ღულელნი

სოფელი ღული ხევსურეთის ცენტრსა და გზასაყარს წარმოადგენს. იგი საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მთელ ხევსურეთში და საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც უკავია; ღულის მთა, არაგვის ხეობა და ოხერხევის ნაწილი. გადმოცემით, ‘’ქისტაური წარმომავლობის’’ ღულელნი (ქისტაურები) ამანათად მოსულან ქისტეთიდან და დაუკავებიათ ცენტრალური ადგილები ხევსურეთსა და ფშავში (სოფ. შუაფხო), რაც, ამანათობის თვალსაზრისით, შეუძლებელია.
ქისტაურნი არიან ფხოველთა ერთ – ერთი უმთავრესი სალოცავის, დევ – კერპთა მმუსვრელის – ‘’იახსრის’’ ყმანი. ღულელნი სამაგანძუროს ძმად შეყრილ გვარად ითვლება.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • კლიმატი ფშავ-ხევსურეთის კლიმატი მის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია. მდინარე ასას და არღუნის (ჩრდილო ანუ პირიქითი ხევსურეთი) ხეობების კლიმატი უფრო მკაცრია ვიდრე ფშავისა და პირაქეთი ხევსურეთის (არაგვის ხეობა). […]
  • ხევსურეთის მდებარეობა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • სოფელთა განსახლების ძირითადი ფაქტორები და სოციალური სტუქტურა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • ფხოველთა უმთავრესი სალოცავი ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა […]
  • სამაგანძუროს ხევსურნი “ხევსურეთისა” და ცენტრალური გუდანის ჯვრის – “სახმთოს” ძლიერების გარანტს წარმოადგენდა სამი რიცხვმრავალი გვარი: ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური, რომელთაც მეორენაირად “გუდანის ჯვრის მაგანძურნი” (“სამაგანძურო”) […]
  • საარაგვო “საარაგვოს” უწოდებენ ხევსურეთის არაგვის აუზის ტერიტორიებს ორწყლიდან ოხერხევამდე და მასში მოიაზრებენ ცალკეულ დამოუკიდებელ თემებს: “საგაღმოს” (მოწმაო, გველეთი, დათვისი), ლიქოკს და ბარისახოს, […]
  • ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან […]
  • წყალსიქითი წყალსიქითის თემი როშკის წყლის ხეობაში მდებარეობს და სხვადასხვა გვარებით დასახლებულ რამდენიმე სოფელს აერთიანებს. უმთავრესი სოფლებია ქმოსტი, როშკა და ბლო, რომლებიც კიდევ ცალკეულ სოფელ-უბნებისგან […]

59 thoughts on “ღულელნი

  • 24/11/2010 at 16:47
    Permalink

    ქისტაურების ფუძე ფშავშია, იქიდან ავიდა ღულში ერთი ძმა და ასე წამოვიდა ხევსური ქისტაურები

  • 20/12/2010 at 13:35
    Permalink

    იქნებ რამე მითხრათ გვარი ქისტაურის წარმომავლობაზე, ისტორიაზე, ცნობილ პიროვნებებზე? ბებია მყავდა ქისტაური თიანეთიდან

    • 23/01/2011 at 13:56
      Permalink

      მე ქისტაური ვარ,,ვამაყობ ჩემი გვარით,მაგრამ ბევრი რამ არ ვიცი მის შესახებ,,ბედნიერი ვიქნები თუ მეტს გავიგებ:*

  • 24/12/2010 at 11:33
    Permalink

    1842 წლის აღწერით ერთ-ერთ თინიკაშვილს სახელად ერქვა “გაბიდაური”.
    ადრინდელი გვარის სახელს _ სისაურს ატარებდა სახელად ერთ-ერთი გონჯილაშვილი
    თიანეთში. აქვე გვარად “ტუშურ-ბიტოშვილს” ერქვა “ქისტაური”. ამ გვარისანი ძირად
    ქისტაურები იყვნენ, გადმოსახლებულნი ფშავის სოფელ შუაფხოდან. იგივე შეიძლება ითქვას
    სიმონიანთხევში მოსახლე ბიჩინაშვილებზე. 1843 წ. აღწერით ერთ-ერთ ბიჩინაშვილს
    სახელად ერქვა ადრინდელი გვარის სახელი “ქისტაური”.

    • 22/01/2012 at 17:01
      Permalink

      სიმონიანთხევში მოსახლე ბიჩინაშვილი უფრო სავარაუდოა ბიჩინაგური იყოს, არაბულის ოთხიდან ერთ-ერთი თემი (ძირი), რომელიც ზეისტეჩოდან ჩამოსახლდა სიმონიანთხევში (ხევგრძელაში)

  • 28/12/2010 at 17:14
    Permalink

    დიდი მადლობა,
    ეგ აღწერა არ ვიცი მარა, ვიცი რომ 1774წ. აღწერა არაგვის ხეობისაში მოხსენიებულია – ქისტაური.
    მე როგორც მითხრეს თიანეთის სოფელ ღულელებში არიან ჩასახლებული სოფელ ღულიდან. საერთოდ ქისტაურების ცენტრად ღული ითვლება თუ შუაფხო?
    გვარის ისტორიია, წარმომავლობა საიდანაა? ქისტეთთან კავშირშია თუ არა?
    კიდევ თუა სხვა განაყოფი გვარები? არის ხევსურეთში რაიმე ლეგენდა, თქმულება, ისტორია ამ გვართან და ამ გვარის ხალხთან დაკავშირებული?

  • 28/12/2010 at 17:21
    Permalink

    კიდევ ერთი: თუ სწორედ გავიგე თინიკაშვილი, გაბიდაური, სისაური, გონჯილაშვილი, ტუშური, ბიტოშვილი ,ბიჩინაშვილი ძირად (ადრინდელ გვარად) ქისტაური ყოფილან ხომ? ანუ ლოგიკურად ქისტაური ძაან (უფრო) ძველი გვარია.

  • 05/01/2011 at 13:23
    Permalink

    დიდი მადლობა,
    ეგ აღწერა არ ვიცი მარა, ვიცი რომ 1774წ. აღწერა არაგვის ხეობისაში მოხსენიებულია – ქისტაური.
    მე როგორც მითხრეს თიანეთის სოფელ ღულელებში არიან ჩასახლებული სოფელ ღულიდან. გვარის ისტორიია, წარმომავლობა საიდანაა? ქისტეთთან კავშირშია თუ არა?
    კიდევ თუა სხვა განაყოფი გვარები? არის ხევსურეთში რაიმე ლეგენდა, თქმულება, ისტორია ამ გვართან და ამ გვარის ხალხთან დაკავშირებული?

    კიდევ ერთი: თუ სწორედ გავიგე თინიკაშვილი, გაბიდაური, სისაური, გონჯილაშვილი, ტუშური, ბიტოშვილი ,ბიჩინაშვილი ძირად (ადრინდელ გვარად) ქისტაური ყოფილან ხომ? ანუ ლოგიკურად ქისტაური ძაან (უფრო) ძველი გვარია?

  • 10/01/2011 at 18:09
    Permalink

    გვარად “ტუშურ-ბიტოშვილს” ერქვა “ქისტაური”. ამ გვარისანი ძირად
    ქისტაურები იყვნენ, გადმოსახლებულნი ფშავის სოფელ შუაფხოდან. იგივე შეიძლება ითქვას
    სიმონიანთხევში მოსახლე ბიჩინაშვილებზე. 1843 წ. აღწერით ერთ-ერთ ბიჩინაშვილს
    სახელად ერქვა ადრინდელი გვარის სახელი “ქისტაური”.

  • 13/01/2011 at 00:01
    Permalink

    იქნებ მეც მითხრათ საიდან მოდის გვარი ჩიტაური, სადაური ჩამომავლობისანი არიან?

  • 13/01/2011 at 22:43
    Permalink

    ????????

  • 14/01/2011 at 13:29
    Permalink

    რამდენიმე ცნობაა ჩიტაურების გვარზე:

    ლეხურას ხეობის სოფელ წოლდიდან-ჩიტაშვილები და წიკვლაურები (ჯავახიშვილი. 1967. გვ. 225.).

    ნარიმანიძეები იყვნენ ცხრაზმის ხეობის სოფ. 18 ჩიტიანებში (უკანუბანი) მოსახლე ჩიტიშვილებიც, რომელთა წინაპარი სოფ. სონჩოდან გადმოსახლებულა. მთხრობლის სიტყვით, “მთიულეთში, სოფ. სონჩოში მყრალი ადგილი იყო, საქონელი უგორდებოდათ და ეს ადგილი მოეწონათ და დასახლდნენ”. ბოლო დრომდე ჩიტიშვილები სალოცავად
    წინაპართა საცხოვრისში დადიოდნენ. 1774 წ. ჩიტიანთკარში შვიდი კომლი ჩიტიშვილი მოსახლეობდა, სამ-სამი კომლი კი ცხრაზმასა და უკანუბანში (ჯავახ. 1967. გვ. 190). ასე რომ, ჩიტიშვილების გადმოსახლება XVII ს-ის წინა პერიოდში
    უნდა ვივარაუდოთ.

    ი. 1873
    წელს ახატანში მოსახლეობდნენ: ვეშაგურები, ჩიტაურები-ჭართლიდან, ნაზღაიძე, გვიანიშვილი, წიკლაური, ქავთარაშვილი, რომელიც 1866 წელს გადმოსახლებულა მთიულეთის სოფ. ქავთარეთიდან.

    შიდა ქართლის ბარში დიდი რაოდენობით მოსახლეობენ ჭართლიდან გადმოსახლებულები. ჭართალი, ძირითადად, დასახლებულია გიგაურებით (ხევსურეთიდან) და გიგაურყოფილი სხვადასხვა გვარებით: ციხელაშვილი, შალვაშვილი, ხარებაშვილი, გუდაშვილი, ჩიტაური, გოგიშვილი, კოტორაშვილი, პაპიაშვილი, ჯიქური, ბულალაური (გიგაურების ხევსურეთიდან ჭართალში გადმოსახლების შესახებ დაწვრილებით იხ. თ.ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.
    გვ. 14).

    ჭართლიდან გიგაურთა შირაქში მიგრაცია XX ს-ის 10-იან წლებში მომხდარა. ჭართლიდანვე შირაქში მოსული არიან გიგაურთა ძირი-გვარიდან გამოსული სხვა გვარებიც: გოგიშვილები, გუდაშვილები, კოტორაშვილები, პაპიაშვილები, ჩიტაურები, ციხელაშვილები, ჯიქურები,
    ხუციშვილები, ხარებაშვილები, აგრეთვე ჭართლის ერთ-ერთი ძირძველი გვარი-ხუციანიძე. ყველა ჩამოთვლილი გვარი ზემოქედში 1930-იან წლებშია დამკვიდრებული.

    ჭართლიდან შირაქში შემდეგი გვარები არიან ჩამოსახლებულნი:
    გუდაშვილი (1 კომლი); გიგაური (13 კომლი); კოტორაშვილი (1 კომლი); ლალიაშვილი (5 კომლი); პაპიაშვილი (7 კომლი); ხუციშვილი (19 კომლი); ჯიქური (2 კომლი); ხუციანიძე (5 კომლი); ციხელაშვილი (2 კომლი); ჩიტაური(4
    კომლი).

  • 14/01/2011 at 18:56
    Permalink

    უღრმესი მადლობა, ბევრი სიახლეა ჩემთვის.

    “მთიულეთში, სოფ. სონჩოში მყრალი ადგილი იყო, საქონელი უგორდებოდათ და ეს ადგილი მოეწონათ და დასახლდნენ”-უცნაური ხალხნი ვართ ეს ჩიტაურები მინდა გითხრათ. 🙂

  • 15/01/2011 at 18:05
    Permalink

    ‘’ქისტაური წარმომავლობის’’ ღულელნი (ქისტაურები) ამანათად მოსულან ქისტეთიდან და დაუკავებიათ ცენტრალური ადგილები ხევსურეთსა და ფშავში (სოფ. შუაფხო), რაც, ამანათობის თვალსაზრისით, შეუძლებელია.”(მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით) ………

    მივმართავ zviadaur-ს, ნოემბერი 22nd, 2010: რას ნიშნავს “ამანათად მოსულან”?

    • 23/01/2011 at 14:23
      Permalink

      “ამანათად მოსულან” ნიშნავს სხვის ადგილზე(სოფელ შუაფხოში) ჩასახლებას

  • 25/01/2011 at 11:10
    Permalink

    სამაგანძუროს ძმად შეყრილი – რას ნიშნავს?

  • 10/02/2011 at 22:04
    Permalink

    ღულის წარმომავლობაზე არასწორია ინფორმაცია შემორჩენილი, რომელიც კომუნისტური გამიზნული მოსაზრებებიდან მოდიოდა. ინგუშეთში არის სოფელი ,,ღულა”, სადაც შემორჩენილია გადმოცემა რომ ისინი უძველესი ქართველებია. სამხრეთ საქართველოში მართლაც არსებობს ძველი სოფელის ადგილი ,,ღულალისი”. ,,ღალა” ძველ ქართულად ,,ნოყიერია” ანუ ღალიანი ადგილი. ასევე ხევსურეთის სოფ. ,,კისტანი”-ს სახელი არაფერ კავშირშია ქისტებთან. კისტანი საიდუმლოებით მოცული სახელია, გაიხსენეთ ხევსურული ლექსი ,,კისტე კორნე, კისტე კორნე ზურგთ რა გკიდავ ჭრელი გუდა”….(კორნე- აკვანია ხევსურულად ხოლო კისტე რას ნიშნავდა? საინტერესოა) გ.გ.ბორჯღალიონი

  • 28/03/2011 at 22:28
    Permalink

    ქისტაურების წარმოსშობა მე გამიგია უხუცესებისგან რომ ჩვენი წარმომავლობა არის ქისტებისგან გადმოხვეწილნი და დასახლდნენ სოფ.ღულსში მაგრამ დაზუსტებით არავინ იცის არსებობს უამრავი ინფორმაცია ქისტაურების შესახებ……

  • 28/03/2011 at 22:43
    Permalink

    ნამდვილად საამაყო გვარია ქისტაური მე ვამაყობ ჩემი გვარი და პატივს ვცემ ჩემ გვარს მე მეამაყება რო ვარ ქისტაური

  • 04/04/2011 at 18:08
    Permalink

    უფრო დეტალურად ვინ რა იცის ქისტაურების შესახებ თუ შეიძლება დაწერეთ.
    ჩემების შტოს წინაპარი ყოფილა ჯიღალა ქისტაური, და ჯიღალანებად მოიხსენიებენ.

  • 27/06/2011 at 11:47
    Permalink

    გაგა ქისტაური ღულელი გაუმარჯოს,
    ,,არსებობს უამრავი ინფორმაცია ქისტაურების შესახებ……”
    იქნებ რამე ინფორმაცია მითხრა რაც იცი.

  • 04/08/2011 at 03:09
    Permalink

    გამარჯობათ მე თვითონ ქისტაური ვარ ხევსური. ჩვენი გვარის ისტორია გადმოცემით ესეა. ქისტებიდან მოდის ფუძე. სამი ძმა ყოფილა და ერთი და ჰყოლიათ. მათი და სხვა ქისტს მოუტაცებია ძმები მდევრად გაჰყოლიან დასწევიან და თავიანთი და წამოუყვანიათ მაგრამ ამ შეტაკებაში ერთერთი ძმა დაჭრილა. წამოსულან და საქართველოს ყაზბეგის მხრიდან მოადგნენ რათა თავი აქ შეეფარებინათ რადგან იქ აგარ დაედგომებოდათ. დაჭრილი ძმა ყაზბეგში დარჩენილა და აქ დავსახლდებიო. მეორე ძმა ფშავში დარჩენილა და მესამე ხევსურეთში ასულა. და ღული დაურქმევია რადგან ეს მათი სოფლის სახელი იყო დაგესტანში დგესაც არის და იქ კული ჰქვია. ასე წამოვიდა მოხევეების ფშავლების და ხევსურების ქისტაურების ეს გვარი. თუმცა სამწუხაროდ მოხევეების გვარის გამგრძელებელი აგარ არის ერთი ოჯახი ცხოვრობს სოფელ გერგეტში ყაზბეგის რაიონში მათ ორი ვაჟი და ორი გოგო ჰყავდა სამწუხაროდ ორივე ვაჟი დაიღუპა.

    • 23/12/2014 at 23:55
      Permalink

      მაიკო თქვენ პოსტში რაც წერია სინამდვილეს ნაწილობრივ შეესაბამება. ეს სამი ძმა იყვნენ ქისტები, ანუ ინგუშები ჯარიახის ხეობის სოფლიდან რომელსაც ჰქვია “ღული” ან უფრო ზუსტად “ხული”. ოღონდ ბგერა “ხ” გამოითქმება ხორხისმიერად როგორც ძველი ქართული “ხაე”. ეს ბგერა ქართველებიდან შემოინახეს მოხევეებმა და სვანებმა. (თვით სიტყვა “ხევი” მოხეურად გამოითქმება ხორხისმიერი ბგერა “ხ”-თი). საქართველოში შემოსულ ძმებს კონფლიქტი მოუვიდათ იქ მაცხოვრებელ ძმებთან გვარად ჩქარეულებთან (მე მგონი მათი გვარი არ მეშლება), რომლის დროსაც უფროსი ძმა შუბით დაჭრეს მუხლში. ამიტომ ის იძულებული გახდა რომ იქ დარჩენილიყო. მისგან მოდიან მოხევე ხულელიძეები ანუ ხულელები. ხულელი ანუ ხულელიძე ამ გვარის საცხოვრისია არა სოფელი გერგეტი არამედ სოფ გაიბოტენი და სოფ თოთი და ღვთის წყალობით საკმაო რიცხოვნების გვარია. ხულელიძეებმა იციან რომ მათი უშუალო წინაპრის უმცროსი ძმების შთამომავლები არიან ქისტაურები და ღულელაურები.

  • 04/08/2011 at 03:25
    Permalink

    ჩვენთან არიან ალუდნი, ხუტიანი და ჯიღალანი ეს სამი მამიშვილობა.

  • 18/08/2011 at 14:00
    Permalink

    ბიჩინაშვილების ისტორია მე სხვანაირად ვიცი,ზირი არის ფხოდან,ანუ ბიჩინაშვილი გვარი ტავიდან ყოფილა ფხოველი და მერე გადაკეთდა ბიჩინაშვილადზრა ზღაპრებს ყვებიტ სად ქისები და სად ფხოველებიი………..

  • 23/08/2011 at 11:41
    Permalink

    მე უხუცესებისაგან მსმენია რომ ბიცჰინასჰვილების გვარი ქისტური წარმოსჰობისაა

  • 12/09/2011 at 11:59
    Permalink

    გამარჯობათ,
    მეც გამიგია რომ ბიჩინაშვილები ადრე ქისტაურები ყოფილან, ისევე როგორც ტუშური, ღულელაური, ბიტოშვილი, ჯიღაური, თეთრუაშვილი, კიდე რამოდენიმე გვარი მარა არ მახსენდება ეხლა. მოვიკითხავ და დავწერ.

  • 03/10/2011 at 17:49
    Permalink

    კიდე წივილაშვილი

  • 22/10/2011 at 04:28
    Permalink

    ძალიან მიყვარხართ ქისტაურებო და ვამაყობ რომ ქისტაური ვარ… სადაური ქისტაურიც არ უნდა ვიყოთ მაინც ერთნი ვართ და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს <3

  • 28/11/2011 at 16:19
    Permalink

    ქისტაურები ღულიდან მოდიან?
    მე ღულელებში მაქვს სოფელი…

  • 06/12/2011 at 19:54
    Permalink

    როგორც გადმოცემით ჩემთვის ცნობილია (ამავე დროს ბებო მყავდა ქისტაური) ინგუშეთში ასას ხეობაში არსებობს სოფელი “ღულ”ი. საიდანაც მოსულმა ქისტაურთა წიმაპარმა დაუდო სათავე დღევანდელი (ფშაველი და ხევსური) ქისტაურების გვარს.. ქისტაურები გუდანელ ჭინჭარაულებს შეჰყრიან ძმად(ხარ- ქვაბით)მათაც გუდანის გაღმა მთის ძირში მიუციათ ადგილ მამული.. უმეტესობა ამ სოფელში დასახლებულა და გამრავლებულან, ქიტაურების ერთი ოჯახი ღულიდან უკანაახოში გადასახლებულა.. ასევე გამრავლებულან ფშავში დასახლებული ქისტაურები.. რომელთა განაყრებიც არიან ფშაველი ხუცურაულები.. რა თქმა უნდა, ბარში ჩამოსახლების მიგრაციული პროცესები ქისტაურთა საგვარეულოსაც შეხებია.. თიანეთის რაიონში დღეს მოქმედი სოფელ ღულში(ადრე ამ სოფელს ამტნისხევი ერქვა)თავიდან უმეტესად ღულელი ქისტაურები დასახლებულან.. ეს ტერიტორია (სახნავ სათესი და ტყე ველი საძოვრითურთ) საგურამოელი თუ ახატნელი (კარგად აღარ მახსოვს) თავადისაგან 1820 იან წლებში უყიდიათ ოქროთი.. ნასყიდობის დამადასტურებელი მოწმობა (ხბოს ტყავზე ლურსმით ამოტვიფრული) გვიანობამდის ინახებოდა თიანეთის რაიონის სოფ. ღულელებში მცხოვრებ მიხა ქისტაურის ოჯახში.. ქისტაურების რაც მე ვიცი რამოდენიმე განშტოვება იყო ამ სოფელში ..ახალაანი, წოვაანი,ძიაანი, ჯიღილანი (ჯიღილათ გაგას შვილს- ვანოს მე პირადად მოვესწარი),კანონანი, ბაისერნი, ბეწინიკაანი და სახვა.. სხვების ძირეული კავშირები და ზუსტად საიდან არიან ჩამოსულები კარგად არ მახსოვს მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი რომ ბაისერნი და ბეწინიკაანი ერთი ცეცხლიდან არიან განაყრები და ხევსურეთის სოფელ ღულიდან არიან ჩამოსახლებულნი (სწორედ ბაისერთ განშტოვების მიხას ოჯახში ინახებოდა ნასყიდობის დამადასტურებელი დოკუმენტიც).

  • 22/12/2011 at 22:27
    Permalink

    აუ ისე რამდენი აღმოსავლეთ საქართველოში ქისტური წარმოშობის, კიდე ბევრ გვარზე ვიცი აქ ჩამოთვლილების რო ქისტები ყავდათ წინაპრები. გამოდის რომ ნახევარი თუ არა, 20-25% მაინც აღმოსავლეთ ქართველების ვაინახური წარმოშობისაა. თუმცა რა თქმა უნდა იქაც იქნებიან ქართული წარმოშობის ხალხი ბლომად

  • 23/12/2011 at 00:06
    Permalink

    20-25% ძალიააან ძალიან ბევრი ხომ არ არის? 5%-იც ბევრია რომ იცოდე!!!

  • 05/01/2012 at 18:56
    Permalink

    ძალიან გთხოვთ მითხრათ თუ ვინმემ იცით გვარი– ბანცურის წარმომავლობა, ან საიდან შეიძლება გავიგო, ვერსად ვერ ვნახე, პაპაჩემისან მარტო ის ვიცი რო ჭიანჭარაულები ვყოფილვართ, მერე რა მოხდა არ ვიცი და გადმოსულან ქაისხევში, მეტი არაფერი ვიცი ჩემ გვარზე 🙁 თუ ვინმემ რამე იცით გთხოვთ ან აქ მომწერეთ ან ჩემ იმეილზე tamobancuri@rambler.ru მადლობა წინასწარ

  • 30/01/2012 at 02:18
    Permalink

    ჯიღაურების წარმოშობის შესახებ ვინც რა იცით დაწერეთ
    მადლობელი დაგრჩებით

  • 14/02/2012 at 12:42
    Permalink

    დიდი მადლობელი ვიქნები თუ მეტყვით გვარი ცოცხალაშვილის წარმოშობის შესახებ. იქნებ რამე ინფონმაცია იცოდეტ მე როგორც ვიცი ცოცხალაშვილები ფშავლებიც არიან და მთიულებიც

    • 24/02/2012 at 12:02
      Permalink

      გიგაურიდან უნდა მოდიოდეს, მათ ჰკითხე…

  • 02/04/2012 at 14:15
    Permalink

    ბიჩინაშვილების წამოშობაზე უფრო ზუსტად არავინ იცით?

    • 09/04/2012 at 22:47
      Permalink

      ზემოთაც ავღნიშნე, რომ – სიმონიანთხევში მოსახლე ბიჩინაშვილი უფრო სავარაუდოა ბიჩინაგური იყოს, არაბულის ოთხიდან ერთ-ერთი თემი (ძირი), რომელიც ზეისტეჩოდან ჩამოსახლდა სიმონიანთხევში (ხევგრძელაში)

  • 27/04/2012 at 12:51
    Permalink

    აუ შეგიძლიათ ვინმემ, არაბულების, ჭინჭარაულებისა და გოგოჭურების ყველა განაყარი გვარი რომ ჩამოწეროს? წინასწარ დიდი მადლობა.

  • 26/06/2012 at 05:18
    Permalink

    მე თავად სისაური ვარ და ერტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ჩემი გვარის წარმოშობა და წარმომავლობა მაინტერესებს. ბევრი რამე მსმენია ჩემი გვარის შესახებ, თუმცა იმდენი რამეა ურთიერთგამომრიცხავი, რომ ჩამოთვლის სურვილი მეკარგება. გეტყვით მთავარს, რომ გამიგია სისაურების გვარის იდენტურობაზე ისეთ გვარებთან როგორებიცაა არაბული და მწითური. ასევე გამიგია რომ მათი წინაპარი ქისტეთიდან ყოფილა გადმოსული, ძმები არაბა და სისვა… ისიც გამიგოა რომ შატილის მიმდებარე ტერიტორიები და საძოვრები ხევსურეთში სისაურების ყოფილა და მერე გვარი ავადმყოფობას დაუსუსტებია და ასე დაუკარგავთ… ისიც გამიგია რომ ჭინჭარაულებთან, რომლებიც შატილის მკვიდრნი უნდა იყვნენ მოსისხლენი ყოფილან. ასევე ხადის ხეობაში არის სოფელი იუხო (მთიულეთია) სადაც კოშკია რომელსაც ირიაულების და სისაურების კოშკს ეძახიან. თუ ეს მართლა ასეა გამოდის რომ სისაურები ხევსურეთში ძალიან ადრე უნდა ყოფილიყვნენ ვიდრე მთიულეთამდე… ასევე გამიგია რომ ხევსურეთში არის სოფელი ლიქოკი სადაც სახლობდნენ სისაურები და სხვა გვარები (სამწუხაროდ არ ვიცი ამ გვარების შესახებ ზუსტად) რის შემდეგაც წამოსულა კიდე ახალი გვარი ლიქოკელი. ასე რომ ძვირფასო ხევსურებო, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გთხოვთ, კომპეტენციის ფარგლებში გამარკვიოთ რაშია საქმე. წინასწარ გიხდით მადლობას…

  • 15/07/2012 at 15:50
    Permalink

    სისაურების გვარი რამდენადაც გადმოცემით გამიგონია შატილის ჩრდილოეთით სოფელ ანატორიდან მოდის.. სოფელი “ჟამს” შავ ჭირს, თითქმის გაუწყვეტია (ახლაც არის აკლდამებში მათი საძვალეეები) და ვინც გადარჩენილა იმ სოფლიდან გადასახლებულან სხვაგან.. სისაურების განაყრები არიან: ლიქოკელიები, ჭალისურები, პატურაშვილები, გონჯილაშვილები, უშიკიშვილები…

  • 15/07/2012 at 15:53
    Permalink

    რამდენადაც თვითონ მოხუცი ბიჩინაშვილებისაგან გამოგონია, ისენი მიეკუთვნებიან ფშაველ ქისტაურთა თემს და მათი სალოცავია იახსარი… შუაფხოში ავისგორს.

  • 15/07/2012 at 15:55
    Permalink

    ფშაველ ქისტაურთა თემის განაყრები არიან: ქისტაურები, ხუცურაულები, ფხოველები ,ჩარბოდაშვილები, ხუზარაულები, ჯერვალიძეები, ბერიკაულები, ჯაბანიშვილები, თვარელაშვილები, ბადრიშვილები, ბიჩინაშვილები, ფოცხვერაშვილები, ციგროშვილები, ყლარტიაულები… და სხვ.. (მათი სალოცავია იახსარი, შუაფხოში ავისგორს)

  • 10/10/2012 at 14:02
    Permalink

    ხევსური ქისტაურების შესახებ კიდე რაიმე დაწერეთ რა

  • 01/12/2012 at 15:03
    Permalink

    ჩიტაურების წარმოშობის შესახებ კიდევ ხომ არ იცით რამეე???

  • 01/12/2012 at 16:45
    Permalink

    ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ,რომ ნამდვილი ხევსურები პირაქეთა ხევსურები არიან ანუ ებრაული წარმოშობის გვარები(ჭინჭარაულები,არაბულები,გოგოჭურები,გიგაურები,წიკლაურები,ფიცხელაურები,ბექაურები და ასე შემდეგ……..) ხოლო სისაურები ,ქისტაურები ,ლიქოკელები ჩეჩნური წარმოშობის გვარებია და რა ხევსურობა?ხევსურობენ თორემ სიტყვა ხევსური ნიშნავს ხევში მოსახლე ურს ანუ ებრაელს და რომელ ებრაელობაზე ალაპარაკდნენ აქ ჩეჩნური წარმოშობის გვარების წარმომადგენლები?ხევსურეთი პირაქეთა ხევსურების გავლენით ჰქვია მთლიანად ხევსურეთს,ამ ხალხმა ვერ შიგნო ვინც ხარ ის ხარ და რას იტენები სხვაში ვეღარ გავიგე,ქისტაურები ხევსურობენ და არა ხევსურები არიან ,ასევე სისაურები და ლიქოკელები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  • 01/12/2012 at 16:46
    Permalink

    რჯული და კანონებიც პირაქეთელებს აქვთ და მათგან მოდის!!!!!

  • 09/12/2012 at 22:10
    Permalink

    ჭალისურების შესახებ რაიმე დაწერეთ რა! ან პაპიაშვილების შესახებ!

  • 26/03/2013 at 01:54
    Permalink

    ებრაელი არა საშა კოლა

    • 26/03/2013 at 18:12
      Permalink

      როგორ მეზიზღება შენნაირი ბინძური მასა,ქისტებისა და ჩაჩნების ატანა არა მაქვს,როგორ შეიძლება ხევსური მათ ეტენებოდეს, პირიქით რომაა ამაზე არაფერს არ ვამბობ,შენნაირები ცოცხლად რომ დაიმარხონ სიხარულით ავმაღლდები და სახსენებელი რომ გაგიწყდეთ უფრო მეტად ბედნიერი გავხდები.შემაზრზენები ხართ ხელსაც კი არ ჩამოგართმევთ ვისაც არათუ ჩეჩენი ან ქისტი ურევია არამედ რომელი ხევსური მათ სიახლოვეს მაინცაა ნამყოფი და თან როდესაც იცის ვის გვერდითაა! ისე გაწყდი რომ სახსენებელი არ დაგრჩეთ!!!წადით თქვენი დედასაც შევეცი,ხევსურეთი სიბინძურითაა სავსე და მეზიზღება ეგ ადგილი და ის ბინძური მასა რომელიც მანდ ყროლდება და როდესაც ჩაჩნები და ქისტები ვითომ ხევსურებიც არიან,ამაზე მეტი სიბინძურე რა შეიძლება იყოს როდესაც ჩაჩნებსა და ქისტებს აეღრიეთ და ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს ვინაა ხევსური და ვინ ჩაჩან-ქისტი.
      ამაზრზენები ხართ ფუ გული მერევა ბლიააააად! ჯერ რას გევხართ მანდ დარჩენილი ხევსურები გადაჯიშებულები და გონჯები,უშნოები და მახინჯები ხართ,უფორმოები სუფთა სიმახინჯის განსახიერებები ვისაც გირევიათ უჯიშო ხალხების გენეტიკა,(ყველას არ ეხება,აი ასეთ სიბინძურეებს რომელსაც ვუძღვნი ამ კომენტარს!!!)

      🙂

  • 26/03/2013 at 01:58
    Permalink

    ნარჩიტანი და ჯიღალანი ( ქისტაურების მამიშვილობა ) ესენი იყვნენ უკანახოს როგორც ვიცი, უკანახო 17 საუკუნეში დაიკავეს ჭინჭარაულებმა და ქისტაურებმა არაგვის ერისთავებთან ბრძოლის შემდეგ

    • 26/03/2013 at 18:00
      Permalink

      ქისტებთან რა ხელი გაქვს!!!

      ან ხარ კიდევ ჭინჭარაული ან არა!!!

      როდესაც ამბობ ხევსურები ებრაელები არ არიან თან უნდა გაამყარო ფაქტებით ხევსურთა არაებრაულობა თU უგულებელყოფ ამას,თუ არა და ცოტა პასუხისმგებლობა იქონიეშენნაირ გაუნათლებელ და უჯიშონარევ მოდგმას აზრს არ ეკითხებიან ასე რომ შენ არაფერს არ წარმოადგენ!!!

      ღმერთს ვთხოვ რომ არც იყოთ ებრაელები ესეიგი ნამდვილი ხევსურები თქვენნაირი წამბილწველები!!!

  • 26/03/2013 at 18:15
    Permalink

    რა ბოდავთ,რა ხდება გამაგებინეთ რას ჭამთ ერთმანეთს ხალხო

  • 03/04/2013 at 01:44
    Permalink

    აქ არ ვიცი რა უნდა გიამბოთ, იმის გარდა რომ ვარ მთიელი და ხევსური ვარ მოხევე ვარ ფშაველი დედიტ და მამით / მეტს აგარ ვეძებ

  • 01/01/2014 at 14:38
    Permalink

    ძალიან გთხოვთ თუ რაიმე იცით ჭალისურების გვარის წარმოშობაზე გამაგებინეთ რა!!

  • 09/06/2014 at 23:34
    Permalink

    არ მგონია ქისტებთან რაიმე კავშირი ჰქონდეს ქისტაურს.ამას სერიოზული დასაბუთება სჭირდება.მასე თუ მივყევით უამრავი გვარია ასეტ მაგ.:არაბული,თათრაშვილი,რუსია და ა.შ მაშინ ყველა გვარის ფუძედ სწორედ ეს ქვეყნები უნდა მოვიაზროთ,რაც არასერიოზულია.

  • 07/02/2015 at 01:10
    Permalink

    ჯიღაურები საიდან მოვდივართ ამიხსენით რა ძალიან გთხოვთ 🙁 მაინტერსებს საიდან ვარ

Comments are closed.