ძველი ცნობები იბერიის მთიელების შესახებ

ბერძნულ წყაროებში გვხვდება ცნობები აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა შესახებ. მათში ფხოველნიც უნდა ვიგულისხმოთ. სტრაბონის მიხედვით, იბერიის მთიანეთი ხალხმრავალი და მჭიდროდ დასახლებული ყოფილა: “დაბლობზე ცხოვრობდნენ იბერთაგან უფრო მეტად მიწათმოქმედნი. ესენი მშვიდობიანად არიან განწყობილნი, არმენიელთა და მიდიელთა მსგავსად ეწყობიან (იმოსებიან, იჭურვებიან). უფრო დიდი ნაწილს, რომელიც მებრძოლი ბუნების არის, უჭირავს მთიანი მხარე და ცხოვრობს სკვითებისა და სარმატების ყაიდაზე, რომელთა მეზობლებიც და ნათესავებიც არიან, თუმცა ესწრაფვიან მიწათმოქმედებასაც და როდესაც ჩამოვარდა შფოთი, თავისი და მათი (ე.ი სკვითებისა და სარმატებისა) სახსრებით გამოხყავთ მრავალი ათასი (მებრძოლი).”
სკვითურ-სარმატულ ტომებში იგულისხმებიან ადიღურ-ჩეჩნურ-ლეზგური ტომები. შ. ძიძიგური მიხედვით, სარმატები (სინდ-ღლიღვა-ლეგალაბანელები) და ქართველთა წინაპრები მონათესავენი ყოფილან, რაც მტკიცდება ენობრივი ანალიზით და უძველესი ისტორიულ-გეოგრაფიული და ეთნოლოგიური მონაცემებით. თავდაპირველად მათ ერთი ენაც უნდა ჰქონოდათ და გარკვეულ ხანამდე კულტურაც საერთო ჰქონდათ.
1920-იან წლებში წიწამურში აღმოჩენილი იქნა სამარხი. სამარხში დაფლული იყო მეომარი, რომლის, საომარ იარაღებს შორის სკვითური ისრის წვერები იპოვებოდა. ამასთან ერთად, მიცვალებულის გვერდით ცხენის ჩონჩხი აღმოჩნდა. სამარხი მიჩნეული იქნა სკვითურ სამარხად. ხევსურეთში დღემდე შემორჩენილია მიცვალებულისთვის “ცხენის დალოცვის” ტრადიცია. ძველი დროიდან მომდინარე “სულის ცხენი” გარდაცვლილი მხედრისთვის დღეს უკვე ცხენის სიმბოლურ შეწირვად ქცეულა.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

2 thoughts on “ძველი ცნობები იბერიის მთიელების შესახებ

  • 26/08/2014 at 15:51
    Permalink

    რატომ მიგაჩნიათ რომ ქართველები გაცილებით დიდი ცივილიზაცია არაა ვიდრე მსოფლიოს მთელი ერთადაღებული კაცობრიობა და რატომ იქექებით მხოლოდ ჩვენი მტრების წყაროებში ბერძნების ცივილიზაცია 3000 წლის მეტისაც არ არის თუ არ გჯერათ ნება მიბოძებია ეგვიპტელებისა მაქსიმუმ 3 500 ქართველებისა 6 000 წლისაა დიდი ბერძნები წერდნენ რომ ჯერ წერდნენ მეწამული ზღვიდან კასპიის ზღვამდე კოლხეთის სამეფოაო ანუ საზღვარი და მერე წერენ(ისტორიკოსები) პელასგები (საბერძნეთის წინარე ხალხი) იყვნენ იგივე კოლხური წარმომავლობისანიო ანუ ტროას ომი არის პერიოდი როცა ბერძნებმა (ელინებმა) შეავიწროვეს ჩვენი წინაპრები ტროა ეს იყო ბოლო იბერიული სამეფო მისი დაცემის მერე ბერძნები ღრმად შემოიჭრნენ ანატოლიაში სადაც მიითვისეს კავკასიელთა კულტურა ასევე პელასგური პელასგური კულტურა არის დღევანდელი ბერძნული ეს კულტურა პელასგური არისო წერენ ბერძნები და გაზეთებში აქვეყნებენ ამას თუ არ გჯერათ საბერძნეთში წადით ეს იქნება პელასგური ანუ ბერძნული მითები თუ ღმერთები ასევე გმირები ორფეოსი აქილევსი მედეა აიეტი იაზონი და სხვა ავიღოთ პელასგების მრავალი ღმერთიდან ერთ-ერთი პრომეთე ანუ ამირანი იგი კავკასიის ქედზე გააკრა ზევსმა მასზე მითი და ძალიან ბევრი სხვა რამე ქართველებზე დიდი ცივილიზაცია მსოფლიოში არ არსებობს ამაზე ქართული ენაც მეტყველებს ჩვენ ვართ შუმერები ქართულ ენაზე მოსაუბრე შუმერების შთამომავალნი შუმერების ანბანი არის ჩვენი ასომთავრული აქეთ ჩვენ გვაქვს ცნობა ბერძნების წინაპრებზე იბერია არის უძველსი ცივილზიაცია ევროპის პირველი მკვიდრნი ბრიტანეთის სტოუნჯენჯის მედიდურება ამბობს ბრიტანელთა წინაპრები იყვნენ პიქტებიო პიქტები კი იბერიელტა განშტოება იყოვო ასევე ეტრუსკებიო ეტრუსკები იყვნენ პირველირომაელები და ბალკანეთის პირველი ხალხი ალბათ თქვენ ქართველები ჩამორცენილები გგონიათ წიგნების შემქმნელი ბიბლიოთეკების ამშენებლები მეცნიერები იმასაც კი ამბობენ მსჯელობენ ადამ-ევა ქართულად საუბრობდა თუ ქართულის დიალექტითო თქვენ კი კომუნისტების გაზეთებში იქექებით ჩვენზე დიდი ცივილიზაცია არ არსებობს ჩვენ პატარა ქვეყნის უდიადესი ისტორიით და წარსულით ვართ გაჟღენთილი

  • 20/10/2014 at 14:29
    Permalink

    ერთი მოცუცქნული წერტილი ან მძიმე მაინც დაგესვა სადმე,ჰაერი აღარ მეყო კითხვისას…

Comments are closed.