ფუძის ანგელოზი

ერთმა უკანახოელმა კაცმა ძროხა დაკარგა. დადის და ეძებს ძროხას. ბოლოს მიაგნო ერთ ადგილს, სადაც ძროხას ხბო მოეგო. სცადა ხბოს აყვანა იმ პატრონმა, დაეზიდა, მაგრამ ძვრა ვერ უყო, ვერ ასწია. გაანება თავი, წავიდა და ხალხს უთხრა: ძროხა ვიპოვე, ხბო მოუგია, მაგრამ ვერ მოვერიეო. როგორ ვერ მოერიეო? გაიკვირვეს. წავიდნენ, თავადაც სცადეს, მაგრამ ვერც ისინი მოერივნენ, ვერ გაიყვანეს ხბო იმ ადგილიდან.
ერთმა თქვა: აბა, წავიდეთ და შევეკითხოთ ემ ფუძის ანგელოზსო: მოგვეცი ნება, ხბო წავიყვანოთ შენი ადგილიდან და გამსახურებთო. მივიდნენ, შეევედრნენ და გამოიყვანეს ხბო. მიხვდნენ, რომ ამ ადგილას ფუძის ანგელოზი იყო დაარსებული და დაიწყეს აქ მისი ლოცვა-სამსახური.

მთხრ. მიხ. წიკლაური,
ჩამწ. ხვთისო მამისიმედიშვილი, გომეწარი 1993.
თსუფა 30014ა

მომზადებულია ზურაბ კიკნაძის წიგნის ”ანდრეზები”-ს მიხედვით