ლადო ჭინჭარაული “უფლება არ მაქვს”

უფლება არ მაქვს, მე შენ მიყვარდე, ქალავ.
უფლება არ მაქვს, კიდევ რომ დამწყდეს გული.
თუმც ღმერთმა იცის, ჩემს თავთან რასაც ვმალავ,
ამ ტიალ გრძნობებს, ვფიქრობ, ვთოკავ და ვუვლი.
უფლება არ მაქვს, რომ შეგხვდებოდე სადმე,
ფეხით ვიდოდე შენს სიახლოვეს ვაჟი.
უფლება არ მაქვს, თუმც ვიტირებდე აგრე,
გაზაფხულზე რომ ტირის გასხლული ვაზი.
ვინძლო, მიხვდები მთას რად მიმიწევს გული.
მე იქ მივხვდები, როცა შევბღავლებ ქარაფს.
ეხ, ეს ცხოვრება აწ ერთხელ დაკარგული,
რომ ამიგებდეს კვლავ სიყვარულის კარავს?
და რას ვიზამდი? გადავაქცევდი კოშკად,
ვერ შეარყევდა, ვერ დაანგრევდა ქარი.
ეს არსებობაც მოეწყობოდა კოხტად.
მეყოლებოდა გვერდით ნანატრი ქალი…
და მაინც ვიტყვი: უფლება არ მაქვს, თუმცა
და მაინც ვიტყვი: გულდასაწყვეტი კია.
პატარა ქალავ, არ გამიბრაზდე ნურცრა.
შენ რომ გიყურებ, მთის მახსენდება ია.

ეს საინტერესოა

  • პოეზია ხევსურეთი ხალხური ლექსის სამშობლოა. ხევსურულ პოეზიაში ასახულია ადგილობრივთა ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი სფერო. უძველესი კუთხის ისტორიული წარსული მის ძირაქ, ძარღვიან ლექსებშია გადმოცემული. ესაა მართალი […]
  • თემო არაბულის პოეზია *** ქალავ გამამყევი *** ქალავ გამამყევი!, ერთად შავიარათ, მთაში მისავალი წვრილი ბილიკები, ქალავ შემომხედე!, კიდევ დავინახო, შენს ლამაზ სახეზე, ნაზი მიმიკები. ქალავ გამამყევი!, მთა-გორებს […]
  • ლადო ჭინჭარაული – “კიდევაც ვნახავ ხევსურეთს” გრძნობები ვცდილობ, დავცალო გრძნობები, როგორც სასმელი რქაშია. რაცა ვცლი, უფზრო ივსება, ვერ ვხვდები, საქმე რაშია. ბარში ვერ ვნახე პასუხი, იქნებ ვიპოვო მთაშია. ლოთობა ვერას მიშველის, არცა რა ყრია […]
  • საოჯახო სასტუმრო “კორშა” სოფელი კორშა, ხევსურეთი მასპინძელი: მამუკა არაბული;  599 741 199 ელ. ფოსტა: korshaltd@gmail.com www.facebook.com/Korsha.Guesthouse საწოლი – 25 7 ნომერი. ( 2 ადგილიანი და 3 ადგილიანი) ერთი ღამე […]
  • შატილობა 2015 5 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური […]
  • გიგო გაბაშვილი – ხევსურული უდიდესი ქართველი მხატვარი – გიორგი (გიგო) გაბაშვილი ქართული რეალიზმის წარმომადგენელია და მას თავისი ადგილი უკავია ქართული ფერწერის განვითარების ისტორიაში. მის სახელს უკავშირდება დამთავრებული ჟანრული და […]
  • ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან და ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არ ვართ სანამ სრუა […]
  • სარწმუნოება ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ […]