ქორწილი

ხევსურეთში სარძლოს შერჩევას და დანიშვნას დიდი ყურადღება ექცეოდა და ამიტომ ქალ-ვაჟის ჯიშიანობას თუ უჯიშობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლეოდა.ჯიშიან გვარად ითვლებოდა ფიზიკურად ჯანსაღი და გმირული წარსულის მქონე გვარები,რომელთა წინაპრები სახელოვანნი იყვნენ თემში.უჯიშო გვარი კი ფიზიკურად სნეული ყოფილა.რაც უნდა მხდალი ყოფილიყო უჯიშო ქალი ჯიშიანი ხევსური მას დაიწუნებდა.ჯიშიანი ქალი თუ უჯიშო ხევსურს მისთხოვდებოდა , მას ნათესავები მოკვეთდნენ როგორც ჯილაგის შემბღალავს და ვინც იმას ოჯახში გაატარებდა, იმ ნათესავს კარებზე “კატას” ჩამოუკიდებდნენ.დიდი ყურადღება ექცეოდა ქალ-ვაჟის გვარხატობით კუთვნილებას.ხევსურეთი ერთ გვარისა და ხატის ქალ-ვაჟი ვერ დაქორწინდებოდნენ,რადგანაც ისინი ერთ ხატის ყმებად და ერთივეთგვარის სისხლით ნათესავებად ითვლებოდნენ.ვინც ამას დაარღვევდა თემი მოკვეთდა.ეს წესი არაბულებს დაურღვევიათ.არაბული ხევსურეთში დიდი გვარია.მას თითქმის მთელi არაგვის ხევსურეთი ეჭირა.არაბულებს სხვა გვარში უძნელდებოდათ თურმე სარძლოს შოვნა და ამიტომ დაუდგენიათ,თავიანთ გვარში არ შეერთოთ მხოლოდ ერთი სოფლისა
და ხატის ქალები.სხვა სოფლის არაბულების ქალის შერთვა ნება დართული იყო.
სარძლოს აკვანში დანიშვნის ძველი წესი ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი მაგრამ იშვიათად.როცა მშობლებს აკვნის ბავშვის დანიშვნა სურდათ ვაჟის მამა აგზავნიდა ქალისას ბიძას, სანიშნოდ მიჰქონდა ვერცხლის ფული და ძეწკვი. ამ ნიშანს სარძლოს აკვანზე ჩამოუკიდებდნენ.გაიშლებოდა სუფრა და ახლად დანიშნულების ბედობაზე დაილოცებოდნენ .პირობის დარღვევა ხევსურული ადათით არ შეიძლებოდა.
როცა აკვანში დანიშნულები ასაკში ჩადგებოდნენ მშობლები ქორწინების საქმეს შეუდგებოდნენ.
ხევსური ქალები გვიან თხოვდებოდნენ 25-30-35 წლისა.გათხოვება არ ეჩქარებოდათ,რადგან ეროტიულ გრძნობებს ისინი სწორფერობით იკმაყოფილებდნენ და დედ-მამის კერა უფრო ტკბილი იყო ვიდრე ახალი ოჯახის ტვირთის აკიდება. დანიშნული ქალის გათხოვებას მამა არ ჩქარობდა.თუ ოჯახში მუშა ქალი არ ჰყავდათ მაშინ სასიძოს აცდევინებდნენ,სანამ რძალს არ მოიყვანდნენ,რადგანაც ხევსურის საოჯახო მეურნეობა უმთავრესად ქალის შრომაზეა დამყარებული.ზოგჯერ დანიშნული ქალი ოჯახში 2-3 წელი რჩებოდა.ყოველ წელიწადს დანიშნული საქმროს ძმამ ან მამამ ბედის კვერით უნდა მოეკითხა პატარძალი და ეს კვერი მარტო პატარძალს უნდა შეეჭამა.ქალის მშობლებს არ შეეძლოთ დანიშნული ქალი სხვაზე გაეთხოვებინათ.ვაჟის მშობლებს შეეძლოთ შური ეძიათ ამისათვის.ვაჟის მშობლებს კი ნება ჰქონდათ დანიშნული ვაჟისთვის სხვა ქალი შეერთოთ.ქალის ოჯახი ვერ უმტრობდა.
ხევსურეთში დანიშნული ქალის მოტაცებაც იცოდნენ .ამისათვის ვაჟის ოჯახი დიდ ჯარიმას უხდიდა ქალის მშობლებს (16 ძროხა).როცა ორივე მხარე თანახმა იყო იწყებოდა ქორწინებისათვის მზადება.პატარძლისას გამოაცხობდნენ ორ ხავიწიან ქადას.

შემდეგ გამოგზავნილი კაცები და პატარძლის გამყოლები ნეფის სოფლისკენ გაემგზავრებოდნენ.ქალს უკან მიჰყვებოდა ფეხით, ორი ქალის თანხლებით.პატარძლის ცხენზე შეჯდომა სირცხვილი ყოფილა.სოფლის მიჯნამდე ქალს აცილებდნენ.გამომშვიდობებისას ერთ ქადას გაჭრიდნენ და პატარძალს დალოცავდნენ.მეორე ქადას კი ვაჟის სოფლის შესასვლელთან გაჭრიდნენ.როცა ოჯახში მოვიდოდნენ პატარძალს ბოსელში შეიყვანდნენ.კარებთან დედამთილი დახვდებოდა და მანდილს გაუშლიდა შემდეგ მარჯვენა ხელს დაუჭერდა და კერას შემოატარებდა,თან იტყოდა “ბედიან-დოვლათიანი მოგვივლინე,5 ვაჟის დედა ქენი და 3 ქალისაო “.მოიტანდნენ ფქვილს და პატარძალს თავზე გადააყრიდნენ:”აგრე თეთრადაც აყვავდებიო”.შემდეგ პატარძალს კალთაში ვაჟს ჩაუსვამდნენ.ნეფე ამ დროს მეზობლისას
იმალებოდა.სამ კაცს გააგზავნიდნენ ნეფის მოსაყვანად.ქალები მას მძივით შემკულ არყის ბოთლს მიართმევდნენ.შემდეგ მოიყვანდნენ ხუცს,რომელიც ჯვარს სწერდა ნეფე-დედოფალს.ქორწილი სამი დღე გრძელდებოდა.
ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია რაიმე შემთხვევით პატარძალი გარდაიცვალოს.მაშინ ორივე მხარე გაიღებს დასამარხ ხარჯებს.თუ პატარძალი გზაში მოკვდა განვლილ მანძილს გაზომავდნენ,რომელ მხარეზედაც მოკლე მანძილი აღმოჩნდებოდა გასავლელი, ის მხარე კისრულობდა დამარხვის ხარჯებს.

ხევსური ერთ წლამდე შვილს არ იყოლიებდა. თვალ-ყურს ადებნებდა ცოლს თუ მოეწონებოდა შვილსაც იყოლიებდა და თუ არა და დაითხოვდა.ხევსურეთში ქალის მზითები არ იცოდნენ.პატარძალს მხოლოდ თავისი სათავნო მიჰქონდა ერთი ან ორი ძროხა.მისი ნამატი ქალს ეკუთვნოდა.ხევსური ქალი რჩენისა და შენახვის მიზნით არ თხოვდებოდა.ის ეკონომიურად ქმარზე ნაკლებად იყო დამოკიდებული.უსიამოვნების დროს ადვილად ტოვებდა ქმარს და მის ოჯახს,უბრუნდებოდა მამის სახლში და ხელ- მეორედ თხოვდებოდა.ქალს მთხოვნელი მუდამ ჰყავდა.ზოგი ქალი 5-6-ჯერაც კი თხოვდებოდა.ქვრივ ქალს,მკვდრის ცოლს, არ შეუძლია წლის თავამდე გათხოვდეს.ქვრივ ქალს ხევსურეთში არ ეტანებიან რადგან ის იღბალ გაცურებულია.

მარადისობის გვირგვინი
მარადისობის გვირგვინი

ჯვრისწერა ხევსურეთში from khevsureti on Vimeo.

20 thoughts on “ქორწილი

  • 06/04/2011 at 19:17
    Permalink

    რა სისულელეა, ხევსურულზე იწერს ქულებს უმეცარი პროვოკატორი . ვინაა ეს “ხევსური” შოთა არაბული. სადაა ხევსურეთში მამაო. რა ხევსურულ რჯულზეა აქ საუბარი. გაანებეთ თავი ხევსურეთს, ჩაიწყვიტეთ ხმა. თავზე ხელის გადასმით დავკარგეთ ხევსურებმა ხევსურული, დავივიწყეთ მამათ სახელი, არაა ხევსური ვინც ამას ვერ(არ)ხედავს…თქვენი “წმინდა” მეფეები ცეცხლით და მახვილით ავრცელებდნენ ფხოვს ქრისტიანობას(რამაც დაჰყო ფხოვი) ესაა ქრისტიანული? წაიკითხეთ ახალი აღთქმა.
    ხევსური თავს სწირავდა სამშობლოსათვის, რჯულისათვის(სუფთა ქართული წეს-მოქცევისათვის) კაცობისათვის…დღესაც ასეა. არაა ხევსური ვისაც არ აღაშფოთებს კადრის უკან ხევსურულზე ტკბილად მოსაუბრე ვიღაცა უჯიშოს “ბაგენი”

  • 08/04/2011 at 13:37
    Permalink

    გთხოვთ შეურაწყოფის გარეშე გამოხატოთ თქვენი აზრი.

    ეს არის საიტი სადაც ვაქვეყნებთ ხევსურეთზე სხვადასხვა მასალებს,არც რელიგიურია და არ სხვა რაიმე მიზანი გვამოძრავებს,კონკრეტულად ერთი პიროვნების პოპულარიზაცია(შოთა არაბულის). ჩვენ ვართ ორი მოხალისე რომელიც უანგაროდ,თავისუფალ დროს აკეთებს ამ ყველაფერს.
    ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რეგისტრაციის გავლის შემდეგ რაიმე ინფორმაცია გამოაქვეყნოს,ასევე თქვენც.

    კარგი იქნება ვინმემ დაწეროს,ისაუბროს დღეს, მართლაც რა სიტუაციაა ამ მხრივ ხევსურეთში, “ფხოვის გაქრისტიანება”. მოხდა,ხდება თუ არა ძველი ადგილობრივი კულტის ახლით, ქრისტიანულით ჩანაცვლება, იწვევს თუ არა ეს ძველის დაკარგვას და დავიწყებას?

    მე როგორც ვიცი ადგილობრივი ღვთაებების სახელები შეცვალა ქრისტიანულმა.
    მაგალიათად: მამრობითი ღვთაებები წმინდა გიორგიმ და მთავარ-ანგელოზმა,ხოლო მდედრული ღვთისმშობელმა და მარიამ წმინდანმა.
    ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ადგილის დედის კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა, აქედანაა მისი სახელებიც – ადგილის ღვთისმშობელი ან ღვთისმშობელი.

    რთულია ამ საკითხების განხილვა…

  • 08/04/2011 at 18:12
    Permalink

    დღეს ძალიან ბევრი იწერება, ხევსურული მოდაშია. ვისა აქვს უფლება იმსჯელოს ხევსურულზე-მარტო ხევსურს. ხევსურული უფრო მოქცევაა, ხევსურული რჯულია(კანონი, წეს-მოქცევა)და არა გენეტიკურად ხევსურობა. რჯულის დამრღვევ ხევსურს იკვეთავდნენ, განდევნიდნენ და მოკვეთილს ხევსურული პერანგის ჩაცმის უფლებაც არ ჰქონდა (კალთას აჭრიდნენ) და ასე შემდ…
    ადამიანმა თუ უნდა რამე გააკეთოს, ჯერ ძალიან კარგად უნდა შეისწავლოს, ჩასწვდეს, გაიგოს რა უნდა და მერე თავს კითხოს რატომ აკეთებს, არის თუ არა სწორი რასაც აკეთებს… შოთა არაბული (ვისი მამიშვილობაც საკითხავია)მამაოს სიტყვას აძლევს ხევსურეთში ეკლესიები ააშენოს. ეკლესიები სადაც საჭიროა უკვე აშენებულია, ხევსურეთში არ უნდა ეკლესიებს შენება, ხევსურეთს თავისი სალოცავები ფარავენ. ჩვენ არასოდეს ვაპირებდით ჩვენი რელიგიური მსოფლიომხედველობის გავრცელებას, მითუმეტეს ძალადობით…შოთა არაბულის პოპულარიზაცია კი არა ეს მისი პოპულისტობაა. არ უნდა შეეხო იმას რაც ხევსურისათვის სიცოცხლეზე მეტს ნიშნავს. ვისაც პირადული ამოძრავებს და ხევსურულით პოპულარიზაციას ცდილობს არაა ხევსური. ხევსურულის პოპულარიზაციაა საჭირო, ყოველგვარი შელამაზებული რომანტიზმას გარეშე, ნამდვილი ძველი ხევსურულის… ვიღაც გადამთიელის დაკრულზე ხევსურმა როგორ უნდა იცეკვო…ქართველებსა და ინდიელებს შორის დიდი განსხვავებაა. ჩემი წერილი შეურაწყოფა კი არა გაფრთხილებაა. შეურაცყოფა არა სწორი ინფორმაციაა ხევსურულზე, მცდელობა ხევსურულის გამოყენებისა. კიდევ რაღა დარჩა გასაყიდი ხევსურს…გაყიდულია სალოცავები, მამათა ნასისხლარ-ნაოფლარი რჯული. გილათ ილიკოს შვილისშვილი.(ეს შოთა არაბულისათვის)

  • 09/04/2011 at 02:23
    Permalink

    სარწმუნოებაზე საუბარს აზრი არა აქვს, ყველას თავისი სწამდეს. მე ვამბობ ხევსურულზე, ჩემს მამაპაპურზე. თუ არ იცით და სწერთ ამას შარლატანობა ჰქვია. არავის არა აქვს უფლება გამოიყენოს ხევსურული პირადი საკითხების გადასაწყვეტად, ფსევდონიმს ამოფარებულ არა ხევსურს განსაკუთრებით. სადღაც გადამალულიდან ვიღაცაზე ან რაღაცაზე არასწორი ბოდვა რა ვაჟკაცურია. რომელ ხევსურსაც უნდა თავის თავზე და თავის მამიშვილობაზე მოგაწოდოსთ ინფორმაცია-წერეთ რამდენიც გაგიხარდებათ-საერთო ხევსურულს ნუ ეხებით. თავი შეაკლეს და ხევებში ჩაჩეხეს ჩემმა წინაპრებმა, ვინც კი გაბედა და იფიქრა ხევსურთ დაპყრობა, სამტროდ მოსული ყველა ჩააძაღლეს. დღეს კი რა ხდება? თავზე ხელის მოსმით და “ენა ტკბილად მოუბარი”-თ წინაპართა დაქცეულ სისხლს ბევრმა “ხევსურმა” უსინდისობით გაბინძურებული ფეხი დაადგა.მტერმა გველური სიეშმაკით მოახერხა ის, რაც ცეცხლით და იარაღით ვერ შეძლო. “ძაღლ ჩააკვდას ვინაც მამათ რჯულ დაივიწყას,ჯვარ ხატნი სხვათა სალოცავთაზედ გასცვალას, მანაქონარის გასაბევრებლად ურჯულოთ ქუდ მაუხადას”…ვინც არაა თანახმა მიპასუხოს. ისე ძალიან მინდა ამ სიუჟეტის ავტორებს ვკითხო რა არის სინდისი. ვხედავ ურჯულო ყორნები როგორ დაესივნენ არწივს, როგორ უნდათ ტურებს რაღაცის ნაგაბარი მაინც შეხვდეს. ყველას თავისი ნამოქმედარით გაეზომება…აი, უკვე “პროფილში” წერენ “ხევსურეთში მონათმფლობელობის დამყარებაზე”-ნუკრი მჭედლიშვილმა გასცა პასუხი. ნუკრი მჭედლიშვილი არაა ხევსური და შოთა არაბულია ხევსური, რომელიც ვიღაც უცხოელების გასართობად აყინტრავებს ახალგაზრდებს. მალე ინდიელებივით მძივებზე და ბრჭყვიალა საგნებზე გაჰყიდით სამშობლოს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა; ან აღიარეთ სახელი და გვარი (თუ ვაჟკაცური გაგაჩნია) ან გაანებეთ ხევსურულის გამოყენების მცდელობას თავი

  • 09/04/2011 at 02:45
    Permalink

    “ამირიკის დიდს მთავრობას,ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა: ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს, ბალშოვიკებით.გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან,მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ. მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და […] აი კიდევ ერთი მაგალითი ხევსურების მოტყუებისა, გამოყენების მცდელობა…ასეთი ბევრია ზეპირგადმოცემაში შემონახული თუ როგორ ატყუებდნენ უეშმაკო ხევსურებს გაიძვერა “მეგობრები”. ჩვენს რაინდულ ხასიათს, ვაჟკაცობას და პატიოსნებას “გოიმობად” თვლიან და ზურგს უკან დაგვცინიან.

  • 12/04/2011 at 14:25
    Permalink

    “იმსჯელოს ხევსურულზე-მარტო ხევსურს”, კი, არის ისეთი რამ რაზეც არ შეიძლება, მაგრამ აქ ჩვენ ასეთი ჯერ არაფერი დაგვიწერია. ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ და ჩვენს აზრს არავის ვახვეთ თავზე, ვაგროვებთ უკვე დაწერილ ჩანაწერებს და ვაქვეყნებთ. გვინდა ეს ყველაფერი გავაერთიანოთ, რაგდან ბარში ჩამოსულმა ხევსურმა არ დაივიწყოს წარსული, გვინდა ინფორმირებული იყოს ახალი თაობა, მეტი იცოდეს და მეტი ინტერესი ჰქონდეს.

    მე პირადად ეს, დიდ დროს მართმევს, მაგრამ ამას ვაკეთებ სიყვარულით და ინტერესით. ამ საიტს ტექნიკურად ვმართავ, კი ბატონო არ ვარ ხევსური მაგრამ როცა, როცა ამის გამკეთებელი არავინაა მიწევს თვითონ მასალების მოპოვება და ორმა კაცმა ამდენი რამე გაითვალისწინოს ცოტა ძნელია. ასე ლაპარაკი კი არ ვარგა, ჯობია რჩევა მოგვცეთ თუ გული შეგტკივათ და არა აგრესიით წამოხიდეთ.

    ვაჯკაცობა ცოტა უადგილოა,უსაბუთო და თქვენი გასარჩევი არაა.
    რაც შეეხება ჩემ გვარს, გვარის აღიარება ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, ჭუმბური არ ნიშნავს გვარის უარყოფას და არც არასოდეს ვიზამ ამას და ამიტომ არ შევამოკლე რომ ხევსურულს მივბაძო, როგორც თქვენ გგონიათ, მე ბავშობიდან “ჭუმბურ”-ს 🙂 მეძახიან რადგან ჭუმბურიძე ვარ.

  • 04/05/2011 at 16:32
    Permalink

    ძალიან გიწვალიათ და მე ამას გიფასებთ

  • 04/05/2012 at 18:43
    Permalink

    ადამიანი,ადამიანთა ჯგუფები, ხალხები და ქვეყნები რომლებიც არ ისწრაფვიან ახლისაკენ, და არ ცდილობენ გამოვიდნენ კაცობრიობის განვითარების ასპარეზზე სინი საცოდავნი არიან, აქ ერთს უწერია ასეთი კომენტარი რომ საერთოდ ნუ შეეხებით ხევსურეთსო, მე პირადად ხევსური ვარ წარმოშობით, ((გამხიტაშვილის წინა გვარი ჭინჭარაულია, ისევე როგორც ბალხამიშვილის),(გამხიტა და ბალხამი ძმები იყვნენ ჭინჭარაულები და ეს ორი გვარი 13 ე საუკუნეში გადავიდა ქსნის ხეობაში, შემდეგ კი შიდა ქართლსა და კახეთში გაიფანტა)), ხევსურები არიან ძირძველი იბერიელები,(უშუალოდ აბრაამისა და იაკობის შთამომავლები)და სხვას თუ, ხევსურების ძირძველ ნამდვილ იბერიელობას წინ ვერაფერი ვერ აღუდგება,გინდაც მითოლოგიურად რომ ვიმსჯელოთ და თარგამოსის გენეალოგიასთან რომ დავაკავშიროთ ქართველი ერი, ხევსურები მაინც პირველ ადგილზე იქნებიან იმ მხრივ რომ ისინი უძველესი ადაპტირებული ხალხია იბერიაში ანუ აღმოსავლეთ საართველოში. ნამდვილად იყო მსგავსი აბრაამის რწმენასა და ხევსურების რწმენას შორის რაღაც,ზოგადად თუ არ იცით ვიტყვი რომ იბერიელები,(აქ მთავარი ვიზუალური მსგავსება მოდის პირველ რიგში ხევსურებზე, მთის ხალხზე)და ისრაელიანები იგივე ებრაელები ერთი ჯგუფის ხალხია გენეტიკურად მონათესავე , აქედან გამომდინარე რადგან ხევსურებისათვის დამახასიათებელია ადათ-წესების მტკიცედ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნება , ეს ასახულია თითქმის დღევანდელ მდგომარეობაზეც,კი ისიც მართალია რომ მთა ძლიერ წინაამღდეგობა უწევდა მათში ქრისტიანობის დამნერგავთა მსურველებს, მაგრამ, ქრისტეს მოსვლა შემთხვევითი არ ყოფილა, და თუ კი ებრაელები გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან ერთეული იბერიის წარმომადგენლები ჯერაც ვერ გამოსულან ამ მდგომარეობიდან და ისევ ძველს იცავენ, საქმე იმაშია რომ აბრაამისა და იაკობის ღმერთი ამბობდა რომ ქრისტე მოევლინებოდა კაცობრიობას და ამ ორმა ადამიანმა იცოდა ამის შესახებ,ჩემი აზრით ხევსურთა მხრიდან ქრისტეს უგულებელყოფა სრული უგუნურებაა რადგან ეს ქრისტე რეალობაა, და იმას არ უნდა უყურო რომ ძალით მიგაღებინეს, ხევსურების რელიგია სათავეს იღებს იმ წინასწარმეტყველების ქადაგებებიდან რომლებმაც ქრისტეს მოსვლა იწინასწარმეტყველეს, და რატომრაც ზოგიერთი ხევსური ამას უარყოფს,ძალით მიაღებინეს თუ არა მაგაზე ნუ ფიქრობთ, თქვენ თავებს, ჰკითხეთ ღირს თუ არა ქრისტიანობა და ქრისტეს ნამდვილად აღიარება როგორც ერთადერთი უცოდველი დიდებული ადამიანისა.

  • 19/07/2012 at 09:46
    Permalink

    ემზარი წიკლაური
    ხევსურეთს რა უნდა და რა არ უნდა, მარტო თქვენ არ წყვეტთ.ეკლესიის აშენებით სალოცავებს არავინ აკნინებს.ერთადერთი კუთხეა საქართველოში, სადაც არცერთი ტაძარი არაა და ეს კიდევ ერთი მიზეზია(სხვა მრავალთან ერთად), რომ ასე “კარგად” მიდის მისი საქმე.ვისაც არ უნდა, ნუ ივლის ეკლესიაში, მაგრამ აშენებით მაინც აშენდება

  • 19/09/2012 at 21:17
    Permalink

    ართხმოელი (გილათა) ემზარა წიკლაური ეტყობა უფრო მარგად ,,ერკვევა”. მოხევეებმ ხვარ შაგაშინეს ართხმოელო და აბოდებ აქ. ცოტა ზდილობა იქონიე ემზარა წიკლაურო!!!

  • 19/09/2012 at 21:47
    Permalink

    ხევსურეთში ეკლესიაც უნდა აშენდეს და ძველი სალოცავებიც უნდა იყოს. ხევსურული ჯვართ-მსახურება ,,ძველი-აღთქმის” მსაგავსია და სხვა ერისგან კი არა მიღებული, არამედ ძველ ქართული ტრადიციულია. ქართული ხალხური ვარიანტია. ანუ ქართველებსაც გვქონდა ,,ძველი ართქმის” არქეტიპი ღვთისმსახურება და ამაზე ამბობს ლ.მროველი და ვ.ბატონიშვილი (მეფეთა ცხოვრება),,დაივიწყეს დამბადებელი ღმერთი და თაუვანს სცემდნენ მზესა, მთვარესა, მნათობთა და საგანთა, შემოერიათ წესნი სპარსთანი, ბერძენთა და ურიათა….”. ,,დამბადებელი ღმერთის” (მერიგე დამბადებელო, მომრიგებელო) წესი და ქართველთა ცხოვრების წესი ერტი დაიგივე იყოვო. სალოცავების დაცვა და ღვთისმსახურებას არავინ გადაეჩვევა და ეს წესი უძველეს რწმენას ინახავს, მაგრამ ,,ნათლობას” ხევსურები ეკლესიისგან იღებდნენ. ასევე თავისი ნათლობაც აქვთ. ეს წესები უნდა შენარჩუნდეს და ხევსურული ღვთისმსახურებაც ქართულმა ეკლესიამ უნდა დაიცვას. ემზარა წიკლაური რუსეთიდან წერს რაღაცეებს და ,,მწერელტყვეა”. ემზარა ხომ არ ,,გრუსეს”?

    • 31/01/2013 at 19:05
      Permalink

      ის ურიები არიან ხევსურები და პირიქით ხევსურებს შემოერიათ სხვადასხვა რჯულის ხალხთა რელიგია!!!

  • 19/10/2012 at 16:03
    Permalink

    me Ucha var wiklauri da chemebi zogi martla ,,waumwereltyveebs

  • 16/02/2013 at 14:38
    Permalink

    ხევსურები ფხოველები არ არიან,პირიქით ფხოვი ხევსურების მისვლისას “დაიშალა” ხევსურები მცხეთიდან განსახლებული ებრაელები არიან 4-ე საუკუნეში

  • 28/06/2013 at 01:43
    Permalink

    ისე ემზარი წიკლაური არ გიცნობ მაგრამ შენი ნაწერებიდან ერთი მთავარი დასკვნა გამოვიტანე ზრდილობასთან ახლოსაც არ გაგივლია და თუ მოხევეც ხარ ეგ ჩემთვის უფრო მეტად საწყენი იქნება:( თუ ვინმეს რამე ეთქმის ხევსურეთზე და ხევსურების სახელით ეს შოთა არაბულია.ყველაზე მეტი თუ არა არც არვიზე ნაკლები გაუკეთებია ხევსურეთისა და საქართველოსთვის.იმედს ვიტოვებ რომ არ იცნობ შოთას და იმიტომ წერ ესეთ უმზგავსობებს მასზე თუმცა მაინც არ ამართლებს შენს საქციელს არცოდნა.

    p.s. ხალხნო თუ მეტის გაგება გინდათ მთიელთა რწმენაზე მარტო ორი წიგნით ნუ შემოიფარგლებით,ბევრი წაიკითხეთ.გირჩევთ გაეცნოთ ჟინვალის ექსპედიციის მასალებს რომელმაც ფშავხევსურეთის ტერიტორიაზე მათ შორის შატილშიც(VII_VIIIსს) ტაძრები და ქრისტტიანული სამარხები აღმოაჩინა.ასევე გაეცანით როზეტა გუჯეჯიანის სტატიას წიგნში ეთნოლოგია/ეთნოგრაფია,ასევე ანდრო ლეკიაშვილის ნაშრომებს.

    • 09/04/2015 at 12:36
      Permalink

      გამარჯობა, მოხევევ მე ეგ კონკრეტული მასალები ვერ მოვძებნე ინტერნეტში სამწუხაროდ და შენ შეგიდძლია დამეხმარო ? დიდი ინტერესი მაქვს.

  • 04/07/2013 at 12:30
    Permalink

    ემზარ წიკლაურო. ხალხო ამ პიროვვნებამ იმისთანა შეურაწყოფეფი მომაყენა რომ რა გითხრათ… და არამარტო მე ხევსურ მანდილოსნებს იმისთანა უშველი სიტყვებით ესაუბრა რომ რავიცი კაცმა რომ ქალის პატივისცემა არ იცის იქ სრულდება ყველაფერი… შენ რომ მაგარი ხევსური ხარ ემზარ წიკლაურო რას ხარ მაგ რუსეთში გადაკარგულიი? ჩამოდი და მიხედე ხევუსრეთს როგორც შენ გესმის ისე მაგრამ ხევსურები მაგის უფლებას აარ მოგცემენ.

Comments are closed.