საარაგვო

“საარაგვოს” უწოდებენ ხევსურეთის არაგვის აუზის ტერიტორიებს ორწყლიდან ოხერხევამდე და მასში მოიაზრებენ ცალკეულ დამოუკიდებელ თემებს: “საგაღმოს” (მოწმაო, გველეთი, დათვისი), ლიქოკს და ბარისახოს, ჩირდილ-ბუჩუკურთა-უკანახოსა და ოხერხევს. ამათგან ლიქოკი უფრო ცალკე დგას.
საარაგვოზე ძველად სხვა გვარები მდგარან (ცაბაურ-გოგოჭურნი, ბუჩუკურნი, ხიმშირაულნი, გიგაურნი, სისვაურნი, წიკლაურ-ბექაურნი, ბადრიაულნი…), რომელნიც ჯერ ზურაბ არაგვის ერისთავს , შემდეგ კი სამაგანძუროს ხევსურებს აუყრიათ ადგილიდან და მათი სოფლები გუდან-გორშეღმის ხეობიდან წამოსულ ჭინჭარაულებს, არაბულებს და გოგოჭურებს დაუკავებიათ.
სოფელ ბარისახოს ბოლოში, გუდელას, მდგარა არაგველთა უძველესი სალოცავი “ხმალა” და ხეობის ჩამკეტი ციხე-კოშკები, რომელთა ძლიერებაც არაგვის ერისთავების შემოსევებისა და ძველი გვარების აყრისას დაცემულა.
სოფელ უკანახოში მდებარეობს ფხოველთა უძველესი სალოცავი “ფუძის ანგელოზი”, ხოლო სოფელ ჩირდილის მთაში, საჩალის წვერზე არის მითრას კულტის სალოცავი – “პირიმზე”, ანუ გიორგი ოქროსმშვილდიანი, რომელსაც ძველად თურმე “კოჭუკუღმართი” ყმანი ცხენებს სწირავდნენ მსხვერპლად.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

8 thoughts on “საარაგვო

  • 06/12/2011 at 20:23
    Permalink

    ბექაურნი
    გადმოცემის თანახმად საკუთრების სახელისაგან ბექასაგან წარმოშობილა. ლეგენდის თანახმად, გუდამაყრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე ხევსურეთის მოსაზღვრედ, სოფელ უკანაახოში ყოფილა ბექაურთა გვარის წინაპრების ძველი ფუძე სადაც დღემდე არსებულ სალოცავს ფუძის ანგელოზს ეძახიან. როგორც ამბობენ სოფელი შემოსეულ უცხო ტომის მტერს ამოუწყვეტია. გადარჩენილი მხოლოდ ფეხმძიმე ქალი (რძალი) რომელიც გუდამაყრის ხეობიდან ყოფილა წარმოშობით . ქალი მამის სახლში მობრუნებულა და თან დაუქადნია მტრის ჯინაზე ჩემი შვილის შთამომავლობა გამრავლდება, თავის ფუძეს არ დაივიწყებს და ყურადღებასაც მიაქცევსო. მამის სახლში მობრუნებულ ქალს ღვთის მადლით ბიჭი შესძენია რომლისთვისაც ბექა დაურქმევიათ. ბიჭი გაზრდილა, ძველ ფუძეზე დასახლებულა. სწორედ ბექა ითვლება ბექაურთა გვარის წინაპრად. ასევე ლეგენდის თანახმად ბექა ძმად გაჰფიცვია ადგილობრივ მკვიდრს წიქას (გუდამაყრელ წიკლაურთა წინაპარს, რომელიც როშკიდან ყოფილა წარმოშობით და უკანა ახოში ცხოვრობდა). რის შემდეგაც ისინი ძმად იწოდებოდნენ თურმე, მაგრამ ძმად გაფიცულები (ანუ ძმები) თურმე ერთმანეთს ვერ ხდებოდნენ ამიტომაც გაყრილან და ძმობა გაუყრიათ (ძაღლი გაუკვეთიათ). ამიტომ ამის შემდეგ მათ შორის ქალიც მოდიოდა მაგრამ საერთო ხატის (პირიმზე ფუძის ანგელოზის) ყმად დარჩენილან.
    ბექაურთა გვარი ნელ-ნელა მრავლდებოდა რომ გაერჩიათ უფრო კონკრეტულად ვისი შტოსი იყო ესა თუ ის ახალგაზრდა გვარში დაწინაურებული სახელიანი კაცების გამოჰყოფდნენ მათ შთამომავლებსა და განაყრებს. მაგალითად: ცუცქუნაურთ, ხადაანთ, თორელათ, მიქაანთ, დიდებათ და სხვა ბექაურებს. აღსანიშნავია, რომ დიდებათ ბექაურთა ნაწილი დაეწერა დიდებაშვილებად, ხოლო ნაწილი კი ბექაურების გვარს ატარებს, ამიტომაცაა რომ დღეს ბექაურთა ერთი ნაწილი იძახის ,,მე დიდებათ ბექაური ვარო”. თავის მხრივ დიდებანი იყოფიან:ლომიაანთ,დათვიაანთ,ბატარაანთ,ბაინდურაანთ,ბექაურიანთ,მღვდლიანთ და სხვა განშტოვებებად..
    ლეგენდის თანახმად უკანა ახოდან (ჩირდილის ხეობიდან) მომხდარა ბექაურთა მიგრაცია გუდამაყარში.. სულ ბოლოს შარვანიანთა შტო გადმოსულა საცხოვრებლად გუდამაყარში.. ამიტომ შარვანიანები პატრონობდნენ, მასპინძლობდნენ და ხვდებოდნენ ხატის კარზე, ძველ ფუძეზე მოსულთ.
    გუდამაყარში პირიმზის ხატობა რომელიც 28 აგვისტოს მოდის და მარიამობას ემთხვევა ხატის ყველა ყმა გვარის შვილის თანაბრად მონაწილეობს რიტუალში, ხოლო ფუძის ანგელოზობას რომელიც სექტემბრის პირველ კვირას მოდის დეა ძველ ფუძეზე მდებარეობს შარვარიანთა უპირატესობა დღემდე იგრძნობა. შარვარიანები მასპინძლობენ მოსულ მლოცველს, ადუღებენ ლუდს. პირველი ისინი ეახლებიან ხატის კარს, პირველი მათი ინთება სანთელი და საკლავიც მათი იკვლება პირველი. ეს ტრადიცია რომ არ დაირღვეს დღემდე მორიგეობენ შარვარიანთა შტოს ოჯახები, რათა ერთ-ერთი მათგანი მაინც დახვდეს ხატის კარზე მოსულ სტუმარს.
    ბექაურთა სამშობლო კუთხე გუდამაყარია,იქ ცხოვრობენ სოფლებში: გამსი, კიტოხი, დიდებანი, თორელანი, ცუცქუნაურთა.
    ზემო კიტოხშიცხოვრობდნენ ხადაანი, დიდებათას დიდებანი. გამსში ცხოვრობენ: ობლიანი,ბაიანი,მამუკიანი (იგივე ბაჩომიანი), გიაანი (იგივე თამაზიანი), შარვანიანი და თურქიანი. თორელათას (ეს სოფელი დასახლებულა სოფელ ზემო გამსის დაბლა ჭალაში მცხოვრები , სოფელ ჭალივერში მცხოვრები ბექაურებით) ცხოვრობენ თორელანი. ცუცქუნაურთა, ეს სოფელი დასახლებულა ზემო გამსიდან გამოსახლებული ბექაურთა შტოსაგან, ადრე გამსიველებიც ცუცქუნაურტაში იმარხებოდნენ თურმე..) ცხოვრობენ ცუცქუნაურები.
    მთაში გვარის გამრავლების, მცირე მიწების გამო ბექაურთა მიგრაცია ბარში სხვა მთის გვარებთან ერთად რამოდენიმე საუკუნის წინიდან იწყება. ბექაურები ჩამოსახლებულან: ქართლში (დღევანდელი კასპის რაიონი), ქვემო ქართლში (მანგლისისა და თეთრიწყაროს მიდამოებში). ახალ სამგორში, კახეთის (თელავისა და ქედების ტერიტორიაზე) და ერწო-თიანეთის მხარეში. მოგვიანებით 1944 წლიდან კი სამცხე ჯავახეთში.

  • 06/12/2011 at 20:23
    Permalink

    დიდებანი
    გვარი ბექაური გადმოცემის თანახმად საკუთრების სახელისაგან ბექასაგან წარმოშობილა. ლეგენდის თანახმად, გუდამაყრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე ხევსურეთის მოსაზღვრედ, სოფელ უკანაახოში ყოფილა ბექაურთა გვარის წინაპრების ძველი ფუძე სადაც დღემდე არსებულ სალოცავს ფუძის ანგელოზს ეძახიან. როგორც ამბობენ სოფელი შემოსეულ უცხო ტომის მტერს ამოუწყვეტია. გადარჩენილი მხოლოდ ფეხმძიმე ქალი (რძალი) რომელიც გუდამაყრის ხეობიდან ყოფილა წარმოშობით . ქალი მამის სახლში მობრუნებულა და თან დაუქადნია მტრის ჯინაზე ჩემი შვილის შთამომავლობა გამრავლდება, თავის ფუძეს არ დაივიწყებს და ყურადღებასაც მიაქცევსო. მამის სახლში მობრუნებულ ქალს ღვთის მადლით ბიჭი შესძენია რომლისთვისაც ბექა დაურქმევიათ. ბიჭი გაზრდილა, ძველ ფუძეზე დასახლებულა. სწორედ ბექა ითვლება ბექაურთა გვარის წინაპრად. ასევე ლეგენდის თანახმად ბექა ძმად გაჰფიცვია ადგილობრივ მკვიდრს წიქას (გუდამაყრელ წიკლაურთა წინაპარს, რომელიც როშკიდან ყოფილა წარმოშობით და უკანა ახოში ცხოვრობდა). რის შემდეგაც ისინი ძმად იწოდებოდნენ თურმე, მაგრამ ძმად გაფიცულები (ანუ ძმები) თურმე ერთმანეთს ვერ ხდებოდნენ ამიტომაც გაყრილან და ძმობა გაუყრიათ (ძაღლი გაუკვეთიათ). ამიტომ ამის შემდეგ მათ შორის ქალიც მოდიოდა მაგრამ საერთო ხატის (პირიმზე ფუძის ანგელოზის) ყმად დარჩენილან.
    ბექაურთა გვარი ნელ-ნელა მრავლდებოდა რომ გაერჩიათ უფრო კონკრეტულად ვისი შტოსი იყო ესა თუ ის ახალგაზრდა გვარში დაწინაურებული სახელიანი კაცების გამოჰყოფდნენ მათ შთამომავლებსა და განაყრებს. მაგალითად: ცუცქუნაურთ, ხადაანთ, თორელათ, მიქაანთ, დიდებათ და სხვა ბექაურებს. აღსანიშნავია, რომ დიდებათ ბექაურთა ნაწილი დაეწერა დიდებაშვილებად, ხოლო ნაწილი კი ბექაურების გვარს ატარებს, ამიტომაცაა რომ დღეს ბექაურთა ერთი ნაწილი იძახის ,,მე დიდებათ ბექაური ვარო”. თავის მხრივ დიდებანი იყოფიან:ლომიაანთ,დათვიაანთ,ბატარაანთ,ბაინდურაანთ,ბექაურიანთ,მღვდლიანთ და სხვა განშტოვებებად..
    ლეგენდის თანახმად უკანა ახოდან (ჩირდილის ხეობიდან) მომხდარა ბექაურთა მიგრაცია გუდამაყარში.. სულ ბოლოს შარვანიანთა შტო გადმოსულა საცხოვრებლად გუდამაყარში.. ამიტომ შარვანიანები პატრონობდნენ, მასპინძლობდნენ და ხვდებოდნენ ხატის კარზე, ძველ ფუძეზე მოსულთ.
    გუდამაყარში პირიმზის ხატობა რომელიც 28 აგვისტოს მოდის და მარიამობას ემთხვევა ხატის ყველა ყმა გვარის შვილის თანაბრად მონაწილეობს რიტუალში, ხოლო ფუძის ანგელოზობას რომელიც სექტემბრის პირველ კვირას მოდის დეა ძველ ფუძეზე მდებარეობს შარვარიანთა უპირატესობა დღემდე იგრძნობა. შარვარიანები მასპინძლობენ მოსულ მლოცველს, ადუღებენ ლუდს. პირველი ისინი ეახლებიან ხატის კარს, პირველი მათი ინთება სანთელი და საკლავიც მათი იკვლება პირველი. ეს ტრადიცია რომ არ დაირღვეს დღემდე მორიგეობენ შარვარიანთა შტოს ოჯახები, რათა ერთ-ერთი მათგანი მაინც დახვდეს ხატის კარზე მოსულ სტუმარს.
    ბექაურთა სამშობლო კუთხე გუდამაყარია,იქ ცხოვრობენ სოფლებში: გამსი, კიტოხი, დიდებანი, თორელანი, ცუცქუნაურთა.
    ზემო კიტოხშიცხოვრობდნენ ხადაანი, დიდებათას დიდებანი. გამსში ცხოვრობენ: ობლიანი,ბაიანი,მამუკიანი (იგივე ბაჩომიანი), გიაანი (იგივე თამაზიანი), შარვანიანი და თურქიანი. თორელათას (ეს სოფელი დასახლებულა სოფელ ზემო გამსის დაბლა ჭალაში მცხოვრები , სოფელ ჭალივერში მცხოვრები ბექაურებით) ცხოვრობენ თორელანი. ცუცქუნაურთა, ეს სოფელი დასახლებულა ზემო გამსიდან გამოსახლებული ბექაურთა შტოსაგან, ადრე გამსიველებიც ცუცქუნაურტაში იმარხებოდნენ თურმე..) ცხოვრობენ ცუცქუნაურები.
    გვარად დაფიქსირდა ორი შტო: ბექაურები და დიდებაშვილები.
    ხსენებულ გვართა შესახებ დაწვრილებითა გვაქვს საუბარი ,,ქართული გვარ-სახელების” V ტომში (გვ.545-576). აქ კი მიზანდასახულებიდან გამომდინარე ყურადღებას ვამახვილებთ დიდებაშვილი-ბექაურთა ურთიერთობებზე.
    ბექაურები ერთი საერთო მამისაგან წარმომდგარი გვარია. მათში 3464 სულზე მეტია ცხოვრობენ თბილისში (1188), დუშეთში (468), თეთრიწყაროში (417), ცხოვრობენ მესხეთ-ჯავახეთში, თიანეთში, დედოფლისწყაროში, გარდაბანში და სხვაგან. ბექაურების სამშობლო კუთხე გუდამაყარია. მათი სოფლებია: გამსი, დიდებანი, ზანდუკი, ჭიმშითორელანი, ცუცქუნაური, ხოზა (სერგე მაკალათია, გვ.11-13). მთიულეთში მცხოვრებ ბექაურთა შტო-გვარებია: აფთარაანი, გულიანი, შარვანიანი, ბაინდურიანი, დათვიანი, ლომიანი და ბატართანი (იქვე. გვ. 79). 1774 წელს არაგვის ხეობის აღწერაში სხვა განაყართა გარდა მოიხსენიებიან, – ბექაური დიდებასშვილი შარუნა და ივანე, აქავ ბექაური დიდებასშვილი მამუკა….
    მკვლევართა გარდა, დიდებაშვილი-ბექაური ნათესაური კავშირებით დაინტერესებას იჩენენ თვით ბექაურები. ისტორიის ხელთაა სოფელ ხორხში მცხოვრები 100 წელს მიღწეული მოხუცის მიტროს (დიმიტრი) მონაყოლი, რომლისთვისაც ეს თავის პაპას მოუყოლია, ხოლო ეს 1936 წელს თავის შვილიშვილისთვის ლ. ბექაურისთვის უთქვამს.
    ჩვენთვის საინტერესოა მონათხრობი ინფორმაცია.
    ბექაურთა გვარში გამორჩეულთა შორისაა დასახელებული დიდება ბექაური. მისი სახელი საუკუნეებს შემორჩენია… იგი ცნობილი ფალავანისა და სახელოვანი მოჭიდავის ხადა ბექაურის ბიძაშვილი ყოფილა. დიდება ბექაური სხვადასხვა სოფლებში ჭიდაობისას ხშირად ხლებია თავის ბიძაშვილს. ერთხელ მცხეთაში გამართული ჭიდაობის დროს ხადას თათრების გამორჩეული ფალავანი წაუქცევია. შეძლებულ კაცს, ვინმე წინამძღვრიშვილს ხადა ბექაურისთვის უთქვამს: ყოჩაღ ქართველები გვასახელე, აი ოქრო და ვერცხლი რამდენიც გინდა აიღეო. ხადა ბექაურს შეთავაზებაზე მიუგია მადლობთ,ლ მესაქონლე კაცი ვარ და მარილი უფრო მჭირდება,ხოლო ჩემს ბიძაშვილს დიდება ბექაურს ამ სოფლელი გოგო მოსწონს და იქნებ უშუამდგომლო მის მშობლებთან, თხოვნას გაუჭრია. ბარელი გოგო გაუყოლებიათ დიდებასათვის, მას იგი გუდამაყარში ჩაუყვანიათ რომელთანაც ორი ვაჟიშვილი შესძენია. სამწუხაროდ პირველი ცოლი გარდაცვლია გადმოცემის თანახმად ბიჭები ბარში ჩამოსახლებულან დედის ძმებთან. მიუხედავად მრავალი სირთულისა, რომელიც ძმებსა და მათ მემკვიდრებ გადაუტანიათ (ერთერთი შთამომავალი ლეკიანობის დროს მე-18-ე საუკუნეში გაუტაციათ დარესტანში, რომელსაც რამენაირად წლების შემდეგ მოუხერხებია დაბრუნეა თავის კერაზე, დაოჯახებულა დაბიძაშვილებთან ერთად შედარებით უფრო მაღალ და უსაფრთხო ადილას ახალდაბაში დასახლებულან)ხვთის მადლით გამრავლებულან.
    ამის შემდეგ მეორე ცოლისგანაც შესძენია დიდება ბექაურს ვაჟები, მათი შთამომავლები გამრავლებულან (გადმოცემის თანახმას ზოგიერთ ოჯახში ვიდრე გაიყრებოდნენ, სადილობის დროს მარტო ხმლიანი მამაკაცებისათვის 30-40 ჯამი იდგმებოდა თურმე). მათი შემხედვარე თურმე ასე ამბობდნენ გუდამაყარში: ,, ნახეთ როგორ გამრავლდნენ დიდებას შვილებიო”. დიდება ბექაურის შთამომავლებიდან განსაკუთრებით გამორჩეული ვაჟკაცი ყოფილა ვინმე იმედო, ანუ როგორც მას მეორენაირად ეძახდნენ შარია (იგივე შარუნა). გადმოცემის თანახმად მას უთვირთია თავისი საბიძაშვილოს წინ გაძღოლა და ასევე ადგილ- მამულის დაცლისათვის მტერ-მოყვარისათვის პასუხის გაცემა. ხასიათიც ცოტა შარიანი ჰქონია (გუდამაყარში გამოთქმა – ,,დიდებათ ბექაური ხო მარ ხარ? ხელი და თვალი რა სულ ხმალზე გიჭირავსო” აქედან მოდის). სოფელში სადაც დიდებაშვილები სახლობდნენ დიდებანი დაერქვა და დიდებათ ბექაურთა ნაწილი დღესაც ცხოვრობენ იქ. მიგრაციული პროცესები დიდებაშვილებსაც შეხებია. გუდამაყრის სოფელ დიდებათიდან სოფელ ხორხში,ბაზალეთში,გრემისხევში,ბალებისხევში,კევლიანში,იკვლივში,ქედში.. ასევე საქართველოს ბარის სხვადასხვა რაიონსა და სოფლებში დასახლებულან. ვაჟა-ფშაველას მეორე ცოლი სოფელ ხორხიდან ყოფილა წარმოშობით.1 გუდამაყრელები სოფელ დიდებათში ძველ ფუძეზე დარჩენილები ბექაურობას არ შელევიან, აქედან წასულთა ნაწილი კი დიდებაშვილად დაწერილან, ხოლო ნაწილი ბექაურის გვარს ატარებს დღესაც. 2010 წლის 17 იანვარს თბილისში სამების ეკლესიაში ჩატარდა ბექაურთა და დიდებაშვილთა გვარის კურთხევა.
    მათ საუბარში უმეტესობა ერთობას არ უარყოფდნენ ისე კი, მაინს საუბარსი დააყოლებდნენ მე შარვანიანთ ბექაური, მე ხადაანთ ბექაური,მე თორელაანთ ბექაური, მე დიდებათ ბექაური, მე დიდებაშილი და ა.შ. ვარო.დღეს დიდებაშვილები ლიბოძლიერი საგვარეულოა, რასაც ადასტურებს რიცხოვანება. საქართველოში 1995 წლის აღწერით დაფიქსირებულია 1129 სულზე მეტი (თბილისში – 565, მცხეთა 174, დუშეთი – 101, თიანეთი, დედოფლისწყარო 35).
    პირთა ანატომიურ ლექსიკონში დაფიქსირებულია დიდებაშვილი თანდილა, როგორც ჩანს ნდობითა და რწმენით სარგებლობს მმართველობაში, 1662 წელს (4/XI) იგი მოწმეა შერმაზან მკერვალის მიერ კოზმან წინამძღვრიშვილისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (Hდ-3029). თანდილა დიდებაშვილის ნაცვლად იმავე საქმის გასარჩევად მოწმის მოვალეობას ასრულებს პაპუნა დიდებაშვილი (პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტომი II გვ.80).
    ბარში ჩამოსახლების შემდეგ ბექაურები როგორც დანარჩენი მთიელი გვარების ერთი ნაწილი, არამარტო ბექაურებად, არამედ გვარისა და წარმომავლობის მიხედვით დაწერილან მაგალითად: ბექაურის შვილებად, ხადას შვილებად, თორელას შვილებად, მიქას შვილებად, დიდებას შვილებად და ა.შ. ან ორივე გვარისა და განშტოების მიხედვით: ბექაური მიქასშვილი, ბექაური ხადასშვილი, ბექაური ცუცქუნაშვილი, ბექაური დიდებასშვილი და ა.შ. შემდეგ მათი უმეტესობა დანბრუნებია ბექაურთა გვარს ხოლო რაც შეეხება დიდებაშვილებს, მათი ნაწილი დიდებაშვილად დაწერილა, ხოლო ნაწილი კი ბექაურის გვარს დაბრუნებია ამიტომაცაა, რომ დღეს ბექაურთა ერთი ნაწილი იძახის მე დიდებათ ბექაური ვარო

  • 06/12/2011 at 20:28
    Permalink

    წიკლაურების გვარი გადმოცემის თანახმად როშკიდან მოდის თურმე ( მათი ფუძე როშკასთან არის ადგილის ფაფარენა ქვია). შემდეგ წიკლაურთა წინაპრების შთამომავლები, ნაწილი პირიქითა ხევსურეთში არხოტში დასახლებულა,ნაწილი ხევში, ნაწილი როშკაში დარჩენილან ხოლო ნაწილი, ჯერ უკანა ახოში შემდეგ კი იქედან გუდამაყარში დასახლებულა. ასევე რადგანაც წიკლაურთა გვარი მრავალრიცხოვანი და მტერმოურეველი გვარი იყო, წიკლაურთა გვარს შეერთებიან, ანუ როგორც მთაში ამბობენ შეჰყრიან: თამნიაურები, ბუბუნაურები, ხარხელაურები,ჩობალაურები. მიგრაციის შედეგად ბარში ადრე ჩამოსახლებული ხარხელაურთა, ბუბუნეურთა, ჩობალაურთა და თამნიაურთაგან ზოგი ამავე გვარებზევე დაწერილან, ხოლო ვინც მთაში დარჩენილა ან გვიან ჩამოსახლებულა ისინი დაწერილან წიკლაურობაზე.. ახლაც ასე მოიხსენიებენ ერთმანეთს მაგ (თამნიაურთ წიკლაური, ჩობალაურთ წიკლაური, ბუბუნაურთ წიკლაური, ხარხელაურთ წიკლაური და სხვა) …ასევე ხარხელაურების განაყრები არიან ქსნის ხეობაში გადასახლებული და ამჟამად გორის რაიონში მცხოვრები ხარხელები. ბუბუნაურები ცხოვრობდნენ- სოფელ ბოსლევს, ჩობალაურები სოფ. ჩობალაურთას, თამნიაურები სოფ. ათნოხს (ასევე ათნოხში ცხოვრობდნენ აფციაურები) , ხოლო ხარხელაურები ცხოვრობდნენ სოფელ დუმაცხოს (ასევე სოფ. დუმაცხოში ცხოვრობდნენ აფციაურები). ასევე არხოტის თემში წიკლაურთა გვარზე დაწერილან სოფელ ამღაში მცხოვრები ჭოლიკაურები..

  • 05/01/2012 at 09:50
    Permalink

    გადმოცემის თანახმად გვარი ბექაური, ხევსურეთის სოფელ უკანაახოდან მოდის. უკაანაახოდან (ჩირდილის ხეობა, ხევსურეთი) გადმოსულან გუდამაყარში. ჩირდილის ხეობაში ადრე ბექაურების, წიკლაურების, ხარხელაურების და ბუჩუკურების წნაპრებს უცხოვრია. ხოლო შემდეგ მიგრაციული თუ სხვა მიზეზთა გამო უკანაახოელი წიკლაურთა, ბექაურთა, და ხარხელაურთა წინაპრები გუდამაყარში გადასხლებულან, ხოლო ბუჩუკურთა წინაპრები:–ნაწილი მთიულეთში, ნაწილი კი ხევში გადასახლებულან. ჩირდილის ხეობის სამ სოფელში:ჩირდილში, ბუჩუკურთას, და უკანაახოში ჩამოსახლებულან „სამაგანძუროს“ შემავალი ხევსურები (ჭინჭარაულები, გოგოჭურები და არაბულები) კერზოდ: სოფელ ჩირდილში– გორშეღმის ხეობიდან სოფელ ხიტალედან ჩამოსახლებულან არაბულები. სოფელ ბუჩუკურთას – სოფელ ჭორმეშიონიდან ჩამოსახლებულან გოგოჭურები, ხოლო სოფელ უკანახოში კი სოფელ გუდანიდან ჩამოსახლებულან ჭინჭარაულები. ამავე პერიოდში ბაკურხევში დასახლებულან სოფელ ბაცალიგოდან ფიცხელაურები, ასევე სოფელ გველეთეთიდან,სოფელ მოწმაოდან და სოფელ დათვისიდან გიგაურები გადასახლებულან ჭართალში, (რომლებიც წარმოშვებით ბლოდან ყოფილან) ასევე მათი განაყრების ზვიადაურთა გადასახლება არდოტში, ხოლო თეთრაულების გადასახლება არხოტში– სოფელ ჭიმღაში. მათ ადგლზე კი დასახლებულან გორშეღმის ხეობელი , ბაცალიგოდან ჩამსახლებულნი ხევსურბი.
    წიკლაურთა წინაპრებს როშკის წყლის ხეობაში–ფაფარენაში ცხოვრობდნენ თურმე, საიდანაც ნაწილი არხოტში–სოფელ ამღაში (ამღაში ცხოვრობდნე ძველი მოსახლე ჭოლიკაურები, რომელთა უმეტესობაც წიკლაურის გვარზე გადომვიდა შემდგომ) ნაწილი ხევში გადასახლდა, ხოლო ნაწილი უკანაახოში. გადმოცემის თანახმად უკანაახოში გაფიცვია ძმად ბექა და წიქა ( შემდგომში გუდამაყრელ წიკლაურთა წინაპარი), შემდგომ, სავარაუდოდ გუდამაყარში გადასახლების შემდეგ ერთმანეთს ვერ ხაიათით ვე შეწყობიან და ამიტომ ძმობა გაუყრით, მაგრამ საერტო ხატის პირიმზე–ფუძისანგელოზის ყმად დარჩენილან . ასევე წიკლაურის გვარი მიუღიათ ან როგორც მთაში ამბობენ, წიკლაურთა გვარზე შემდგარან გუდამაყარში სოფ ჩობალაურთაში მცხოვრები ჩობალაურები, გუდამაყრის სოფელ ათნოხში მცოვრები თამნიაურები (ათნოხში ცხოვრობდნენ აგრეთვე აფციაურები), უკანაახოდან სოფელ დუმაცხოში გადასახლებული ხარხელაურები და ხევსურეთიდან დუმაცხოში გადმოსახლებული ბუბუნაურები (დუმაცხოში ცხოვრობდნენ აგრეთვე აფციაურები). თუმცა შემდგომ ხარხელაურთა ნაწილი ბურსაჭირში გადასახლებულან, ნაწილი კი მიგრაციული პროცესების გამო აღმოსავლეთ საქარტველოს ბარში, კერძოდ: ხორხში, ერწოთიანეთში, გარე კახეთში. ბუბუნაურები კი ნაწილი გუდამაყრის სოფელ ბოსლევში დასახლებულან, ხოლო ნაწილი გუდამაყრის სოფელ ბურსაჭირში, ასევე ბუბუნაურთა ნაწილი ხორხში დასახლებულა, ხოლო ნაწილი კახეთში. რაც შეეხება სასაფლაოს, ხარხელაურებიც და ბუბუნაურებიც დუმაცხოში იმარხებოდნენ თურმე. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ მიგრაციული პროცესების დროს ბარში ჩამოსახლებული ხარხელაურათა და ბუბუნაურთა ნაწილი თავის ძირითად გვარს ატარებს ხოლო ვინც მთაში დარჩა ისინი წიკლაურად იწერებიან და დღესაც ასე მოიხსენიებენ ერთმანეთს მაგ: თამნიაურთ წიკლაური, ბუბუნაურთ წიკლაური, ხარხელაურთ წიკლაური, ჩობალაურთ წიკლაური.
    როდესაც გუდამაყრელი მლოცველი (წიკლაურ–ბექაურები) უკანა ახოში თავიანთი ხატის ფუზისანგელოზის სალოცავად მოდიოდნენ, უკანაახოელი ჭინჭარაულები ვალდებულნი იყვნენ დახვედროდნენ მათ ოთხ–ოთხი საკლავით., თაფლით, პურით და და საგანგებოდ ნადუღი ლუდით. ასევე ყოველწლიურად ხუთ ცხვარს აძლევდნე ჭართლიდან მთავარანგელოზის სალოცავში ამოსულ გიგაურებს მათ ძველ ფუძეზე დასახლებული ბაცალიგოელი „სამაგანძუროს“. ხევსურები.
    როგორც ზემოთ ავღნიშნე დუმაცხოში და ათნოხში ცხოვრობდენე აფციაურები, რომლებიც სავარაუდოდ დახვდნენ გუდამაყარში გადმოსულ ზემოთ ჩამოთვლილ გვარებს. დუმაცხოში აფციაურებს შეყრია, ანუ როგორც ამბობენ მათ გვარზე გადასულა პირიქითა ხევსურეთის თემიდან მოსისხლეს გამორიდებული ჯალაბაურთა გვარის ერთი მამაკაცი, რომლის შთამომავლებიც დღეს ცხოვრობენ დუმაცხოში და აფციაურად იწერებიან. ამ ჯალაბაურს კიდევ სამი ძმა ყოლი. ერთი ძმა დასახლებულა ფშავში, რომელსაც მისრია რქმევია და რომლის შთამომავლები დღესაც ფშავში მისრიაშვილებად იწერებიან. მეორე ძმას დავითი რქმევია და თიანეთში ივრის ხობაში დასხლებულა და მისი შთამომავლები დავითაშვილებად იწერებიან, ხოლო მესამე ძმა უკან შატილში ძველ ნასახლარზე დასახლებულა, რომლის შთამომავლებიც დღეს ჭინჭარაულად იწერებიან, მაგრამ მოიხსენიებენ როგორც ჯალაბაურთ ჭინჭარაულებს.

  • 27/11/2012 at 14:13
    Permalink

    ვინ ვის გვარზე დაეწერა და ვინ სად გადავიდა თუ გადმოვიდა ეგ არაფერს არ ნიშნავს და ასეც უნდა ყოფლიყო,აზრი არა აქვს ამის გარჩევას ვინ სად წავიდა,მთავარია რომ ხევსურთა წარმოშობა გამოიკვლიოთ,პირაქეთა ხევსურების წარმოშობაზე ორი ვარიანტია,გვარები,ჭინჭარაული,არაბული,გოგოჭური,გიგაური,წიკლაური,აფციაური,ბექაური,ყველაზე ძლიერი გვარები იყო და მცირე და პატარა გვარები იმიტომ დაეწერნენ ამ გვარებზე,იმაზე ლაპარაკი რომ მაგანძურები სხვა მოდგმის ხალხია და დანარჩენი პირაქეთელები სხვა წარმოშობის სრული აბსურდი და უაზრობაა,ყველა ხევსურები ერთი წარმოშობისაა პირაქეთელები ანუ,თუ მაგანძურებსა და დანარჩენ ხევსურებს შორის მტრობა ჩამოვარდა ეგ ლოგიკურიცაა სად არ ჩამოვარდნილა მტრობა და შუღლი,ორი ვარიანტია ხესურთა წარმოშობაზე,1)ვაინახური წარმოშობის,2)ებრაული წარმოშობის,აქედან ყველაზე მისაღები ებრაული წარმოშობაა ,ხოლო ვაინახურ წარმოშობას რაც შეეხება ერთი ფაქტიც არ არსებობს ამისი რაც პირაქეთა ხევსურების ვაინახობას დაამტკიცებდა.ებრაული წარმოშობას ადასტურებს ხევსურული რჯული და კანონები,ხევსურეთის სახელწოდების დაბოლოვება,გვარების დაბოლოვება,გენეტიკა ყველაზე უმთავრესი “j” ჰაპლოჯგუფი,რაც შეხება ჩრდილოკავკასიაში თითოროლა გვარების დაბოლოვებას ურიზე თუ ულიზე ეს ხევსურებისგანაა გადაღებული,ერთი მკვლევარიც კი არ გამოჩენილა რომელიც ხევსურთა წარმოშობაზე სიმართლეს იტყოდა,სირცხვილი ,სირცხვილი,სირცხვილი დღევანდელ მკვლევარებსა და ისტორიკოსებს თუ არ იციან ან არ აქცევენ ყურადღებას,ან საერთოდ იციან და ვერ თუ არ ამბობენ სიმართლეს.

    • 19/05/2013 at 23:50
      Permalink

      ესეიგი რა გინდა რო თქვა რო ხევსურები ებრაელები არიან?

  • 18/01/2014 at 14:15
    Permalink

    შეკითხვა მაქვს,შეგიძლიათ თუ არა დაწეროთ რამე დორეულების,გვარის წარმოშობის შესახებ,რადგან არსად არ არის ამ გვარის წარმოშობაზე ინფორმაცია,დორეული ვარ და მაინტერესებს.

  • 04/11/2015 at 01:43
    Permalink

    ვინმემ ხო არ იცით შუშიაშვილი არის თუ არა ხევსურული წარმოშობის გვარი?

Comments are closed.