სუბალპური მაღალბალახეულობა (Tall Herbaceus)

მცენარეულობის ეს ტიპი ფართოდაა გავრცელებული ფშავსა და ხევსურეთში. მისი გავრცელების გარემო მოიცავს ზღვის დონიდან 1800-2200მ სიმაღლეებს. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi). იგი საკმაოდ სახიფათო მცენარეა, შიშველ სხეულზე მოხვედრისას სტოვებს განაკაწრს, რომელიც მალე წყლულდება და დიდხანს არ გადის. გამოუცდელი ტურისტები და მოგზაურები ხშირად ხდებიან დიყის მსხვერპლი. ამიტომ დიყის ბუჩქების გავლისას სასურველია გვეცვას გრძელი შარვალი და გავუფრთხილდეთ ხელებს. პირაქეთ ხევსურეთში იგი ყველაზე მეტად გავრცელებულია როშკის, გუდანის და ხახმატის მიდამოებში, ხოლო პირიქით ხევსურეთში – ხონის და ხახაბოს მიდამოებში. მაღალბალახეულობის სხვა წარმომადგენლებიდან აღსანიშნავია: გოქშო, კატაბალახა, ტილჭირი, დეზურა და სხვა.

ეს საინტერესოა

  • ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები ფშავ-ხევსურეთში ხალხურ მედიცინის განვითარებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ეს რეგიონი მოწყვეტილი იყო ბარისაგან, შეუძლებელი იყო აქ სხვადასხვა დანიშნულების წამლების შეტანა. ამის გამო, ადგილობრივი […]
  • რითი იკვებებოდნენ ხევსურეთში ხევსურები დღეში სამჯერ ჭამენ: დილას (სადილი), შუადღისას (სამხარი) და საღამოს (ვახშამი). პურს ჭამენ ტაბლაზე, რომელიც ხის დაბალი და მოკლე სუფრაა და ამ ტაბლაზე დიასახლისი ყველას თავის კერძს ჩამოურიგებს. პურის […]
  • ციხე-კოშკები მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ […]
  • მშობიარობა ხევსურული ადათით მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეუძლია სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახიან. ამისათვის მშობიარე წინასწარ შეიტანს ქოხში საჭირო ჭურჭელს, ტანსაცმელს, საჭმელს. როცა მუცელი […]
  • ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან […]
  • აშექალი აშექალი იყვ მოწმოელი ქალი. ერთ გვერდი ეშმაკებს შჭერივა და ერთი ანგელოზებს. აშექალივ ესეთ მკითხავ ყოფილავ, რო კაცის დღე იცოდავ. ხანავ საფარველ დაიდვისავ აშექალმაო და ვეღარავინ ნახისავ ისივ. ხანავ კი […]
  • ფხოველთა უმთავრესი სალოცავი ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა […]
  • ბისოელ-ხახმატელნი და ჭორმეშიონნი ბისო, ხახმატი და ჭორმეშავი ცალკე თემებს არ წარმოადგენს, მაგრამ განცალკევებული სოფლებია. ძველ დროს ბისო-ხახმატში მდგარან ბუნოელანი, ფილაურნი, ძაღლაურნი, ხეთეშაურნი, მჭედლურნი, ბეგთაურნი და ჭავჭავაძენი. […]