ქეთელაურები

ჩვენი წინაპარი თიანეთიდან მოსულა, ცხრაკარანიდან.
თიანეთს ყიზილბაში რო მოსულა და ქვეყანა აუოხრებია, მაშინ ორი ძმა ყოფილა, ერთი კოჭლი და მეორე ფეხიანი. კოჭლი იქ დამრ- ჩალა, ფეხიანი კი მთაში გაქცეულა. ჭავჭავაძენი ყოფილან ის ძმანი. ფეხიანი წინწინ ხორხში დამრჩალა, შემდეგ აქ წამოსულა, ბისოში. ფეხიან კაც, აქ რომ მოსულა, შვილი გასჩენია, თითონ ის მტერს მოუკლავს. დედას პატარა შვილი ფშავში, გოგოლაურთას, თურმანაულებთან დაუმალია და იმათ გაუზრდიათ. რომ დავაჟკაცებულა, თურმანაულებს ხახმატის წმიდა გიორგის ხატში მაუყვანიათ და უთქომთ, რო ვინმეს რამე გინდავ, სისხლი გმართებთ ან როგორ რო დაყენება გჭირდებათ, ჩვენა ვართ ეხლა ალუდას გამზრდელებიც და მტრის პასუხის მგებელიცო. თურმანაულს რო წამოუყვანია ქეთელაური, იმას ალუდა რქმევია. ხუთი შვილი გასჩენია ალუდას და ყველანი ბისოში დასახლებულან. იმ ხუთ შვილში მხოლოდ ქეჩანი დამრჩალა, დანარჩენი უშვილოდ დახოცილან. ქეჩანის ნატეშრები ვართ ყველანი

მთხრ. ჩალხია ქეთელაური,
ჩამწ. რუსუდან ხარაძე, ბისო, 1938
რ. ხარაძის არქ.

მომზადებულია ზურაბ კიკნაძის წიგნის ”ანდრეზები”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • ფოტო კონკურსი: მთა, ხალხი, კულტურა… ყველაფერი ხევსურული ფოტო კონკურსი ვისაც გიყვართ, გიმოგზაურიათ, ან ხართ ხევსური, გაქვთ გადაღებული საინტერესო ფოტოები, მაშინ ატვირთე ჩვენს ფეისბუქის გვერდზე http://www.facebook.com/khevsureti.ge ან გამოგვიგზავნეთ მეილზე […]
  • ქეთელაურთა გვარის ანდრეზი ბისო სამჯერ გათაული. ჩვენ მეოთხე დინასტიაი ორთ. ჩვენ წინ ფილაურებ იყვნეს. ფილაურებ გადასახლებულან. მაგათ ჯვარი მაგათ საცხოვარში ყოფილ. საცეცხლურში ხე ამასვლივ. ჯერ ერთხან ამასულ, მემრ მეორედ და მესამედ […]
  • წყალსიქითი წყალსიქითის თემი როშკის წყლის ხეობაში მდებარეობს და სხვადასხვა გვარებით დასახლებულ რამდენიმე სოფელს აერთიანებს. უმთავრესი სოფლებია ქმოსტი, როშკა და ბლო, რომლებიც კიდევ ცალკეულ სოფელ-უბნებისგან […]
  • ბისოელ-ხახმატელნი და ჭორმეშიონნი ბისო, ხახმატი და ჭორმეშავი ცალკე თემებს არ წარმოადგენს, მაგრამ განცალკევებული სოფლებია. ძველ დროს ბისო-ხახმატში მდგარან ბუნოელანი, ფილაურნი, ძაღლაურნი, ხეთეშაურნი, მჭედლურნი, ბეგთაურნი და ჭავჭავაძენი. […]
  • სოფელთა განსახლების ძირითადი ფაქტორები და სოციალური სტუქტურა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • ხევსურეთის მდებარეობა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • კლიმატი ფშავ-ხევსურეთის კლიმატი მის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია. მდინარე ასას და არღუნის (ჩრდილო ანუ პირიქითი ხევსურეთი) ხეობების კლიმატი უფრო მკაცრია ვიდრე ფშავისა და პირაქეთი ხევსურეთის (არაგვის ხეობა). […]
  • ფხოველთა უმთავრესი სალოცავი ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა […]

4 thoughts on “ქეთელაურები

  • 18/06/2012 at 13:50
    Permalink

    კარგია

  • 12/03/2013 at 23:14
    Permalink

    მეც ასე ვიცოდი ჭავჭავაძეები ვყოფილვართ ქეთელაურები

  • 16/05/2015 at 10:03
    Permalink

    ეს ამბავი დაახლოებით რომელ თარიღს ატარებს?

Comments are closed.