ტალავარი

ხევსურის “ახირებული ჩაცმა-დახურვა… განსაცვიფრებელია და საინტერესოა თვით უცხო კაცთათვისაც და მეტადრე ჩვენ ქართველებისათვის. (ალ. ყაზბეგი)
რომელ ხალხებსა და ცივილიზაციებს არ დაუკავშირეს მკვლევარებმა ხევსურის ტალავარი – ინდოევროპელებს, რეტენუელებს, შუამდინარეთს, ევროპელ ჯვაროსნებს… ერთი კი ნათელია, რომ კავკასიის მთიანეთის მოსახლეობის ყოფიდან ხევსურული ტოლის (შალის) ტალავარის სახით ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს ისტორიული ხანის ჩაცმულობის იშვიათი, ორიგინალური ნიმუში. იგი გამოირჩევა თავისი არქაულობით, მასალით, აჭრილობითა და ქარგულობით, რაც ცნობილი იყო ქალდეველებში, ურარტუელებში, ხეთებში, ბაბილონებში, ეგვიპტელებში.
ასევე ეცვათ ძველ იბერიელ ტომებს და გვიანობამდე ხევსურთა უშუალო მეზობლებსაც. ლამაზი ტალავარი, რომელიც ოდითგანვე საკუთარი თავის წარმოჩენის დაუოკებელი სურვილით იყო ნაკანახევი, განსაკუთრებულად სრულყვეს ხევსურებმა. უძველესი კვართი, თავისი შემდგომი აჭრილობითა და ჯვრიდან მომდინარე გეომეტრიული ორნამენტი, უმაღლეს დონეზე აიყვანეს ხევსურმა ქალებმა და ჩაწვდნენ ბუნებრივ ფერთა საიდუმლოს. თუ ფხოვში იყვნენ მჭედლობის მესაიდუმლე გვარები და გადაშენდნენ, იყვნენ და ჩვენს დრომდე მოაღწიეს ნახატისა და ფერების მესაიდუმლე ოსტატმა ქალებმა.
“კოსტუმები კი ეს საოცარი ხელოვნებით მოხატული, უცხოდ მორთული, მართლაც ანცვიფრებს მნახველს თავის უმდიდრეს ორნამენტთა მრავალფეროვნებით, ფერთა ურთიერთშეხამების მაღალი დონით, თავისი ქარგით. განსაკუთრებით მოხდენილი მამაკაცის ჩაცმულობაა… რაც უნდა ჩიამ გადაიცვას ეს ტანსაცმელი, იგი ვაჟკაცურ იერს მიიღებს… იგი საომრად აღჭურვილსა და ბრძოლისათვის მუდამ მზად მყოფს მოგვაგონებდა და ჩაცმულობაც ხელს უწყობდა… კოსტუმის თარგი მოძრაობას არ ზღუდავდა.”(თ. ოჩიაური)
უმშვენიერესია და ჰაეროვანია(მიუხედავად წონისა) ქალის ჩაცმულობა. “… უხვად დაყრილი მძივ-ღილები ფარაგსა და სახელოებზე, ბეჭებსა და თავსაბურავზე, ქათიბსა და ფაფანაგის გაშლილი ბოლო, სადიაცოს წითელ-ყვითელი ქოქომოები შვენოდა ქალებს და მთელ გარემოს თავისებურ, არსადნახულ ელფერს აძლევდა.”(თ. ოჩიაური)
“ხევსურელ ქალსაც ფერადად მოქარგული შალის ტალავარია აცვია; მეტადრე ჯუბა და ფაფანაგი…. მშვენივრად აქვს მორთული, თავზედ კეკლუცურად მანდილი ახვევია. თმა კარგი აქვთ, გრძელი, მრავალ ნაწნავებად იწვნენ და ირგვლივ შუბლზედ იხვევენ (ნ. ხიზანიშვილი).
“ხევსურს წითელი ჯვრიანი ჩოხა ადვილად საცნობს ხდის.” (ვაჟა-ფშაველა)
“… თუ ხევსურებმაც თავიანთი ტალავარი ნაყიდ ფარჩისაზე გასცვალეს, მაშინ ყოვლად შეუძლებელია ხევსურეთში ხევსურების არსებობა.” (ვაჟა-ფშაველა)

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

8 thoughts on “ტალავარი

  • 14/10/2011 at 19:50
    Permalink

    სად შეიძლება ვიყიდო მსგავსი ქალის ტალავარი ?

    • 14/10/2011 at 20:03
      Permalink

      ძველი ნაქარგი არამგონია სადმე შეიძინოთ ხევსურეთის გარდა

  • 15/01/2012 at 00:18
    Permalink

    dzvel naqarg qatibebs da talavars sheidzent qalbaton elisostan, samebis saswavlo centrshi aswavlis qargvas. qargavs udzvelesi tradiciebis dacvit. dzaan dzlieri ostatia da me vityodi msgavsi arc arsebobs dges saqartveloshi samwuxarod. gansakutrebul yuradgebas ferta shexamebas aqcevs, mokled unikaluri naketobebi aqvs, aseve dzvelebsac sheidzent mastan. http://www.facebook.com/#!/ momweret da dagakvalianebt.

  • 17/11/2012 at 19:07
    Permalink

    ხევსურეთის მიმართულებით თუ არის ექსკურსიები??????ძალიან მინდა მოვინახულო ეს საოცარი ადგილები…..

    • 28/12/2012 at 18:13
      Permalink

      კი..არის ექსკურსიები,თქვენ მარტო მოინდომეთ….

  • 17/03/2013 at 16:23
    Permalink

    ძალიან კარგი ინფორმაციაა მადლობთ საიტს ძალიან კარგი საიტია <3 <3

  • 12/07/2013 at 18:57
    Permalink

    როგორ შეიძლება დავუკავშირდე ქ-ნ ელისოს, რომელიც ხევსურულ ტალავარებს ქარგავს სამების საწავლო ცენტრში. გმადლობთ.

    • 31/07/2013 at 12:16
      Permalink

      595424697 ელისო

Comments are closed.