შემწყნარებლობა ხევსურისა

ხევსურები წარმართები იყვნენ და ქრისტიანულ შემწყნარებლობას მათი ცხოვრების წესი ვერ ეგუებოდა, რაზედაც ზოგჯერ სამეფო ხელისუფლებაც განგებ თვალს ხუჭავდა, რათა მათში მეომრული სული არ ჩაეკლა და გაჭირვების ჟამს მუდამ გვერდით ჰყოლოდა ეს “ომში მეტად გამოსადეგი ხალხი”. მაგრამ ამ ხალხის მტერთან თუ მოყვარესთან ურთიერთობაში რაღაც განგებით მოქმედებდა ჰუმანიზმის ის დაუწერელი კანონები, რომლებსაც ქადაგებდა ქრისტიანობა და მხოლოდ ჩვენს ეპოქაში ჩაუყარეს საფუძველი მსოფლიო სამშვიდობო ორგანიზაციებმა
მიუხედავად იმისა, რომ ხევსურები ცხოვრობდნენ პრინციპით – “სისხლი სისხლის წილ”, ყველაზე მეტა ეს “სისხლი” აკავებდათ და გაურბოდნენ, რადგან მათთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე დიდად ფასობდა. მათი ვაჟკაცური ბუნებისთვის სავალდებულო იყო, პატივი ეცა მოწინააღმდეგისთვის, შეეფასებინა მისი ავკარგიანობა, ბრძოლისას გაფრთხილებოდა მშვიდობიან მოსახლეობას, თავიდან აეცილებინა ზედმეტი მსხვერპლი, შეეწყნარებინა დამარცხებული (თუნდაც მომხვდური), ყოფილიყო მისი მკურნალი, ადამიანურად მოპყრობოდა ტყვეს. ამასთანავე, პატივი ეცა მტრის სარწმუნოებისთვის (სალოცავისთვის), რაც არასოდეს ყოფილა ხევსურებსა და მათ ჩრდილოელ მეზობლებს შორის მტრობის მიზეზი.  ორივე მხარის ურთიერთობას არეგულირებდა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, ვაჟკაცობის (“კაცის კაცობის”) კანონები, რომლის დაცვა სავალდებულო იყო თითოეულისთვის.
თავის დროზე ეს აღნიშნა ვაჟა-ფშაველამ, ხოლო ხალხურმა მთქმელმა გიორგი ჯაბუშანურმა დააგვირგვინა, როდესაც “ვეფხისა და მოყმის ბალადაში” მოყმის დედა შვილთან ერთად ვეფხსაც გლოვობს და ვეფხის დედას სამძმიმარს უთვლის.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

One thought on “შემწყნარებლობა ხევსურისა

  • 07/04/2011 at 12:18
    Permalink

    თქვენ გაიხარეთ ამ საიტის გაკეთებისათვის:)

Comments are closed.