შატილი

შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).

სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები – გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.

წყარო: ვიკიპედია

ეს საინტერესოა

  • მაღალმთის მდელოები ფშავ-ხევსურეთში მდელოების მრავალპეროვნება ძალიან მდიდარია და აერთიენებს მცენარეების 400 ზე მეტ სახეობას. სუბალპური მდელოები მოიცავს ზღვის დონიდან 1800-2500მ სიმაღლეებს. მანდ გავრცელებულ ფლორაშ როგორც […]
  • ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან […]
  • მთასიქითი მთასიქითის ხეობა საკმაოდ დიდია და დათვის ჯვრიდან ანატორამდე გრძელდება. მასში შედიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სოფლები - კისტან-ლებაისკარი, გურო-გიორწმინდა და შატილ-ანატორი. ამ სოფლებში უმეტესად პირაქეთა […]
  • ციხე-კოშკები მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ […]
  • გიორგი არაბული – ხევსური მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის, ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე, იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის, თორღვას ციხეში არწივის ბუდე. მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ, უღელტეხილის გრილი ვარ წყარო, გუროს […]
  • ფოტო კონკურსი ვისაც გიყვართ, გიმოგზაურიათ, ან ხართ ხევსური, გაქვთ გადაღებული საინტერესო ფოტოები, მაშინ გამოგვიგზავნეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/khevsureti.ge მესიჯებში. 3 სექტემბერს ღამის 00:00 საათზე […]
  • მითოლოგია ხევსურული ზეპირსიტყვიერების ძეგლებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მითოლოგიურ ლექსებსა და გადმოცემებს, რომელთა გულისგულს ღვთის შვილთა ანუ ლოკალური ხასიათის დარგობრივ ღვთაებათა გაჩენისა და […]
  • სამგლოვიარო რიტუალი ხევსურეთი საქართველოს ის უნიკალური კუთხეა, სადაც დღემდე შემორჩა მიცვალებულის კულტის ამსახველი ძველთაძველი წეს-ჩვეულებები და მაღალმხატვრული სამგლოვიარო პოეზია, ე.წ. ხმით ნატირლები. გარესამყაროსგან თვეობით […]

3 thoughts on “შატილი

  • 23/07/2012 at 17:27
    Permalink

    ძაან ლამაზია ხევსურეთი

  • 21/11/2013 at 19:45
    Permalink

    მინდა ღიმილებით ვითამაშოთ,
    არ იყოს არცერთი დღე სულერთი,
    გული საგულეში ვიდრე ბავშვობს,
    ერთად ვინახულოთ ხევსურეთი.
    ნამი მზის სხივებში არეკლილა,
    გრძნობებით სული რომ გაფერადდეს,
    კესანეს ცისფერი თვალებიდან
    დავიწყოთ სავალი გზა ღმერთამდე.
    შორს,
    მინდვრად,
    ბებერი მარტოხე დგას,
    თუმცა, იარებიც მორჩებიან,
    როცა ისტორია გადმოგვხედავს,
    ამაყადნაგები კოშკებიდან.
    აქ ხომ, წინაპრების საძვალეებს
    მთები ტკბილქართულად დამღერიან,
    (ქალაქში სუნთქვაც კი რა ძნელია)
    ვწერ,
    კიდევ სათქმელი რამდენია…
    წელზე ჩამოშლილი დალალები,
    ნაკადულივით რომ გაილაღებს,
    ფერდობს შატილისკენ დავადგებით,
    ცხენით ავუყვებით იალაღებს.

  • 21/11/2013 at 19:46
    Permalink

    მართლაც ძალიან ლამაზია ხევსურეთი

Comments are closed.