შატილი ელექტროენერგიის გარეშე (ვიდეო)

თვეზე მეტი ელექტროენერგიის გარეშე – შატილის მოსახლეობა იმ დაზიანებული გენერატორის შეკეთებას ელოდება, რომელმაც დასახლება უნდა მოამარაგოს. მკაცრი კლიმატის პირობებში სოფელში გათბობის ძირითადი საშუალება ელექტრო გამათბობელია, თუმცა დენი შატილში მხოლოდ 2 საათით ირთვება. მაღალმთიანი სოფელი შესაძლოა მალე მოსახლეობისგან დაიცალოს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში შეშაც პრობლემაა და გზაც. ამბობენ რომ დენის გარეშე ყინვების გადატანას ვერ შეძლებენ.

პრობლემის შესახებ იციან ენერგეტიკის სამინისტროში, სადაც აცხადებენ, რომ აგრეგატი სარემონტოდაა წაღებული და უახლოეს კვირებში პრობლემას მოაგვარებენ.

სოფელ შატილში შექმნილ მდგომარეობაში ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს. სოფელ შატილში შექმნილი მდგომარეობით დაინტერესებულია სახალხო დამცველიც.


Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0