ჩირდილის ზენა ჯვრის დაარსება

ამ ადგილას ადრე ჩირდილელები ცხოვრობდნენ. ერთ მკითხავ ქალს, ფანცქალათ ოჯახიდან, უთქომ რომ ჯვარი სოფელ ადგილას საკლავის დაკვლას და სადობილოს გამართვას მოითხოვსო. ამ ქალს ლექსად უქადაგია: ას მარჯვენა ასი ცხრასა შარის ძირსა, შარის თავსა.
ხალხს მკითხავისათვის ყური არ უგდია. ხატს ხალხი დაუმიზეზებია, ავად გამხდარან. ახლა დათვისიდან მოსულა სხვა ქადაგი, რომელსაც ხალხისთვის ხატის მიზეზი აუხსნია: დათვიას ნაციხვარში თურმე სამი თასი დარჩენილა. თასებს დედა ხთიშობელი დაპატრონებია და იმ ადგილიდან ხალხის აყრას მოითხოვსო.
ხალხი აიყარა და დაბლა დასახლდა. ამის შემდეგ კიდევ დაუმიზეზებია ხატს ხალხი. კიდევ ჩასულან დაბლა და დასახლებულან შარის ძირს, როგორც ფანცქალათ მკითხავს ჰქონდა ნაქადაგარი.
ვინ იყო ეს დათვია, არავის ახსოვს. ის კი იცოდნენ, რომ მას აქ არაბულების ხიტალედან მოსვლამდე უცხოვრია. მისი ოჯახი ასე გამწყდრა: ერთ დღეს ხინკლიან ქვაბში გველი ჩავარდნილა და თორმეტი სული, ვინც კი ხინკალი შეჭამა, მოიწამლა და დაიხოცა. გადარჩა მხოლოდ აკვნის ბავშვი. ნატირალის მიხედვით გადარჩენილი ბავშვი ბუჩუკურელებს გაუზრდიათ.

მთხრ. აბიკა არაბული,
ჩამწ. მაია არაბული, ჩირდილი, 1982.
თსუფა 29963

მომზადებულია ზურაბ კიკნაძის წიგნის ”ანდრეზები”-ს მიხედვით


Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0