წყალთ დალოცვა შატილში

ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო მადლი შენდა. აქ ნათქვამ მანდ მადიოდას, წეს იყვას მართებული, მკვდარს შანდობა მიუდიოდას. სადაც შენ ხარ (სახელი მიცვალებულისა), შენამც გერგების, გეხმარის ეს დადგმულ ტაბლაი, ეს წყალიც შაგინდნას, მაგახმარას ღმერთმ, უწყლოობითამც ნუ ღონდები. სწორ – ამხანიგთამც დაიწვევ წყალზედაც, ტაბლაზედაც. შაგინდნას, მაგახმარას ქრისტიანობის გამჩენ ღმერთმ.

შატილი. ჩალხია ჭინჭარაული, 84 წლის, 1943წ. ჩამწერი თ.ოჩიაური.

მომზადებულია ზურაბ კიკნაძის, ხვთისო მამსიმედიშვილის და ტრისტან მახაურის წიგნის ”ჯვარ-ხატთა სადიდებლები”-ს მიხედვით