ფლორა და მცენარეულობა

ფშავ-ხევსურეთის ფლორის და მცენარეული საფარის მრავალფეროვნებას განაპირობებს ის, რომ ეს ისტორიულ-გეოგრაფიული რაიონი მდებარეობს ცენტრალური დააღმოსავლეთი კავკასიონის მიჯნაზე. მისი ფლორისტული სიმდიდრე აერთიანებს 1000-მდე მცენარის სახეობას. მცენარეთა აღნიშნული რაოდენობა არათანაბრადაა განაწილებული როგორც ჩრდილო და სამხრეთ ფერდობებზე (ფშავი-პირაქეთი ხევსურეთი და პირიქითი ხევსურეთი) ისე ცალკეული ვერტიკალური სარტყლების შიგნით. ფშავისა და პირაქეთი ხევსურეთის ფარგლებში (მდინარე არაგვის აუზის ხეობა) წარმოდგენილია შემდეგი ვერტიკალური სარტყლები:
1. მთების შუა სარტყელი წიფლნარების და მუხნარ-რცხილნარებით.
2. სუბალპური ტყის სარტელი სუბალპური ტყეებით, მაღალმ- თის ბუჩქნარებით, სუბალპური მაღალბალახეულობითა და მდელოებით.
3. ალპური სარტყელი ალპური მდელოებით და მაღალმთის ბუჩქნარებით.
4. სუბნივალური სარტყელი კლდე-ნაშალ-ღორღიანების ანუ პეტროფილური ფლორით.
მდინარე ასას და არღუნის ხეობებში (პირიქითი ანუ ჩრდილო ხევსურეთი) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვერტიკალური სარტყელია წარმოდგენილი. არაგვის ხეობაში ფიჭვნარი ტყეები მხოლოდ მცირე ფართობზეა გავრცელებული, ხოლო პირიქით ხევსურეთში უფრო მეთად არის ცარმოდგენილი. ასა-არღუნის ხეობათა საქართველოს ტერიტორიის მონაკვეთზე საერთოდ არ გვხვდება წიფლნარი ტყე, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მდინარე არაგვის ხეობაში ზღვის დონიდან 1000-2200მ-მდე. ასას ხეობის საქართველოს ტერიტორიაზე არღუნის ხეობისაგან განსხვავებით, მუხნარი ტყეები არ ვრცელდება, შედარებით ნაკლებად გვხვდება სუბალპური მაღალბალახეულობა, ალპური მდელოები და სუბნივალური სარტყელი.

ეს საინტერესოა

  • პირიქითა ხევსურეთი არხოტის ხეობა მაღალია და ხასიათდება ძლიერი დაქანებული ფერდოებით და ციცაბო კლდებით. აღსანიშნავია ჭიმღის კლდეები, რომელნიც დიაბაზებისა და პორფირიტებისაგან შედგება. ასეთივე კლდეებს ვხვდებით ტანიესა და […]
  • ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები ფშავ-ხევსურეთში ხალხურ მედიცინის განვითარებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ეს რეგიონი მოწყვეტილი იყო ბარისაგან, შეუძლებელი იყო აქ სხვადასხვა დანიშნულების წამლების შეტანა. ამის გამო, ადგილობრივი […]
  • კლედ-ნაშალების (პეტროფილური) ფლორა განსაკუთრებით საინტერესოა ფშავ-ხევსურეთის სუბნივალური სარტყელის ფლორა. ზღვის დონიდან 2900-4000 მ სიმაღლეებზე ბინადრობს რამდენიმე იშვიათი ადგილობრივი მცენარეების სახეობა. აქ კლდეებში, ლოდებში და ღორღში […]
  • რელიქტური და ენდემური სახეობები ფშავ-ხევსურეთის ფლორაში მნიშვნელოვნად არის ცარმოდგენილი უძველესი, ადგილობრივი და უნიკალური მცენარეთა ჯიშები. ასე მაგალიტად გვხდება უთხოვრის უნიკალური კორომი, კავკასიური დეკა (Rhododendron caucasicum), […]
  • სუბალპური მაღალბალახეულობა (Tall Herbaceus) მცენარეულობის ეს ტიპი ფართოდაა გავრცელებული ფშავსა და ხევსურეთში. მისი გავრცელების გარემო მოიცავს ზღვის დონიდან 1800-2200მ სიმაღლეებს. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi). […]
  • მაღალმთის მდელოები ფშავ-ხევსურეთში მდელოების მრავალპეროვნება ძალიან მდიდარია და აერთიენებს მცენარეების 400 ზე მეტ სახეობას. სუბალპური მდელოები მოიცავს ზღვის დონიდან 1800-2500მ სიმაღლეებს. მანდ გავრცელებულ ფლორაშ როგორც […]
  • ტყის სარტყლის მცენარეულობა მდინარისპირული ტყეები ძირითადად წარმოდგენილია მურყნარებით (Alnus barbata, A. incana), რომელსაც ერევა ტირიფის სახეობები (Salix exelsa, S.alba). ცალკეულ ადგილებზე გვხვდება ასევე ოფი (Populus nigra) და ხვალო […]
  • ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან […]