორის ჯვარი.
ძველ დროში როშკაში მდგარან ჩურთაულები, კალაურები, სინდაურები… სხვადასხვა დროს როშკასა და ქმოსტ-ღელისვაკეს მდგარან სხვადასხვა წარმოშობის გვარებს ერთი გვარი მიუღიათ – წიკლაური (როშკივნებს) და ბურდული (ბურდვიაული) ან ველთაური (ქმოსტელ-ღელისვაკივნებს).
სოფელ ღელისვაკესთან ძველ დროს მდებარეობდა ფხოველთა უმთავრესი სალოცავი – “ხთისკარი”.
წყალსიქითის თემში შედის მეზობელ ხეობაში მდებარე სოფლები – ბლო და ხორნაულთა, რომლებსაც ცალკე სალოცავები აქვს. სოფ. ბლოს უძველესი გვარებიც, რომელნიც ”ოთხრქა, ოთხყურა ცხვარს”სწირავენ მსხვერპლად, რათა აბუდელაურის ტბიდან დატყვევებული იახსარი გამოიხსნან, ადგილიდან აყრილან (წითელაურნი, მაშვნიანნი, ციხელაურნი, კოკიტურისძენი… ).
წყალსიქითის ხეობის სათავეში აღმართულა “სინდაურისძის მაღალი” (ჭაუხების მასივი), რომლის ძირშიც მდებარეობს აბუდელაურის მშვენიერი ტბა.
წყალსიქითის თემის ნაწილი, ოხერხევის ჩათვლით, გუდანის ჯვრის საბეგრო იყო.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • საარაგვო “საარაგვოს” უწოდებენ ხევსურეთის არაგვის აუზის ტერიტორიებს ორწყლიდან ოხერხევამდე და მასში მოიაზრებენ ცალკეულ დამოუკიდებელ თემებს: “საგაღმოს” (მოწმაო, გველეთი, დათვისი), ლიქოკს და ბარისახოს, […]
  • ჯუთა და ართხმო როშკიდან საძელის უღელტეხილით ისტორიულ ხევში გადავდივართ. აქ, სნოს ხეობაში , ყოფილა სამთრეხლოს ტერიტორიაზე ორი ხევსურული სოფელი – ჯუთა და ართხმო მდებარეობს. (ერთხანს კარკუჩაშიც ხევსურები მდგარან, მაგრამ […]
  • “ნამდვილ პოეტს მხოლოდ სიკვდილმა უნდა წაართვას კალამი” პოეტი გიორგი გიგაური აღარ არის ცოცხალი. მიჭირს ამის თქმა,მიუხედავად იმისა,რომ ეს მოულოდნელი არ ყოფილა,მისი ავადმყოფიბისა და ასაკის გათვალისწინებით. თუმცა, მისი შემხედვარე ადამიანი სიბერეზე აღარასოდეს […]
  • ქეთელაურები ჩვენი წინაპარი თიანეთიდან მოსულა, ცხრაკარანიდან. თიანეთს ყიზილბაში რო მოსულა და ქვეყანა აუოხრებია, მაშინ ორი ძმა ყოფილა, ერთი კოჭლი და მეორე ფეხიანი. კოჭლი იქ დამრ- ჩალა, ფეხიანი კი მთაში გაქცეულა. […]
  • სამაგანძუროს ხევსურნი “ხევსურეთისა” და ცენტრალური გუდანის ჯვრის – “სახმთოს” ძლიერების გარანტს წარმოადგენდა სამი რიცხვმრავალი გვარი: ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური, რომელთაც მეორენაირად “გუდანის ჯვრის მაგანძურნი” (“სამაგანძურო”) […]
  • ღულელნი სოფელი ღული ხევსურეთის ცენტრსა და გზასაყარს წარმოადგენს. იგი საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მთელ ხევსურეთში და საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც უკავია; ღულის მთა, არაგვის ხეობა და ოხერხევის ნაწილი. […]
  • ფშავ-ხევსურეთი ფშავ-ხევსურეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ფშავ-ხევსურეთი მკაფიოდ არის შემოსაზღვრული მაღალმთიანი ქედებით. […]
  • ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან […]