ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი

ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1600-1700მ-ზე ერთდებიან. ესენია მდინარე აბუდელაური, რომელიც ჭაუხის მყინვარებიდან გამოედინება, ოდნავ უფრო ზევით მას უერთდება გორშეღმისწყალი, რომელიც არხოტისა და ანატორის უღელტეხილების კალთებიდან მოედინება, აღმოსავლეთიდან კი მოედინება ხახმატისწყალი, რომელიც სათავეს დათვისჯვრის მასივიდან იღებს. ფშავის და პირაქეთი ხევსურეთის ტერიტორია იურული, ცარცული და პალეოგენური ნაფენებით*.

* იურული პერიოდი დაიწყო 195 მილიონი წლის წინ და დასრულდა 140 მილიონი წლის წინ. ცარცული პერიოდი – 135-137 მილიონი წლიდან 70-67 მილიონ წლამდე. პელეოგენური პერიოდი დაიწყო 67 მილიონი წლის წინათ და გრძელდებოდა 42 მილიონი წელი.

ეს საინტერესოა

  • ფშავ-ხევსურეთი ფშავ-ხევსურეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ფშავ-ხევსურეთი მკაფიოდ არის შემოსაზღვრული მაღალმთიანი ქედებით. […]
  • სამგლოვიარო რიტუალი ხევსურეთი საქართველოს ის უნიკალური კუთხეა, სადაც დღემდე შემორჩა მიცვალებულის კულტის ამსახველი ძველთაძველი წეს-ჩვეულებები და მაღალმხატვრული სამგლოვიარო პოეზია, ე.წ. ხმით ნატირლები. გარესამყაროსგან თვეობით […]
  • ალპური ხალები (ალპური ხალიჩები) მცენარეულობის ეს ტიპი ძირითადად პირიქითი ხევსურეთში, მასიურ მაღალმთის ალპური და სუბნივალური სარტყლის მიჯნაზე ზღვის დონიდან 2900-3300მ სიმაღლეებზეა წარმოდგენილი. ალპური ხალებს ქმნიან დაბალი ტანის მცენარეები […]
  • პირიქითა ხევსურეთი არხოტის ხეობა მაღალია და ხასიათდება ძლიერი დაქანებული ფერდოებით და ციცაბო კლდებით. აღსანიშნავია ჭიმღის კლდეები, რომელნიც დიაბაზებისა და პორფირიტებისაგან შედგება. ასეთივე კლდეებს ვხვდებით ტანიესა და […]
  • სოფელთა განსახლების ძირითადი ფაქტორები და სოციალური სტუქტურა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • ხევსურეთი და ხევსურები “ვიწრო გაგებით ხევსურეთი არის მხოლოდ ის სოფლები და მიწა-წყალი, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადმოღმა ხევსურეთის არაგვის აუზში, რომელიც ერთვის არაგვს ორწყალში.” (აკ. შანიძე) “ხევსურები მხოლოდ […]
  • ურთიერთდამოკიდებულება ხევსურეთის თემებს შორის ხევსურეთის პირაქეთისა და პირიქითის თემთა მკვიდრნი ცხოვრების წესით და ხასიათით რამდენადმე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რასაც საქართველოს ბართან და ჩრდილოეთის ტომებთან მათი მეზობლობა და ურთიერთობა […]
  • გორშეღმა გორშეღმის ხეობა მდინარე არაგვის სათავეში მდებარეობს და უმთავრესად წარმოადგენს ბუდე ხევსურეთს, საიდანაც მოხდა ხევსურთა შემდგომი განსახლებანი. გადმოცემით, გორშეღმის ხეობის სოფლებში გუდანიდან გაყრის შემდეგ […]