ქეთელაურთა გვარის ანდრეზი

ბისო სამჯერ გათაული. ჩვენ მეოთხე დინასტიაი ორთ. ჩვენ წინ ფილაურებ იყვნეს. ფილაურებ გადასახლებულან. მაგათ ჯვარი მაგათ საცხოვარში ყოფილ. საცეცხლურში ხე ამასვლივ. ჯერ ერთხან ამასულ, მემრ მეორედ და მესამედ ამასვლისას წითელ გველ ამახყოლივ ხეს. ამის მემრ აყრილან. ზუსტა იმ ადგილში ეკლესია იყვ აშენებული და მემრე ის ეკლესია ჯარებმ დაანგრიეს და სკოლა გაიკეთეს. ეკლესიის მემრ კიდევ ამავიდ ეხლა, პაპასჩემის დროს, ხე.
აქ დასახლებულნ უკვე ვყოფილვართ, როცა ფილაურნ წასულან. ეხლა ფილაურ ამბობს: ჩვენავ ქეთელაურის განაყრები ორთავ. ფაქტიურად კი არ: თავთავადნი ორთ – ხარ-ქვაბით ვეძმენით.
ჩვენ ყვარელშიით ორთ წამასულები, ჭავჭავაძეების განაყრები. ჩემ პაპამ მიამბის: თელავში ჯამბარებს უწნევდითავ ხალხსავ და იქ ვთქვითავ, აბა, წავიდეთავ ყვარელშიავ, მამისძმან ვინახულათავ. მივედითავ და გვკითხესავ. არ შაგვიშვესავ, ერთ ლანძღვა მოგვაყარესავ და ჩვენც მივაგინეთავ და წამოვედითავ.
აქ ყოფის დროს, როცა ილია დუშეთში მუშაობდ მოსამართლედ, დაუბარებავ: ბისოთავ წამოვიდანავ ქეთელაურებივ ყველანივ. წავიდ სამი კაცი: ბაჭყურა, გიორგი, მგელა. მისულან და ილიას გამოუკითხავ. ესენიც მახყოლიან: ჩვენ ჭავჭავათ განაყრები ორთავ. ჩვენ პაპაივ კაცის კვლაზე წამოვიდავ, ლავრენტი და ქეთო. აქ რო მასულან, გვარ გადაუკეთებავ და სახელებით გაუკეთებავ: ქეთო-ლაურა, ქეთელაური. ილიას დაულოცავ და ერთ ოქრო გამოუტანებავ, სოფელში გაინაწილეთავ ჩემ სახელზედავ და ეს ნათესაობა არ დავკარგათავ. ოქრო მასულებს კი აღარ გაუნაწილებავ.

მთხრ. მამუკა ქეთელაური,
ჩამწ. გოდერძი არაბული, ბისო, 1985.
თსუფა 27120

მომზადებულია ზურაბ კიკნაძის წიგნის ”ანდრეზები”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • ქეთელაურები ჩვენი წინაპარი თიანეთიდან მოსულა, ცხრაკარანიდან. თიანეთს ყიზილბაში რო მოსულა და ქვეყანა აუოხრებია, მაშინ ორი ძმა ყოფილა, ერთი კოჭლი და მეორე ფეხიანი. კოჭლი იქ დამრ- ჩალა, ფეხიანი კი მთაში გაქცეულა. […]
  • წმინდა გიორგი ხევსურთა თემ-სოფლების უმთავრეს სალოცავად და ღვთაებად წმინდა გიორგი უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც თვით პირიმზე, სახმთო – ბერი ბაადური, კოპალა შუბნურის ჯვარი და ა.შ. წმ. გიორგიდ მოიხსენიებიან. ამ ხთიშვილთა […]
  • ბისოელ-ხახმატელნი და ჭორმეშიონნი ბისო, ხახმატი და ჭორმეშავი ცალკე თემებს არ წარმოადგენს, მაგრამ განცალკევებული სოფლებია. ძველ დროს ბისო-ხახმატში მდგარან ბუნოელანი, ფილაურნი, ძაღლაურნი, ხეთეშაურნი, მჭედლურნი, ბეგთაურნი და ჭავჭავაძენი. […]
  • ნიადაგი აღწერილ რაიონში სიმაღლეთა ცვლის მიხედვით სხვადასხვა ტიპის: ტყის, ტორფიანი, მთა-მდელოს პრიმიტიული ნიადაგები გვხვდება. მთა-მდელოს ნიადაგებს ყველაზე მაღალმთიანი ნაწილი (2000-3500 მ.) უჭირავთ. მათ შემადგენლობაში […]
  • ჩირდილის ზენა ჯვრის დაარსება ამ ადგილას ადრე ჩირდილელები ცხოვრობდნენ. ერთ მკითხავ ქალს, ფანცქალათ ოჯახიდან, უთქომ რომ ჯვარი სოფელ ადგილას საკლავის დაკვლას და სადობილოს გამართვას მოითხოვსო. ამ ქალს ლექსად უქადაგია: ას მარჯვენა ასი ცხრასა […]
  • პირუტყვის გამოკვება ზამთარში ხევსურეთში და საერთოდ, საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის მთიანეთში , თიბვის სეზონი იყო ყველაზე დაძაბული სამუშაო პერიოდი. ოჯახს უნდა მოესწრო რაც შეიძლება მეტი საკვების მომარაგება და მეორეც, თივის დროულად აღება […]
  • ფუძის ანგელოზი ერთმა უკანახოელმა კაცმა ძროხა დაკარგა. დადის და ეძებს ძროხას. ბოლოს მიაგნო ერთ ადგილს, სადაც ძროხას ხბო მოეგო. სცადა ხბოს აყვანა იმ პატრონმა, დაეზიდა, მაგრამ ძვრა ვერ უყო, ვერ ასწია. გაანება თავი, წავიდა და […]
  • კლედ-ნაშალების (პეტროფილური) ფლორა განსაკუთრებით საინტერესოა ფშავ-ხევსურეთის სუბნივალური სარტყელის ფლორა. ზღვის დონიდან 2900-4000 მ სიმაღლეებზე ბინადრობს რამდენიმე იშვიათი ადგილობრივი მცენარეების სახეობა. აქ კლდეებში, ლოდებში და ღორღში […]