ფხოველთა უმთავრესი სალოცავი

ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა გიორგიდ იწოდებიან. ამ ღვთაებებმა (ხთიშვლებმა) გაწმინდეს ფშავ-ხევსურეთის მიწა-წყალი დევ-კერპებისაგან. გადმოცემით, ეს ღვთაებანი “ნახორცივლარი” გმირებია, რომელნიც შემდეგ “გახთიშვილებულან”. (ევჰემერისტული შეხედულება, რომ ღვთებანი რეალური პიროვნებანი იყვნენ).
ძირითადი და ცენტრალური სალოცავი ერთიანი ფხოვისათვის ხახმატის ჯვარი – გიორგი ნაღვრისპირისა (ნაღვარმშვენიერი) იყო, რომელიც არის “ ქაჯეთის გამტეხი’, “დიდი დიდოეთის გამბეგრავი”, “ჟამ-უჟამოთა მოარული”, “ჩდილ-ვაკეთ დამთოკავი”, “რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი”.
ხახმატის ჯვრის ნიშები გაბნეულია თუშეთში, ფშავში, გუდამაყარში, კახეთში. ხახმატის ჯვრის ნიშები ყოფილა ჩრდილოეთ კავკასიის ტომებში. ძურძუკებისა და დიდოელების შთამომავლები გვიანობამდე დადიოდნენ ამ ჯვარში. ხახმატურის ჯვარიონნი კი ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდნენ და დიდი ძალა ჰქონდათ.
გადმოცემით ხახმატში “სამნი ძმანი ესკაისძენი” მდგარან: გიორგი ნაღვრისპირისა, გიორგი ფიცრულისა და გიორგი ბოსლოვანისა. მათ გაუჩენიათ საარსო, საყმო და გაძლიერებულან.
ხახმატის ჯვარი – გიორგი ნაღვრისპირისა (ნაღვარმშვენიერი), რომელიც არის მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ნაყოფიერების და ამავე დროს, მოლაშქრეთა ღვთაება, აერთიანებს მატრიარქატულ, ტოტემურ, ფალოსის, მნათობთა და ა.შ. უძველეს კულტებს (ხელი სამძიმარი, მწევრის საფლავი, თამარის კოშკი, დობილნი, ციხიანი…). იგი ვრცელი, რელიგიურ-არქიტექტურული კომპლექსია, რომელთა ნაშთებმა მცირედღა მოაღწია. ხახმატურის დობილი “ხელი სამძიმარი” ჩვეულებრივი ჯვარია, რაც ერთადერთი შემთხვევაა ხევსურეთში.
თუ ფხოველნი თავისი ერთიანობისა და ძლიერების ხანაში ლაშქრობებს ხახმატის ჯვრის დროშით აწარმოებენ, ფხოვის დაშლის შემდეგ ლაშქარში გუდანისა და ლაშარის ჯვრის დროშით გადიან.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • ლიქოკი ლიქოკის თემი ლიქოკის წყლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ბარისახოსთან უერთდება არაგვს. ლიქოკის ხეობა იწყება შურისციხის ახალაღმოჩენილი ძველი სამაროვნითა და ლიქოკის ჭალით, რომელსაც ძველად ‘’სალაშქრო ჭალა’’ […]
  • მითოლოგია ხევსურული ზეპირსიტყვიერების ძეგლებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მითოლოგიურ ლექსებსა და გადმოცემებს, რომელთა გულისგულს ღვთის შვილთა ანუ ლოკალური ხასიათის დარგობრივ ღვთაებათა გაჩენისა და […]
  • ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან […]
  • წმინდა გიორგი ხევსურთა თემ-სოფლების უმთავრეს სალოცავად და ღვთაებად წმინდა გიორგი უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც თვით პირიმზე, სახმთო – ბერი ბაადური, კოპალა შუბნურის ჯვარი და ა.შ. წმ. გიორგიდ მოიხსენიებიან. ამ ხთიშვილთა […]
  • საარაგვო “საარაგვოს” უწოდებენ ხევსურეთის არაგვის აუზის ტერიტორიებს ორწყლიდან ოხერხევამდე და მასში მოიაზრებენ ცალკეულ დამოუკიდებელ თემებს: “საგაღმოს” (მოწმაო, გველეთი, დათვისი), ლიქოკს და ბარისახოს, […]
  • ხევსურეთის მდებარეობა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • სოფელთა განსახლების ძირითადი ფაქტორები და სოციალური სტუქტურა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • ღულელნი სოფელი ღული ხევსურეთის ცენტრსა და გზასაყარს წარმოადგენს. იგი საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მთელ ხევსურეთში და საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც უკავია; ღულის მთა, არაგვის ხეობა და ოხერხევის ნაწილი. […]

13 thoughts on “ფხოველთა უმთავრესი სალოცავი

  • 13/02/2012 at 11:48
    Permalink

    ხმალა ჩვენი სალოცავია ჩოკოლაშვილების და სუარიშვილების : ))

  • 13/02/2013 at 12:14
    Permalink

    ყველა ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას რომ ფხოველები ვაინახური წარმოშობის ხალხი იყვნენ.

    კარატისა და ხახმატის ანუ ფხოველთა უმთავრესი სალოცავებიდან მოხდაო ფხოველთა აყრა და გადასვლა თუშეთსა და ჩრდილოკავკასაში ხევსურთა მისვლისასო.

    ამიტომაც იყო ფხოველთა სალოცავების ნიშები მთელს ჩრდილოკავკასიაში,კახეთსა და მეზობელ თუშეთში,გუდამაყარში და ფშავში.ამიტომაა მსგავსი წესები როგორიცაა მიცვალებულის დამარხვა აკლდამებში იგივეა თუშეთში,ჩაჩნეთში,ინგუშეთში,ოსეთსა და დაღესტანშიც.
    იგივე არქიტექტურაა მატერიალურ ძეგლებშიც.
    იგივე ფარული ნიშნებია და კრიპტოგრამებია ყველგან ჩრდილოკავკასიაშიც და აქეთაც,ერთი ხალხია ერთი კავშირი აქვთ და ერთნაირი რწმენა წარმოდგენები ჰქონდათ ანუ იყვნენ წარმათები.
    დიალექტიც და ენა იგივეა.
    ქვის ჯვრები უამრავია როგორც შენობა-ნაგებობებში ისე ინდივიდუალურად ჩრდილოკავკასიაშიც და ისე თუშეთსა და ყოფილ ფხოვის ტერიტორიებზე

    მაგრამ ხევსურები სულ სხვა ხალხია წარმოშობით!

    პირველი ის რომ ხევსურეთი გვიან ჩნდება!
    მეორე ის რომ ხევსურეთის ტერიტორიაზე შექმნილი მატერიალურ-კულტურული ძეგლები არაა ხევსურების აშენებული!(ციხე-კოშკები,აკლდამები)
    მესამე ის რომ ხევსურული რელიგიური წესები და მსახურება ებრაულს ჰგავს ძლიერ და ზოგჯერ ანალოგიურია!(მაგალითად სწორფრობა გავრცელებული და ჩვეულებრივი ფორმა იყო ასევე ძველ ისრაელში და მას მკაცრად იცავდნენ!!!!!)
    მეოთხე ის რომ ხევსურული ჩაცმულობა და ორნამენტიკა საერთოდ არ ემთხვევა კავკასიურ სტილს და იგი იმ ძველი ქვეყნების ჩაცმულობის სტილს ემთხვევა რომლებიც ებრაელების მეზობლად ცხოვრობდნენ
    მეხუთე ის რომ ხევსურები(ძირითადად ხევსურეთიდან წამოსული ხევსურები საუკუნეების წინ ლაპარაკობენ უამრავი ივრითული სიტყვებით და უფრო მეტად სუფიქსებით)
    მეექვსე ის რომ სახელწოდება ხევსურეთი ხევის ებრაელებს ნიშნავს,(შესაბამისად გვარების დაბოლოვება “ური”სუფიქსით მოხდა)
    მეშვიდე ის რომ არსებობს ხევსურული რჯული და კანონები რომელიც ღმერთის მიერ იყო დაწესებული.ეს იგივეა როგორც ხევის ებრაელთა რჯული და კანონები,ვინც იცის ებრაელთა ისტორია და ბიბლია ერთხელ მაინც წაუკითხავს აზრიანად და საფუძვლიანად ადვილი მისახვედრია რომ ებრაელი ერის უპირველესი ცხოვრების წესი იყო რჯულისა და კანონების დაცვა,რომელიც ღმერთმა მოსეს დააწერინა ებრაელი ერისათვის
    მერვე ის რომ ხევსურთა ანთროპოლოგიური მონაცემები აბსოლიტურად ანალოგიურია როგორშიც ამას ებრაელებში ვხედავთ(მოკლეთავიანობა,საშუალო სიმაღლე,და ჩამსხდარი ტანი,ხევსურის სიმაღლე საშუალოდ 175-178 სმ-ია,კაცის)
    მეცხრე ის რომ ებრაელები ცხოვრობდნენ ზანავში,უბანი ურიათას რომელსაც ეძახდნენ და მცხეთის ჩრდილოეთით რომელიც მდებარეობდა მდინარე არაგვზე.(უბანი ურიათა)
    მცხეთის ამ უბნებიდან ებრაელთა განსახლება მოხდა ორჯერ მთიანეთის მიმართულებით,პირველად 4 – საუკუნეში როდესაც ქრისტიანობამ იწყო გავრცელება საქართველოში მცხეთიდან,მეორედ 10-ე საუკუნის ბოლოს როდესაც დაიწყო ებრაელთა პატრონყმობაში მოქცევა და ამისაგან თავის დასაღწევად ებრაელთა ნაწილმა მიაშურა თავშესაფარს,განსახლდა მთიანეთისკენ!

    ამდენი ფაქტის შეჯამების შედეგად შეუძლებელია ხევსურები ვაინახები იყვნენ,ეს სრული აბსურდია

    ზოგიერთმა ჩათვალა რომ რადგან ხევსურეთის ტერიტორიაზე ფარული მსგავსი,ანალოგიური ნიშნებია, ხევსურები,თუშები და ჩრდილოკავკასიელები ერთი ხალხია,ესაა სიცრუე,
    პირველრიგში იმიტომ რომ ისტორიულად გაუმართლებელია ასეთი რამ,ხევსრუებმადე იყო ვაინახების ხევსურეთის ტერიტორია და მერე იქნენ განდევნილნი მანდედან ხევსურების მიერ და ამიტომ ერთი ხალხი რადგან იყო მსგავსი მემკვიდრეობაც იმიტომაა ყველგან ხევსურეთშიც და ჩრდილოკავკასიაშიც,მერე კიდევ ის რომ არც ენა არ გვაქვს ვაინახური და არც წესები გარდა საყოფაცხოვრებო წესებისა!

    ვაინახი ვიანახია,თუში თუშია და ხევსური ხევსურია,ხოლო ხევსური ვინაა ეს გასაგებია ხევის ურიები ანუ და რა შუაშია ვაინახობა ამასთან?

    აქვე უნდა აღინიშნოს რომ ხევსურეთი ჩნდება ფხოვის დაშლის შემდგომ 11-ე,12-ე საუკუნეების პეიოდში

    არანაირი დამამტკიცებელი საბუთი ხევსურთა და ვაინახთა საერთო წარმომავლობაზე არ არსებობს,ესაა ისტორიის გაყალბების მცდელობა,სულ მტრობა ჰქონდათ მეზობელ ჩრდილოკავკასიელებთან ხევსურებს!
    დროა გონს მოეგოთ და ეგ ფარული ნიშნები რომ ხევსურებს არ ეკუთვნით ეს შეიგნოთ მაგ თავებში, ამის შემდგიმ ილაპარაკეთ ხევსურთა რელიგიაზე თუ არაა ძველებრაული!

    გიორგი,არეს,ბერო და ასე შემდეგ …

    • 25/02/2015 at 04:46
      Permalink

      რას მიედ-მოედები, კაგებეშნიკი ხომ არ ხარ? ესეთი ვითომ ნარკვევები იმათი სტილია ტვინის არევა და გაყალბება ისტორიისა,დაახვიე აქედან

  • 14/02/2013 at 10:26
    Permalink

    თქვენ ამბობთ რომ ბასკურად “ური” წყალს ნიშნავსო,ჯერ ის დაამტკიცეთ როდის იხმარებოდა ქართულში ბასკური სიტყვა ური” თუ ფიქსირდება,მთიანეთისკენ მხოლოდ ებრაელთა განსახლება მოხდა.
    ანუ თქვენი ნაპრუტუნები აზრებით გამოდის რომ ხევსურები როდესაც ამბობენ ხევსურები ორთო ანუ “ხევისწყლები”ვართო? 🙂
    და გვარებში კი გიგაური – გიგაწყალი,გოგოჭური-გოგოჭაწყალი 🙂
    რჯული და კანონები ბასკების რელიგიური წესია თქვე უბადრუკებო?
    ისტორიას გადახედეთ და მერე მებაზრეთ ნებისმიერ საკითხზე!

    წაიკითხეთ,გადახედეთ ამ საიტზე დევს ხევსურულ სწორფრობაზე და ებრაულ კაცისა და ქალის ურთიერთობებზეა საუბარი,(მ.ჯავახიშვილი,გრ.რობაქიძე)

    ***
    გიორგი . . .
    სირცხვილი ორჯერ იწვნიე უკვე,პირველად როდესაც შენივე სიტყვებით დაადასტურე რომ მერე შეგრცხვებაო,ანუ შენ უკვე რომ შეგრცხვა ადვილი მისახვედრია შენს სიტყვებს თუ გონიერი თვალი დააკვირდება,და ახლა მეორედ შერცხვი უკვე,სირცხვილზე სირცხვილი იწვნიე უკვე!

  • 15/02/2013 at 11:42
    Permalink

    მცხეთაში არსებობდა ძლიერი ებრაული თემი 4-ე საუკუნემდე,4-ე საუკუნეში წმინდა ნინოს შემოსვლის დროს და ქრისტიანობის ქადაგების შემდგომ პირდაპირ ებრაული ბაგინი გადაკეთდა ეკლესიად,ამან დიდი მღელვარება და უკმაყოფილება გამოწვია ებრაულ თემში რადგან ეს მათთვის ძველი რჯულის უარყოფასა და გადაჯიშებას ნიშნავდა,ებრაელებს აღარ დაედგმოებოდათ მცხეთაში.ამის შემდგომ მოხდა ებრაელთა განსახლება მთიანეთის მიმართულებით.

    აი ვინ არიან ხევსურები.ის მთიანეთსკენ გაფანტული ებრაელები რომელთაც ურიებს უწოდებდნენ და ხევისურიები ანუ ხევსურები უწოდეს.რჯული და კანონები ამიტომ აქვთ,და ამიტომაც არ ჭამენ იმას რაც უწმიდური იყო ებრაელთათვის,(ღორის,კურდღლის ხორცის არჭამა,არავინ არ დაჯდებოდა და არ დაუწესებდა თავისთავს “შეზღვუდვებს” თუნდაც ის ფაქტი რომ რჯული ღვთის გაჩენილიაო)

    ხევსურეთიდან შემდგომ მოხდა ებრაელთა გაფანტვა სხვადასხვა მხარეებში(რაიონებში)საუკუნეების წინ,აი ამ ხალხთა დიალექტი ებრაულია და მრავალი დაბოლოვება დასიტყვა ივრითულია.ხევსურეთში კი ბევრად მცირე ხევსურია დარჩენილი და ზოგიერთიც კი გახევსურდა.
    ამ საუკუნეების წინ გადმოსულ ხევსურებს ჰქონდათ ხატები(ქრისტიანობის გავლენით რა თქმა უნდა) მაგრამ იმ ხატებში და არც არსად, ნებისმიერ ნაფუძრებზე და ნასახლარებზე რაღაც კრიპტები და ნიშნები არ არსებობს,ეს გამრიცხულია.

    ფარული ნიშნები კი გვხვდება ხევსურეთში,ეს ლოგიკურია,პირველრიგში იმიტომ რომ ხევსურებამდე მანდ ვაინახები ცოვრობდნენ და ჩაჩნები და ქისტები დღესაც იციან ვინ არის ხევსურეთში და ვინ ხევსურია.რა არის გასაკვირი იმაში რომ კრიპტები ფიქსირდება ხევსურეთის ტერიტორიაზე?! თუშეთი,ჩრდილოკავკასია სულ ასეა.მსგავსი რელიგიური რწმენა ჰქონდათ ანუ იყვნენ წარმათები,მსგავსი კულტურულ-მატერიალური ძეგლები,მსგავსი ენა-დიალექტი ჰქონდათ!

    შატილი უძველესი დროიდან სისაურების ციხექალაქი იყო,ანატორიც ჩეჩნების იყო,ლიქოკელების.

    ანატორზე ამბობენ რომ ქართველებისა და ვაინახების საერთო სალოცავი იყოო.
    ეს სიცრუეა რეალურად… ანატორი იყო ჩაჩნების(ლიქოკელების) ლიქოკელები ჩაჩნური წარმოშობის გვარია მაგრამ გახევსურებულები არიან იგივე გაქართველებულები და ამიტომ გონია ზოგს რომ საერთო ამიტომ იყო.რეალურად ანატორიც ვაინახებისაა,ვინც ხევსურეთის ტერიტორიაზე დარჩა ისინი გაქართველდნენ დროთა განმავლობაში ანუ გახევსურდნენ ზოგადად.

    არდოტელებიც ჩაჩნები არიან წარმოშობით

    შეთეკაურებიც.ნაროზაულებიც,ქისტაურებიც ვაინახები არიან და კიდევ ბევრია ზოგიერთი წასულია ზოგიერთი სხვა გვარებზე ეწერება ,ეს იმისთვის რომ გაიგოთ ხევსურეთში რომ გიკვირთ და თან ხევსურებს აბრალებენ კრიპტების შექმნას არათუ წარსულში არამედ დღესაც ჩვეულებრივ არიან ვაინახები ხევსურეთში და ხევსურეობენ უბრალოდ.და რამდენი წავიდა კიდევ (თუნდაც თუშეთში გადასული ვაინახები ფხოვიდან 4-ე საუკუნეში)

    მთელ საქართველოში რაონი და მხარე არაა სადაც ებრაელები არ ცხოვრობდნენ,მთიანეთისკენ განსახლებული ურიები კი დღეს აღარავის არ მოუკითხავს,მცხეთის გარეუბანია ფაქტიურად ხევსურეთი და მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიულ შემადგენლობაში შედის და როგორ შეიძლება არავინ არ იყოს მცხეთის გარშემო ებრაელები როდესაც მთიანეთისკენ მოხდა ებრაელების ყველაზე მძლავრი ნაკადის განსახლება?!

    სჯობია რეალურად შეხედოთ ისტორიას

    წარსულის რეალობა რეალობად დარჩება მაგრამ საქმე იმაშია მომავალში არ დამახინჯდეს იგი და ვაინახების წარმათულ დანატოვარს არ დაუკავშირონ ხევსურთა ებრაული რელიგია.

    დარწმუნდით რომ ებრაელთა განსახლება მოხდა მთიანეთისკენ,რადგან ძველ რჯულზე მყოფ ურიებს მცხეთაში ქრისტაინობის გამო აღარ დაედგომებოდათ.იხილეთ ვიდეო http://www.youtube.com/watch?v=4KWv5NqLn0U

    • 27/12/2013 at 14:15
      Permalink

      ეს უძველესი ტყუილის გამგრძელებელია.ფხოვის საკრალურ ტაძრებში,ლეგენდებში იმალება უძველესი ცოდნა.ამ ცოდნის მიმსაკუთრებელი ბევრია,ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ეს ჯეელიც პსევდო ფაქტების კომპილაციით და დემაგოგიური მსჯელობით,რომ ცდილობს იბერები დაგვარწმუნოს მარაზმში.ლიქოკის მეშის თეთრი გველის თქმულებას რითღა ახსნი როგორ მიითვისებ ჯეელო.დაძინებულ გილგამეშს ცოდნის ნაყოფი ,რომ აართვა და ლიქოკელებთან,რომ მიიტანა ფხოვში.მთვარის ტაძრის ნარჩენ ქვებს რით ახსნი ზედ უძველესი მსოფლიო დამწერლობა რომ იკითხება,ანალოგიური კრეტასი,მჰენჯო-დაროსი(რეალურად ამ ადგილს ანდჰაქი ქვია არ გეცნობათ ფხოველებო)სად იყვნენ მაშინ პატივცემული ურიები კოპალა დევ-ქაჯთან რომ წმენდდა ფხოვის მიწას.არა ვაინახები არა სომხები ჩაგვიწერე კიდე გენეალოგიაში.სისხლმა გადაწყვიტოს ,სისხლის კვლევითმა ანალიზმა.რისიც აგრერიგ ეშინია შენნაირ გამყალბებლებს.

  • 27/05/2013 at 23:06
    Permalink

    სადა ამ ფილმში საუბარი ხევსურთა ებრაელობაზე?. ურიაც ხარ და ღვთის გლახაც. ასეთი წერილების წერით რას აღწევ?. აღმოჩენები გაგიკეთებია და სახლში მოუყევი შენი დედას

  • 05/06/2013 at 16:43
    Permalink

    ჰიპოთეზები შენთვის შეინახე იზრეელიანელი

  • 05/06/2013 at 16:50
    Permalink

    ხევსურები ორთ გულზეც გასკდი და თავშიც ქვა გიხლია ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები ისტორიას შენნაირი დიდებისმოყვარე ისტორიკოსები ამახინჯებენ იზრეელიანელი

  • 05/06/2013 at 16:58
    Permalink

    ერთი საათი მომცა შენი თავი იზრაენიალენოოოო ვინც მაგ სისულელეებით გამოგიტენა თავი ისიც მერე გემსჯელა ჩვენს ებრაელობაზე

  • 06/06/2013 at 18:46
    Permalink

    რამდენი ხანია ამ საიტზე ვარ და ამ იზრეელიანინელმა ტვინი წაიღო. ბევრგან გიორგია მისი ნიკი იგივე ;ბრძნულ” აზრებს აფრქვევს და მაგით მივხვდი. შუმერებში და იზრაიალენებში გაიბნა. ის კიპტოგრამები შუმერული წარმოშობისაა და კაცობრიობის აკვანი ძველი შუამდინარეთი იყო, საიდანაც განსახლება მოხდა ხალხისა სამყაროს სხვადასხვა კუთხეებში.

  • 12/12/2014 at 05:08
    Permalink

    იზრაეელიანის კვლევებიდან გამომდინარე დავადგინე რომ ჩვენ პალესტინელებთან უფრო მეტი
    მსგავსება გვაქვს ვიდრე იზრაეელიანელებთან. მაგრამ დიდი მადლობა იზრეელიანელო რომ შეგვახსენე სად ფუჭდება ამინდი 🙂

  • 07/01/2016 at 15:55
    Permalink

    Ra mocia erti dabolilia ashkarad

Comments are closed.