სოფელთა განსახლების ძირითადი ფაქტორები და სოციალური სტუქტურა

ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული თავისებურებებით. აქედან გამოდინარე, მკვლევართ, თუ უცხოელი მოგზაურთა ინტერესი ამ კუთხისამდი თავიდანვე განზრახული იყო. ხევსურეთი, რომელიც დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის, ფშავი, თუშეთს, ხევს და გუდამაყრის შორისაა მოქცეული. მისი ჩრდილოეთი საზღვარი კი ჩვენი რესპუბლიკის საზღვარს ემთხვევა და ჩაჩნეთ-ინგუშეთი ემიჯნება. კავკასიონის წყალ გამყოფი ქედი მას ორ ნაწილად _პირიქით და პირაქეთ ხევსურეთად _ ყოფს. თავად ხევსურები ხევსურეთს უწოდებენ პირაქეთ მდებარე თემებს, პირიქითლებს კი შატილიონებად არხოტიონებად მიიჩნევენ. საისტორიო წყაროებში ფშავ-ხევსურეთი ფხოვად, ხოლო მისი მოსახლეობა ფხოველებად იწოდებიან. ,,ძუელად ეწოდა ამ ორთა ხეობათა ფხოელნი” ,აღნიშნავს ვახუშტი ბაგრატიონი და იქვე მოიხსენიებს მათ ჩრდილოკავკასიელ მეზობლებს ძურძუკებს, ღლიღვნებს და ქისტებს, დღევანდელი ჩაჩნებს და ინგუშებს. ჩაჩნები და ინგუშები ხევსურებს დღესაც ფხის უწოდებენ, რაც იგივე ფხოველს ნიშნავს. ეთნოგრაფიული ექსპედიციების მიერ ინგუში, ასის ხეობის ზედა წელში ფიქსირებულია ტოპონიმი ფხიჭოჟ, რაც ფხოველების ანუ ხევსურების ხეობას ნიშნავს. იგივე ასის ხეობაში მდებარე ღალღაიჭოჟ – ის, ღალღაების ანუ იგივე ღლიღვნების ხეობისგან განსხვავებით. ფშავ-ხევსურეთის ძველი სახელწოდება ფხოვთან არის დაკავშირებული, ტოპონიმი შუაფხო, ფშავის ერთ-ერთი სოფლის სახელწოდება.
XVIII საუკუნის აღწერილობაში ხევსურეთი, ფშავი და თუშეთთან ერთად, კახეთის მთიანეთადაა მიჩნნეული, არიან ,,კახეთს რაც მთის ხეობები მიეწერება’’ საკუთრივ ხევსურეთი ასე დაყოფილი: ,,ქვემო ხევსურეთი სოფელი 6. დიდი ხევსურეთი არხოტით, რიცხვი მცხოვრებთა ამა ორსა ხეობასა შინა ითვლებოდა კომლი 2000’’. იქვე დასახლებულია ,,ქისტეთი ერთი ხეობა თავისის სოფლებით ითვლებოდა კომლი 950’’. დიდოს ხეობის სოფლები კი ამ დროს ლოპოტის ხეობას ყოფილან მიწერილი.
ხევსურეთის სოფელი მჭიდროდ დასახლებულ ერთეულს წარმოადგენდა, როგორც ეს საერთოდ, მთიანი ზოლისათვის იყო დამახასიათებელი და ისინი, ხეობის მიხედვით იყვნენ განლაგებულნი. ხევი აქ სასოფლო – ტერიტორიული ერთეულია. პირაქეთ ხევსურეთში ასეთი ერთეულებია არაგვის, ლიქოკის, ბისო – ხახმატის, გორშეღმის, წყალსიქითის ხეობები. 1865 წლის სტატისტიკური მონაცემებით, პირაქეთ ხევსურეთის სოფლები, იმ დროისათვის, ოთხ სასოფლო საზოგადოებაში იყვნენ გაერთიანებული: 1. ბარისახოს (ბარისახო, მოწმაო, სახილო, საბერწე, აჭე, ჭილა. ბუჩვილო, აკუშო, ქობელო. სულ აღრიცხულია _ 261 ოჯახი); 2. როშკის (როშკა, ბლო, ხორნაულთა, გარბანა, პაპარენა, ქომოსტი, ღელე _ 124 ოჯახი); 3. ბაცალიგოს (ბაცალიგო. აყნელი, ჩხუბა, ატაბე, უკანხადუ, ზეისტეჩო, ხიტალე, წინხადუ, ჩაჩხეთი _ 111 ოჯახი); 4. ღულის (ღული, ხახმატი, ბისო, ჭორმეშავი, ჭიე, ძეძურთა, გუდანი _ 128 ოჯახი). როგორც ვხედავთ, აღნიშნული პერიოდისათვის პირაქეთ ხევსურეთში სულ აღრიცხულია 624 ოჯახი სახელმწიფო გლეხები. 1873 წლისთვის ხევსურეთის ორივე ნაწილში ყოფილა 4867 სული მოსახლე.
1886 წლის მონაცემებით, თიანეთის მაზრის ფშავ-ხევსურეთის მონაკვეთში მდებარე სოფლები ადმინისტრაციულად ასე იყვნენ განლაგებულნი: 1. არდოტის სასოფლო საზოგადოება _ არდოტი 38 ოჯახი. მუცო 21 ოჯახი, ხახაბო 37 ოჯახი. სულ აღრიცხულია 96 ოჯახი, 468 სული მოსახლე; 2. ახიელის სასოფლო საზოგადოება _ ამღა 46 ოჯახი, ახიელი 58 ოჯახი, კვირასწმინდა 7 ოჯახი, კოლტანი 9 ოჯახი, ჭიმღი 19 ოჯახი. სულ აღრიცხულია 139 ოჯახი, 569 სული მოსახლე; 3. Bბარისახოს სასოფლო საზოგადოება _ აკუშო 31 ოჯახი, უკანახო 31 ოჯახი, აჭე 17 ოჯახი, აჭეხა 6 ოჯახი, ბარისახო 44 ოჯახი, ბოქჩვილო (დასახლება კარნაულთასთან ერთად) 21 ოჯახი, ბუჩუკურთა 27 ოჯახი, გველეთი 16 ოჯახი, დათვისი 48 ოჯახი, ქობულო (დასახლება მაღრანთან ერთად) 14 ოჯახი, მოწმაო 19 ოჯახი. ოხერხევი 13 ოჯახი, სახილო 8 ოჯახი, ჭალა 10 ოჯახი, ჩირდილი 41 ოჯახი, სული საზოგადოებაში აღრიცხულია 346 ოჯახი, 1418 სული მოსახლე; 4. ბაცალიგოს სასოფლო საზოგადოება _ აყნელი 11 ოჯახი, ატაბე 9 ოჯახი, ბაცალიგო 31 ოჯახი, ზეისტეჩო (დასახლება ესაჩოსთან ერთად) 27 ოჯახი. მისახო 2 ოჯახი, უკანხადო 33 ოჯახი, ხიტალე 8 ოჯახი, წინხადო 10 ოჯახი, ჩხუბა 4 ოჯახი. სულ აღრიცხულია 135 ოჯახი, 591 სული მოსახლე. 5. ღულის სასოფლო საზოგადოება _ ბისო 25 ოჯახი, გუდანი 23 ოჯახი, ღული 36 ოჯახი, ზეზეურთა 13 ოჯახი, ზენუბანი 4 ოჯახი, ხახმატი 39 ოჯახი, ჭიე 17 ოჯახი. ჭორმეშავი 21 ოჯახი. სულ აღიცხულია 178 ოჯახი, 663 სული მოსახლე. 6. როშკის სასოფლო საზოგადოება _ ბლო 42 ოჯახი, ღელე 15 ოჯახი, გარბანი 24 ოჯახი, ქმოსტი 36 ოჯახი, პაპარენა 5 ოჯახი, როშკა 21 ოჯახი, საბერწე 9 ოჯახი, ხორნაულთა 16 ოჯახი. სულ აღრიცხულია 168 ოჯახი, 687 სული მოსახლე; 7. შატილის სასოფლო საზოგადოება _ გურო 49 ოჯახი, კისტანი 24 ოჯახი ლებაისკარი 16 ოჯახი ჩაჩხეთი 2 ოჯახი, შატილი 41 ოჯახი, სულ აღიცხულია 132 ოჯახი, 589 სული მოსახლე. ყველა აღიცხული ოჯახები იყვნენ გლეხები, რომლებიც ცხოვრობდნენ სახელმწიფო მიწებზე .
1926 წელს სტატისტიკური მონაცემებით, პირაქეთ ხევსურეთის სოფლები ორ თემში _ ბარისახოსა და ბაცილიგოს, ხოლო პირიქითის_შატილისა და არდოტის_თემებში იყვნენ გაერთიანებულნი პირაქეთში აღიცხულია 531 ოჯახი, 2207 სული მოსახლე, პირიქითში _302 ოჯახი, 1366 სული მოსახლე .
ჩვენი ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, ლიქოკის ხეობაში
შედიოდნენ სოფლები: სატრედე, აჭე, ბოქჩვილო, ჭალისსსოფელი, კარწაულთა, კეო, ქობულო, აკუშო, მაღრანი; დათვისის ხეობაში სამი სოფელია _ დათვისი, გველეთი და მოწმაო; ბუჩუკურთას ხეობა, რომელსაც ჩირდილის ხევს უწოდებენ, სამ სოფელს ბუჩუკურთას, ჩირდილსა და უკანახოს აერთიანებდა; როშკის ხეობაში ხუთი სოფელი შედიოდა: როშკა, ქმოსტი, ღელისვაკე. საბერწე და იღლიაი. გორშეღმის ხეობაში ჩამოედინება პატარა მდინარე, რომელსაც არაგვსაც უწოდებენ და გორშეღმის წყალსაც. ამ ხეობაში არის სოფლები: ჩხუბა, აყნელი, მისახო, ხიტალე, ბაცალიგო, ატაბე, უკანხადუ. ესაა ხეობის ზედა წელში მდებარე ყველაზე ბოლო სოფელი. აქედან ხეობა მარცხნივ უხვევს და თანმიმდევრულად განლაგებულია სოფლები _ ხეი. წინხადუ, უსტამალა, ზეისტეჩო, ღორბეულთა, ხორიელი, ესაჩუ.
ხევსურეთის აკვნად და წარსულში მის ცენტრად გუდანი მიჩნეული, დანარჩენი სოფლები მისი განსახლების შედეგად არიან შექმნილნი. ხალხური გადმოცემით, ხევსურების წინაპარი ყოფილა ვინმე გუდანელი, რომელსაც კახეთის სოფელ მაღრანიდან ბატონს გაგცევია და ფშავში ასულა. აქ შესძენია შვილი, რომელსაც ნადირობის დროს ისეთი მსუქანი ვერძი მოუკლავს, რომ მამა გაუოცებია. მამას უფიქრია, რომ ადგილი, სადაც მისმა შვილმა ასეთი მსუქანი ცხოველი მოკლა, ნაყოფიერი უნდა ყოფილიყო. ამაში დასარწმუნებლად მამა – შვილს წაუღიათ ერთი ქისა ქერი და დაუთესიათ, რომლის მოსავალსაც მეორე წელს ერთი გუდა აუვსია. ამიტომ ეს ადგილი მუდამ საცხოვრებლად უქცევიათ. აქედან დარქმევია სოფელს გუდანი. ხოლო მის მოსახლეობას_გუდანელები.
გუდანელს სამი ვაჟი ჰყავდა: არაბა, გოგოჭა და ჭინჭარა. აქედან წარმომდგარა გვარები _ არაბული, გოგოჭური და ჭინჭარაული. სწორეთ ეს სამი გვარი ხევსურეთის მოსახლეობიდან ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი. როგორც აღნიშნავს რ. ხარაძე, ხევსურეთში სამი ძირითადი საგვარეულოა: საარაბული, საჭინჭარაულო და საგოგოჭურო. ესენი ითვლებიან ხევსურეთის უძველეს მოსახლეობად, დანარჩენი მცირე რიცხოვანი გვარები კი გვიან უნდა გაჩენილიყვნენ. გუდანშია არაბულების ჭინჭარაულებისა და გოგოჭურების სახმთო ხატი, ის მათი საზიარო იყო თვითეულ გვარს თავისი დასტური ჰყავდა. გუდანში წყდებოდა მნიშვნელოვანი საკითხები, ბჭე – ხევისბერებს და რჯულის კაცებს გამოჰქონდათ დადგენილებები, რომელთაც კანონის ძალა ენიჭებოდა.

მომზადებულია ბ. გამყრელიძის წიგნის ”ხევსურეთის სოფელი და მისი სამეურნეო ტრადიციები”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • ხევსურეთის მდებარეობა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • ლიქოკი ლიქოკის თემი ლიქოკის წყლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ბარისახოსთან უერთდება არაგვს. ლიქოკის ხეობა იწყება შურისციხის ახალაღმოჩენილი ძველი სამაროვნითა და ლიქოკის ჭალით, რომელსაც ძველად ‘’სალაშქრო ჭალა’’ […]
  • ღულელნი სოფელი ღული ხევსურეთის ცენტრსა და გზასაყარს წარმოადგენს. იგი საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მთელ ხევსურეთში და საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც უკავია; ღულის მთა, არაგვის ხეობა და ოხერხევის ნაწილი. […]
  • ფხოველთა უმთავრესი სალოცავი ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა […]
  • ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან […]
  • ხევსურული საღამო – “ჩემი ხევსურეთი” 9 დეკემბერს, ხევსურული საღამო გაიმართა შერატონ მეტეხი პალასში. მონაწილეობა მიიღეს,როგორც ბარისახოდან ჩამოსულმა ხევსურებმა ასევე,ადგილობრივებმა.მოეწყო გამოფენა,ბარისახოს სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმაც […]
  • ბისოელ-ხახმატელნი და ჭორმეშიონნი ბისო, ხახმატი და ჭორმეშავი ცალკე თემებს არ წარმოადგენს, მაგრამ განცალკევებული სოფლებია. ძველ დროს ბისო-ხახმატში მდგარან ბუნოელანი, ფილაურნი, ძაღლაურნი, ხეთეშაურნი, მჭედლურნი, ბეგთაურნი და ჭავჭავაძენი. […]
  • მიგრაცია ისტორიის განმავლობაში ხევსურებს არაერთხელ მოუწიათ გადასახლება. ჯერ კიდევ IV საუკუნეში, როდესაც წმ. ნინომ ქართლის სამეფოს წარმომადგენლები გაგზავნა იმისთვის, რომ წარმართული მოსახლეობა მოექციათ ქრისტიანულ […]

6 thoughts on “სოფელთა განსახლების ძირითადი ფაქტორები და სოციალური სტუქტურა

  • 06/08/2012 at 20:42
    Permalink

    მე ხევსური ვარ ! ! !

    • 13/03/2013 at 21:07
      Permalink

      ებრაელები კი არ იყვნენ ხევსურები ფრანგები ვიყავით : D რეებს ბოდიალობ ტო….

      • 14/03/2013 at 20:34
        Permalink

        ცოტა სიტყვები შეარჩიე თორემ სამუდამოდ ბოდიალში დაგტოვებ,ფაქტებით ვილაპარაკოთ

        სად წავიდნენ ებრაული თემის მოშლის შემდგომ მთიანეთისკენ განსახლებული ებრაელები? მე ხევსურს ახლანდელმა ებრაელებმა მასწავლეს ივრითული ლაპარაკი?თუ ეს ჩემი წარმოშობის გამოა ასე რომ ვლაპარაკობ?

        მოკლედ ვიტყვი კიდევ ერთ რამეს შოთა არაბულის წიგნში ჩაწერილი ნაბოდიალების საპასუხოდ:

        არაბულს უწერია რომ კი ცხოვრობდნენ ებრაელებიო ხევსურეთშიო,და ასახელებს სამ გვარს:კივკოზაურს,ქიჩბარაულს და ბადრიაულს და განმარტავს ისიც მხოლოდ ერთ გვარზე აი ასე: კივკოზაური იგივე კავკაზაურიაო ანუ კავკასიელი ურიო, ანუ კივკოზაური კავკასიელი ურია ყოფილა და ხევსურები ხევის ურიები არ ყოფილან?თანაც ხევსურეთის დასახლების უპირველეს კერად მიჩნეულ გუდანში არიან ეგ გვარები დაფიქსირებულები თუნდაც ასე რომ ვთქვათ რაც კიდევ ერთი ფაქტია იმისა რომ არ უნდათ აღიარება სიმართლისა. რა უფრო ჰგავს ბოდიალს შოთა არაბულის განათლებულობა თუ ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტები?

        ასეთი ლაპარაკი არავის არე უნდა აქ როგორიცაა:ბოდვა,სისულელე,და ბევრი შეურაცმყოფელი სიტყვები მხოლოდ რეალურ ფაქტებზე ვისაუბროთ თუ არა და სანანებელი გაგიხდება ბოლოს შენივე სიტყვები

  • 01/01/2013 at 13:57
    Permalink

    სიმართლე გაირკვევა აუცილებლად

Comments are closed.